რეგისტრირებული ფაქტები82201
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის დეკემბერში სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პეტრე მელიქიშვილმა და პროფესორთა საბჭოს მდივან-პროფესორმა იოსებ ყიფშიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას საქართველოს დამოუკიდებლობის შესრულების 6 თვის თავზე მისალოცი წერილი გაუგზავნეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის დეკემბერში თბილისში მყოფმა თელავის მაზრის გენერალ-გუბერნატორმა მაღლაკელიძემ თელავიდან მიიღო შეტყობინება პოლკოვნიკი კაჭახიძისგან, რომ მათმა რაზმმა თელავიდან გაქცეული 5 ავაზაკი შეიპყრო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის დეკემბერში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა თავისი რწმუნებულისგან, კონსტანტინე ანდრონიკაშვილისგან დეპეშა მიიღო თელავიდან. ის იტყობინებოდა, რომ ყაჩაღთა და მათი აგენტების შეპყრობის საქმე კარგად მიმდინარეობდა, რისთვისაც თელავის მოსახლეობა მათი მადლიერი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ლ დეკემბერს შედგა რესპუბლიკის ფარმაცევტთა პირველი საზოგადო ყრილობა, სადაც ფარმაცევტთა წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობის 6 თვის თავისადმი მისალოცი სიტყვა წარმოთქვეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
აკაკი გველესიანმა დაბალი სკოლების მთავარგამგეს გაუგზავნა წერილი, სადაც იუწყება, რომ 1918 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში მასთან მივიდა სვირის ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველი გიორგი ჯუღელი სვირის საზოგადოების სხვა პირებთან ერთად და სთხოვა მიეღო სვირის მაღალ დაწყებითი სასწავლებლის გამგის ადგილი, ვინაიდან გამგე ალექსანდრე ჭურაძე ადგილს ტოვებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის დეკემბერში დამატებითი ხელფასი გაიცა კავკასიის საწავლო ოლქის სამმართველოს კანცელარიის შემდეგ თანამშრომლებზე: კანცელარიის მმართველ ა. ა. ტარანოვს 506 რუბლის ოდენობით, საქმისმწარმოებლებს – ს. ნ. ტროიცკის, ს. ი. ანანიევს, ა. ს. სიკორინს, ე. უ. ლეიმანს, პ. ი. აბრამჩუკს, გ. მ. პალიევს, ნ. ვ. დუნაევსკს 409 რუბლის ოდენობით. კანცელარიის ჩინოვნიკებს – ნ. ი. კორჟუკოვს, ნ. ი. გრიბანოვს 260 რუბლის ოდენობით. მოხალისეებს – ს. ი. ულიანოვსკაიას, თ. შრაიბერს, პ. ი. შერბაკოვს, მ. ვ. დენისოვას, ი. ლ. გარიგას, ე. ვ. ვიშნევსკაიას, ნ. ე. ჩერნიავსკაიას, ა. ფ. ზვერევას, კ. ვ. ლუგოვაიას, ლ. კ. ლუკაშევას 200 რუბლის ოდენობით.
1918
ტიპი: თანამდებობა
ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორი ივანე გაჩეჩილაძე სწერს საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს, რომ 1918 წლის პირველი დეკემბრიდან სასწავლებლის კანცელარიის შტატის საქმისმწარმოებლად მიიწვია ქუთაისის სახაზინო პალატის უფროსი ბუღალტერი და მესამე განყოფილების უფროსის თანამდებობის დროებით შემსრულებელი ქსენოფონტე გაჩეჩილაძე, რომელიც ქუთაისის პალატის გაუქმების შემდეგ შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის პირველი დეკემბრის „სახალხო საქმის“ მიხედვით ეკატერინე და ანასტასია იაკობის ასული ნიკოლაძეები იყვნენ დები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტში ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით გაიმართა კრება, რომელზეც პარლამენტის წევრებმა განიხილეს სხვადასხვა საკითხი. პირველი და მთავარი საკითხი საქართველოს რაიონებში უმაღლესი სასწავლებლის გახსნის აუცილებლობას ეხებოდა. ასევე განიხილეს კანონ-პროექტი, რომლის მიზანი იყო, მოქალაქეთა ფულადი დახმარება და გარკვეული სესხის გადაცემა თბილისის თვითმმართველობისათვის, რომელიც ქალაქის ხარჯებისთვის იყო საჭირო.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წელს ირაკლი გიორგის ძე წერეთელს ჰყავდა და ელენე წერეთელი-დემოლონი და ძმა ლევან წერეთელი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 1 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ არჩილ ჯაჯანაშვილი წერს, როგორ მოახერხა საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რეფორმების გატარება, სახელმწიფოში წესრიგის დამყარება, რუსეთის ბატონობის მოსპობა; როგორ კეთილსინდისიერად მოიქცა გერმანიის სახელმწიფო, თავისი ძლიერება საქართველოს წინააღმდეგ არ გამოიყენა და საქართველოსაც არ დასჭირვებია გერმანიის დახმარება სახელმწიფოებრივი წეს-წყობილების აღსადგენად.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ არჩილ ჯაჯანაშვილი წერს, როგორ მოახერხა საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რეფორმების გატარება, სახელმწიფოში წესრიგის დამყარება, რუსეთის ბატონობის მოსპობა; როგორ კეთილსინდისიერად მოიქცა გერმანიის სახელმწიფო, თავისი ძლიერება საქართველოს წინააღმდეგ არ გამოიყენა და საქართველოსაც არ დასჭირვებია მისი დახმარება სახელმწიფოებრივი წეს-წყობილების აღსადგენად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს დეკემბერში ვალერიან თევზაძემ კავკასიის მსროლელთა მე-8 პოლკი დატოვა და საქართველოში დაბრუნდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1 დეკემბერს მარო მაყაშვილი დაესწრო საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებიდან ნახევარი წლის გასვლის აღსანიშნავად გამართულ ზეიმს.