საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91180

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ამხანაგმა, სიმონ ლუკას ძე ავალიანმა კავკასიურ-ევროპული ბანკის (ყოფილი „ფრიდონოვისა და ამხანაგობის“) წესდება დაამტკიცა.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სისხლის სამართლის მილიციამ დააპატიმრა ერვანდ მალხაზოვი, რომელსაც ბრალი ედებოდა ნიკოლოზის ფულის გაყიდვაში.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დაპატიმრებული ერვანდ მალხაზოვის აღიარებით, ის ნიკოლოზის ფულს გასაყიდად სერებრიაკოვის დასახურდავებელი კანტორიდან ღებულობდა, რისთვისაც საკომისიოს იღებდა. მისივე თქმით, მსგავსი თანამშრომლები სხვებიც იყვნენ. აღნიშნული საქმე და 19 500 მანეთი სასამართლო პროკურორს გადაეცა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 სექტემბერს გაიმართა სურამის ებრაელთა მრავალრიცხოვანი კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ქალაქისთავი ხიდიბეგიშვილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 6 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ დაესწრო გენერალ კორის პატივსაცემად გამართულ ვახშამს, რომლის თამადაც დავით ღამბაშიძე იყო. ღამბაშიძემ ყველა სადღეგრძელო ინგლისურად თარგმნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 სექტემბერს განათლების სამინისტროს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ ცაგერის ერობას მისწერა, რომ ვარლამ დევდარიანმა თბილისის სამასწავლებლო კურსები მოისმინა და პედაგოგის მოწმობაც მიიღო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ს. იაშვილი, შ. დედაბრიშვილი, ნ. ნაკაშიძე, ვ. წულაძე, ი. გიორგობიანი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი, რომ განათლების სამინისტრო კავკავის სკოლის დახმარებაზე უარს აცხადებდა იმ მიზეზით, რომ ეს სკოლა საქართველოს ტერიტორიის გარეთ იყო. შუამდგომლობა 1919 წლის 25 აგვისტოს იყო აღძრული. გამგეობამ კავკავის სკოლის საკითხის გამოკვლევა მიანდო სასკოლო კომისიას, რომელსაც დასკვნა გამგეობის კრებაზე უნდა წარედგინა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 სექტემბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ავლაბრის მე-7 სკოლის ქართული ენის მასწავლებელ ეკატერინე ზაზუნოვისას თხოვნა 50 ცალი „დედაენის“ I და II ნაწილების ნისიად მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 სექტემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ სენაკის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც, გიმნაზიაში იმავე წლის 1-ელი სექტემბრიდან ფრანგული და გერმანული ენის მასწავლებლად დაინიშნა ანა ივანეს ასული ტუგან-ბარანოვსკაია.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 6 სექტემბერს განათლების სამინისტროს თანხმობით ანნა ივანეს ასული ბარანოვსკაია სენაკის ვაჟთა გიმნაზიის ფრანგული და გერმანული ენის პედაგოგად დაუშვეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 სექტემბერს მთავარგამგე სერგი დანელიამ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ პირველი სექტემბრიდან გიმნაზიასთან არსებული უმაღლეს პირველდაწყებითი სასწავლებლის ისტორიის მასწავლებლად ოლღა აპელი დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 6 სექტემბერს მთავარგამგე სერგი დანელიამ და საქმის მწარმოებელმა მესხმა სენაკის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს შეატყობინეს, რომ პირველი სექტემბრიდან გიმნაზიის ფრანგული და გერმანული ენის მასწავლებლად ანნა (ნინო) ივანეს ასული ტუგან-ბარანოვსკაია დანიშნეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 6 სექტემბერს სახალხო განათლების სამინისტრომ სენაკის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც, ხსენებულ გიმნაზიაში იმავე წლის 1-ელი სექტემბრიდან ფრანგული და გერმანული ენის მასწავლებლად დაინიშნა ანა ივანეს ასული ტუგან-ბარანოვსკაია.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სამხედრო მინისტრის ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის ბრძანებით ყველა ჯარისკაცი, რომელიც დაკავებული იყო სამსახურში გენერალური შტაბის 2 ივნისის დეპეშის საფუძველზე, პირველი სექტემბრიდან თანდათანობით გათავისუფლდებოდნენ.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 5 სექტემბერს, იუსტიციის სამინისტროში მიღებული ცნობების მიხედვით, სიღნაღში გარნიზონის უფროსისა და სხვა თანამდებობის პირთა თანდასწრებით სისრულეში მოიყვანეს საგანგებო სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელი (სიკვდილით დასჯა) ალ. სარაჯიშვილის მკვლელთაგან 6 დამნაშავეზე, დანარჩენ 3-ს სიკვდილით დასჯა უვადო კატორღით შეუცვალეს.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 5 სექტემბერს ა. სარაჯიშვილის მკვლელობისათვის სიღნაღში სიკვდილით დასაჯეს ალექსი ლისაშვილი, ნიკო კოკოლაშვილი, ლევან ზარდიაშვილი, გიორგი მინდორაშვილი, ივანე ლორთქლიშვილი და გიორგი ტიფლიშვილი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 სექტემბერს ოლივერ უორდროპი მეუღლეს წერილით ატყობინებდა, რომ ინგლისის სარდლობის გენერალმა ჯორჯ ნორთონ კორიმ მის საპატივსაცემოდ ვახშამი გამართა, სადაც მის ქვეშევრდომ გენერლებსა და სხვა სამხედროებს შეხვდა. ვახშამს ასევე ესწრებოდნენ ამერიკელი პოლკოვნიკი უილიამ ჰასკელი და მისი მეუღლე.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 სექტემბერს მეუღლისადმი გაგზავნილ წერილში ოლივერ უორდროპი აღნიშნავდა, რომ 4 ოქტომბერს დიდხანს ესაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრს, ევგენი გეგეჭკორს და სხვა უამრავ ადამიანს, ვინც მასთან შეხვედრა მოისურვა, მათ შორის იყო მამუკა ორბელიანი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 5 სექტემბერს მეუღლისადმი მიწერილ წერილში, ოლივერ უორდროპი იტყობინება, რომ მამუკა ორბელიანი საქართველოს სამხედრო საბჭომ ოლივერ უორდროპის მისიას მიამაგრა.

