რეგისტრირებული ფაქტები91180
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი სექტემბრიდან აკაკი გვახარია ქობულეთის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის თანამდებობაზე დამტკიცდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 იანვარს განათლების სამინისტრომ თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ ზაქარია კლიმიაშვილს მისწერა, რომ მინისტრის მოადგილის N77 ბრძანებით 1-ლი სექტემბრიდან გიორგი გიორგიძე დამტკიცდა ისტორიის მასწავლებლის თანამდებობაზე. ხელს აწერენ კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ აბესაძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 იანვარს განათლების სამინისტრომ თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორ ზაქარია კლიმიაშვილს მისწერა, რომ მინისტრის მოადგილის N77 ბრძანებით 1-ლი სექტემბრიდან გიორგი გიორგიძეს მიენიჭა საშუალო სკოლის მასწავლებლის წოდება ისტორიაში. ხელს აწერენ კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ აბესაძე.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელი სექტემბრიდან პლატონ გერასიმეს ძე გამზარდია კიწიის სასწავლებლის მასწავლებლად დაამტკიცეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი სექტემბრიდან სოლომონ თევდორეს ძე გულისაშვილი დაინიშნა თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის შტატის მასწავლებლად.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი სექტემბრიდან ილია გრიგოლის ძე ამაღლობელი ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დამტკიცდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ლ სექტემბერს ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი თელავის ვაჟთა გიმნაზიაში რუსული ენის მასწავლებლის თანამდებობაზე დაამტკიცეს და 1-ლ ოქტომბერს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის რუსული ენის მასწავლებლის წოდება მიანიჭეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელი სექტემბრიდან ბარბარე იაგორის ასული ბაისოგოლოვა თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის ხატვის მასწავლებლად დაამტკიცეს.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველ სექტემბრისათვის ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მუშაობდნენ: სერგო თოფურია, ანტონ სულამანიძე, პავლე ბჟალავა და უშანგი ბაღათურია.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ელი სექტემბრიდან დეკანოზი კონდრატე მალაქიას ძე ჩაჩიბაია კიწიის სასწავლებლის პედაგოგად დაამტკიცეს.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 30 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გუდაუთაში შეიპყრეს ცნობილი ყაჩაღი კოკი დადიანი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 24 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ინგლისელთა მისიამ აცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამიერკავკასიაში გზავნიდა პოლიტიკურ მისიას ოლივერ უორდროპის მეთაურობით, რომელსაც ერქმეოდა ბრიტანეთის მთავარი კომისარი. მისია მიზნად ისახავდა ამიერკავკასიის მთავრობებთან კავშირის შეკვრას და მათთვის რეგიონში ბრიტანეთის ინტერესების გაცნობას.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
ოლივერ უორდროპი იყო „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურ ენაზე მთარგმნელის, მარჯორი უორდროპის ძმა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 23 აგვისტოს, 12 საათზე, თბილისიდან ერევანში სწრაფი მატარებლით გაემგზავრნენ ამერიკის მისიის წევრები პოლკოვნიკ უილიამ ჰასკელის მეთაურობით. სადგურ კობამდე ისინი გზათა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორმა ბესარიონ ალექსის ჭიჭინაძემ და მოძრაობის უფროსმა გ. ა. აბელოვმა გააცილეს.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სახალხო გვარდიის ყარაულებმა მოკლეს გრ. ჩხეიძე.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებულმა საგანგებო რაზმმა სტამბა „ეკონომიაში“ აღმოაჩინა ბოლშევიკური ბროშურები, პროკლამაციები და მოწოდებები ქართულ და რუსულ ენებზე. ბროშურების რაოდენობა დაახლოებით 5 ფუთი იყო. ბროშურებს კონფისკაცია გაუკეთეს, ხოლო ავაკ აკოპოვი დააპატიმრეს.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 21 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მექი კედიამ დაიჭირა პანაიტ აკრიტოსი, რომელიც ბერძენ მოსახლეობაში საქართველოს რესპუბლიკის წყობილების საწინააღმდეგო აგიტაციას ეწეოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 აგვისტოს, 10 საათზე, პოლკოვნიკი უილიამ ჰასკელი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ევგენი გეგეჭკორს. ვიზიტის შემდეგ სტუმარმა სასახლე დაათვალიერა და კმაყოფილი დარჩა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20-29 აგვისტოს ქუთაისის საოლქო სასამართლომ განიხილა კონსტანტინე და ბესარიონ გურულების საქმე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 აგვისტოს ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ საუწყებათაშორისო კომისიის პირველ სხდომას საზღვარგარეთ წამსვლელი ახალგაზრდებისთვის სტიპენდიის მიცემის წესი უნდა შეემუშავებინა.

