რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1853
ტიპი: თანამდებობა
1853 წელს დავით იოანეს ძე ბერეკაშვილი ქველობნის (კურსების) მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 სექტემბერს თბილისის კომერციულმა სასწავლებელმა აღნიშნა დაარსების წლისთავი. დღესასწაულს დაესწრნენ სასწავლებლის პედაგოგები, სამზრუნველო რჩევის წევრები და სახაზინო პალატის მმართველი დიმიტრი მიხაილოვი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის მაისში ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქციაში ავადმყოფი მსახიობის, დესპინე ივანიძის დასახმარებლად თითო მანეთი მიიტანეს მარო მდივანმა, ტასო აბაშიძემ, იუზა ზარდალიშვილმა და სხვ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის მაისში ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ რედაქციაში ავადმყოფი მსახიობის, დესპინე ივანიძის დასახმარებლად თითო მანეთი შეკრიბეს ვალერიან გუნიამ, ვასო აბაშიძემ, ალექსანდრე იმედაშვილმა და სხვ.
1894
ტიპი: გარდაცვალება
1894 წლის 29 აპრილს ეგნატე ნინოშვილი გარდაიცვალა, იგი 8 მაისს ჩოჩხათში დაკრძალეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველის განკარგულებით ტექნიკური სასწავლებლის უფროსების კომისიამ შეიმუშავა ხელოსნობის სწავლების პროგრამა კავკასიის ყველა ტექნიკური სასწავლებლისთვის. პროგრამა მოიწონა ნ. რ. ზავადსკიმ და გადაწყდა მისი სკოლებში შემოღება.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისის გუბერნატორმა დაამტკიცა საბჭოს დადგენილება განსვენებული გიორგი ევანგულოვის ქალაქის ხარჯით დამარხვისა და გვირგვინის მიტანის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 20 სექტემბერს ქართულ თეატრში დრამატული საზოგადოების დასის მსახიობებმა წარმოადგინეს გაბრიელ სუნდუკიანცის სამმოქმედებიანი კომედია.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 22 სექტემბერს ავჭალის ქუჩაზე, სახალხო კითხვათა და წარმოდგენათა დარბაზში, ზაქარია გულისაშვილის დრამა „დრონი მეფობენ“ წარმოადგინეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 18 სექტემბერს გრიგოლ გოლიცინმა დაათვალიერა კავკასიის სამეურნეო და სამრეწველო გამოფენა.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს ალექსანდრე შადინოვის მიერ ნაანდერძევი მამულების (მდებ. სმოლენსკის გუბერნიაში) მიღების შემდეგ, გამგეობას მიწები უნდა გაეყიდა და აღებული თანხიდან 10 000 მანეთი ყოველწლიურად თბილისის ღარიბი ქალიშვილებისთვის უნდა გადაეცა მზითვად.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს ალექსანდრე შადინოვის მიერ ნაანდერძევი მამულების (მდებ. სმოლენსკის გუბერნიაში) გაყიდვით მიღებული თანხიდან თბილისის გამგეობას 1 000 მანეთი სომეხთა მოღნინის ეკლესიისთვის უნდა გადაეცა.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს ალექსანდრე შადინოვის მიერ ნაანდერძევი მამულების (მდებ. სმოლენსკის გუბერნიაში) გაყიდვით მიღებული თანხიდან თბილისის გამგეობას მიხეილის საავადმყოფოში შადინოვისა და მისი მეუღლის სახელზე 2 საწოლი უნდა გამოეყო.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს ალექსანდრე შადინოვის მიერ ნაანდერძევი მამულების (მდებ. სმოლენსკის გუბერნიაში) გაყიდვიდან მიღებული თანხის ანდერძის მიხედვით განაწილების შემდეგ დარჩენილი ფულით თბილისის გამგეობას შადინოვისა და მისი მეუღლის სახელზე სტიპენდიები უნდა დაენიშნა.

