რეგისტრირებული ფაქტები88248
სორტირება თარიღი კლებადობით
1943
ტიპი: ღონისძიება
1943 წლის 16 მაისს თედო სახოკია იმედოვნებდა, რომ შთამომავლობა მისი მადლიერი იქნებოდა, რადგან სამშობლოსა და თავისი ერის საკეთილდღეოდ გარჯა არ დაუკლია და გააკეთა ის, რაც შეეძლო.
1943
ტიპი: ღონისძიება
1943 წელს თედო სახოკიას მუშაობის ხალისი არ ჰქონდა დაკარგული და იმავე შემართებით აგრძელებდა ნაშრომებზე მუშაობას.
1943
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად საქართველოს დიდი გულშემატკივარი, ოლივერ უორდროპი სოფელ სევენოკიდან იყო.
1943
ტიპი: თანამდებობა
1943 წელს შალვა მაღლაკელიძე 114-ე პოლკში მსახურობდა და კავკასიის ფრონტზე მოქმედ ჯარში ირიცხებოდა.
1943
ტიპი: თანამდებობა
1943 წელს ალექსანდრე ბარამიძე იყო მეცნიერებათა აკადემიის რუსთაველის სახელობის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების გამგე.
1943
ტიპი: თანამდებობა
1943 წლიდან ლევან ასათიანი დაბრუნდა ჟურნალ „მნათობში“ და მუშაობდა პასუხისმგებელ მდივნად 1945 წლამდე.
1943
ტიპი: ღონისძიება
1943 წელს გიორგი ლეონიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციაში, რომელიც წარგზავნილი იყო ფრონტზე ანაპის ქართულ დივიზიაში.
1943
ტიპი: ორგანიზაცია
1943 წელს კლიმენტი გოგიავა გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.
1943
ტიპი: თანამდებობა
1943 წელს შალვა იასონის ძე ამირანაშვილი საქართველოს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახდა.
1943
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1943 წელს შალვა სოლომონის ძე ასლანიშვილს საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.
1943
ტიპი: ღონისძიება
1943 წელს კორნელი სამსონის ძე კეკელიძეს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