1919

ტიპი: განათლება

ოლივერ უორდროპის შეფასებით, მამუკა ორბელიანი და მისი მეუღლე თითქმის სრულყოფილად და უშეცდომოდ ფლობდნენ ინგლისურ ენას.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 სექტემბერს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ შეხვდა და დიდხანს ესაუბრა გენერალ დენიკინის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში – გენერალ ბარათოვს.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 სექტემბერს მეუღლისადმი მიწერილ წერილში ოლივერ უორდროპი ახსენებს მას გენერალ ბარათოვს, რომელიც ხელმძღვანელობდა რუსეთის არმიას სპარსეთსა და მესოპოტამიაში და აქტიურად თანამშრომლობდა ბრიტანელებთან.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 5 სექტემბერს მეუღლისადმი მიწერილ წერილში, ოლივერ უორდროპი იტყობინებოდა, რომ იგი შეხვდა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ უსუბეკოვს, რომელიც ძალიან სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა. მისი შეფასებით, უსუბეკოვი თავაზიანი, შესანიშნავი იუმორით დაჯილდოებული პიროვნებაა, რომელიც დასავლელს უფრო ჰგავდა, ვიდრე აღმოსავლელს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 5 სექტემბერს ქუთაისის ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებელმა მარიამ გიორგის ასულმა ყიფიანი-აბაშიძისამ განათლების სამინისტროს ხანგრძლივი მასწავლებლის წოდების მინიჭება სთხოვა.