რეგისტრირებული ფაქტები92922
სორტირება თარიღი კლებადობით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 14 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართულ სამუსიკო საზოგადოებასთან არსებული ქართული სამუსიკო სკოლის ვიოლინოს კლასში მასწავლებლები იყვნენ: თავ. ხელ. ა. ნ. ყარაშვილი, თავ. ხელ. ი. ი. ფიშბერგი, თავ. ხელ. ვ. ა. მეტელნიკოვისა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში მეცნიერმა რობერტ ბლეიკმა ქუთაისის სიძველეთა საცავში მეათე საუკუნის ხელნაწერიდან, „მაკარის ცხოვრებიდან“ პალეოგრაფიული ხელით გადმოხატა ორი წარწერა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 იანვარს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქალაქისთავი ბენიამინ ჩხიკვიშვილი დათანხმდა, გადასახადთა მომატების საკითხი გადასულიყო საფინანსო კომისიაში ხმოსან ნიკოლოზ ელიავას პირობით, რომ მომავალ ორშაბათს კომისიას წარედგინა საბჭოსთვის პასუხი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის პირველი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით თალიკო და სოსიკო ვარაზაშვილები დეკანოზ ნიკოლოზ წერეთლის შვილიშვილები იყვნენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის პირველი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ისიდორე სოფრომის ძე ვარაზაშვილი, თბილისის წმ. ნინოს სახელობის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე იოსების ძე წერეთელი და მისი ძმა, შტაბსკაპიტანი ვლადიმერ იოსების ძე წერეთელი დეკანოზ ნიკოლოზ წერეთლის შვილიშვილები იყვნენ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წელს ა. ლ. ბახტაძე აღმოსავლეთ კავკასიის ნავთ-მრეწველთა და ვაჭრების აქციონერთა საზოგადოების წარმომადგენელი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაში არსებობდა ნიკოლოზ ერისთავისა და ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის პრემიები.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეფრემ ვახტანგის ძე მაღლაკელიძე იყო მომჩივანი.

