საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82218

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წლის 30 მაისის „დროების“ ცნობით, ი. ბაშინჯაგიანი სომეხი მხატვარი იყო.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის მაისში ი. ბაშინჯაგიანი საზაფხულო თეატრში სურათების გამოფენას აპირებდა.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლის 30 მაისის „დროებაში“ დაიბეჭდა პეტრე მირიანაშვილის სტატია „ვიქტორ ჰიუგო“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის სააბრეშუმო სადგურში შესამოწმებლად წარდგენილი იყო 8 000-ზე მეტი ყუთი აბრეშუმის გრენა (ჭიის თესლი) არასხანიანცის, ს. ტადევოსიანცის, შ. პაშაიანცის, ტერ- ზახარიანცის, გალუსტიანცის და ედუარდ ბლოკისა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 20 ნოემბერს გამართულ კავკასიის იურიდიული საზოგადოების კრებას 27 კაცი დაესწრო. კრებაზე აირჩიეს გამგეობის წევრები და მოხელეები, თავმჯდომარედ – ოლქის სასამართლოს უფროსი თავმჯდომარე მ. მ. შარიგინი, მის ამხანაგებად – ო.ა.ფერსმანი და ლ. ი. შევალიე, ხაზინდრად – ი.კ. სავიცკი, მდივნად – მ. ო. გრუზენბერგი, ბიბლიოთეკრად – ო. ი. ოსტენ-საკენი.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 18 ნოემბერს გამართულ ახლად შექმნილი ნოქართა დამხმარე საზოგადოების კრებაზე საზოგადოების ნამდვილ წევრად აირჩიეს გრიგოლ ადელხანოვი, ხოლო გამგეობის წევრად კენჭისყრის გარეშე – კოსტანტინე მიხეილის ძე ალიხანოვი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჩრდილელი საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან არსებული სამხედრო ცენტრის წევრი იყო.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905-17 წლებში ვლადიმერ ბესარიონის ძე არევაძე სოფ. მარელისის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1847

ტიპი: გარდაცვალება

1847 წლის 2 სექტემბერს სოფ. მარტოთუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სვიმონ დავითის ძე ბებიაშვილი გარდაიცვალა.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წელს დიმიტრი ნიკოლოზის ძე ჩრდილელი ოკუპანტების წინააღმდეგ მიმართული შეიარაღებული აჯანყების მომზადებაში მონაწილეობდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

I მსოფლიო ომის დროს ალექსანდრე ძაგანია კავკასიის ფრონტზე, მე-8 მსროლელთა პოლკში, იბრძოდა.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879-88 წლებში დავით იოსების ძე მშვენიერაძე სოფ. მარტოთუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ალექსანდრე ძაგანია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი იყო.

1801

ტიპი: თანამდებობა

1801 წელს იოსებ ნიკოლოზის ძე ცქიტიშვილი სოფ. მარტოთუბნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1942

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ზაქარია ცერცვაძე II მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს ზაქარია ცერცვაძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1942

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ვლადიმერ ციბაძე II მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წელს ვლადიმერ ციბაძე პოლიტიკური დევნის გამო ემიგრაციაში წავიდა.

1963

ტიპი: განათლება

1963 წელს შოთა ვარლამის ძე ძიძიგურს ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წელს ვარდენ გრიგოლის ძე წულუკიძე საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან არსებული სამხედრო ცენტრის წევრი იყო.

1971

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1971 წელს შოთა ვარლამის ძე ძიძიგურს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1871

ტიპი: თანამდებობა

1871-1873 წლებში გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი ჟურნალ „კრებულის“ რედაქტორი იყო.

1974

ტიპი: თანამდებობა

1974 წელს შოთა ვარლამის ძე ძიძიგური საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი იყო.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წელს გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო.