საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86410

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკია ანბანზე შექმნილი ლექსიკონის ოთხ ტომად გამოცემას ვარაუდობდა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკია ვარაუდობდა, რომ ქართული ანდაზების კრებულისთვის მასალების დასამუშავებლად მას ორი წელი დასჭირდებოდა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკია ქართული ანბანის ლექსიკონისა და ქართული ანდაზების კრებულის პარალელურად მუშაობდა ქართულ ლექსიკონზე, სადაც შევიდოდა ისეთი სიტყვები, რომლებიც მას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჰქონდა შეგროვებული.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას განზრახული ჰქონდა, ქართულ ანდაზებისადმი მიძღვნილ ნაშრომში თითოეული ანდაზის წარმოშობის ისტორია მოეთხრო.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას განზრახული ჰქონდა, ქართული ანდაზებისადმი მიძღვნილ ნაშრომში ანდაზების თემატურად დალაგება.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას განზრახული ჰქონდა, ქართულ ანდაზებისადმი მიძღვნილ ნაშრომში თითოეული ანდაზის მნიშვნელობა განემარტა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკია ქართული ანდაზების კრებულზე მუშაობდა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიას დაწერილი ჰქონდა წიგნი „ძველად“, რომელიც აღწერდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში სწავლა-განათლების აღწერას სამეგრელოში.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიას დაწერილი ჰქონდა თხზულება „ციმბირში“, რომელიც ეძღვნებოდა მის ციმბირში გადასახლებას 1905 წლის რევოლუციაში მონაწილეობისთვის.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს ლიტერატურის მუზეუმის არქივში ინახებოდა თედო სახოკიას დასაბეჭდად გამზადებული ნაწერები: „საზღვარგარეთიდან 1905 წელს იარაღის შემოტანა საქართველოში გემ „სირიუსით“. „ციმბირში“, „ძველად“ − მოგონება სამეგრელოს წარსული ცხოვრებიდან.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას დაწერილი ჰქონდა ნაშრომი „საზღვარგარეთიდან 1905 წელს იარაღის შემოტანა საქართველოში გემ „სირიუსით“.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას ქართულად თარგმნილი ჰქონდა ვოლტერის „უმანკო“, ბოკაჩიოს „დეკამერონი“ და მოპასანის მოთხრობები.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას დასაბჭდად გამზადებული ჰქონდა მის მიერ თარგმნილი მოპასანის მოთხრობების მეოთხე წიგნი.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას ნაშრომი „ჩემი მოგზაურობანი სამურზაყანო-გურია-აჭარაში“ და აფხაზეთში მისი მოგზაურობის აღწერა გამოსაცემად გადაცემული ჰქონდა „საბლიტს“.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას დაწერილი ჰქონდა ნაშრომი აფხაზეთში მოგზაურობის შესახებ.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას დაწერილი ჰქონდა ნაშრომი „ჩემი მოგზაურობანი სამურზაყანო-გურია-აჭარაში“.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკია თავის ნაშრომებს ქართულ ხატოვან თქმათა და ქართული ანდაზების შესახებ თავისი შემოქმედების გვირგვინად მიიჩნევდა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში თედო სახოკია ხაზს უსვამდა, რომ მისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართულ ხატოვან თქმათა ლექსიკონსა და ქართული ანდაზების კრებულზე მუშაობა, რადგან, მისი აზრით, ხალხს დავიწყებული ჰქონდა ქართულ ზეპირთქმათა უმრავლესობა და არც მათი სწორად გამოყენება შეეძლო.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში თედო სახოკია გამოთქვამდა აზრს, რომ ხალხური ზეპრისიტყვიერების ნიმუშების შენარჩუნება მხოლოდ მათი დაწვრილებითი აღნუსხვითა და ქაღალდზე გადატანით იყო შესაძლებელი.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკია იმედოვნებდა, რომ შთამომავლობა მისი მადლიერი იქნებოდა, რადგან სამშობლოსა და თავისი ერის საკეთილდღეოდ გარჯა არ დაუკლია და გააკეთა ის, რაც შეეძლო.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში თედო სახოკია იმედოვნებდა, რომ შთამომავლობა მას ლოცვა-კურთხევით მოიხსენიებდა გაწეული შრომისა და დანატოვარის გამო.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს თედო სახოკიას მუშაობის ხალისი არ ჰქონდა დაკარგული და იმავე შემართებით აგრძელებდა ნაშრომებზე მუშაობას.

1943

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად საქართველოს დიდი გულშემატკივარი, ოლივერ უორდროპი სოფელ სევენოკიდან იყო.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს ქრისტინე შარაშიძემ ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორის, ციალა გაბაშვილის, დავალებით დაწერა „რუსთაველის სადაურობის საკითხისათვის“ მასალებისა და გამოკვლევების ბიოგრაფიული მიმოხილვა.