რეგისტრირებული ფაქტები81928
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კ. ნ.-ს სტატია, რომელიც ეხებოდა თეატრალური დასის „Тарто“ მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, დასს დაუდგამს არციბაშევის პიესა „Ревность“. სპექტაკლში კლავდია მიხაილოვნას თამაშობდა არღუთინსკაია-კოზლოვსკაია.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კ. ნ.-ს სტატია, რომელიც ეხებოდა თეატრალური დასის „Тарто“ მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, დასს დაუდგამს არციბაშევის პიესა „Ревность“. სტატიის ავტორის აზრით, მხოლოდ მთავარი როლის შემსრულებელი ბუტკევიჩის ბრწყინვალე თამაშმა გადაარჩინა სპექტაკლი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კ. ნ.-ს სტატია, რომელიც ეხებოდა თეატრალური დასის „Тарто“ მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, დასს დაუდგამს არციბაშევის პიესა „Ревность“. ელენა ნიკოლაევნას როლს ბუტკევიჩი ასრულებდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კ. ნ.-ს სტატია, რომელიც ეხებოდა თეატრალური დასის „Тарто“ მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, დასი არაერთ მსახიობს დაუტოვებია, დარჩენილთა შორის კი იყვნენ: ევა კოშევაია, მარია ლიუდომირის ასული როქსანოვა, არღუთინსკაია-კოზლოვსკაია და მიხაილოვსკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც ეხებოდა თბილისის სოციალ-დემოკრატ მუსულმანთა პარტიაში „Гуммет“ მწერლისა და დრამატურგის, აბდურაჰმან-ბეკ ახვერდოვის მიღებას. სტატიის თანახმად, აზერბაიჯანის მთავრობის მომხრე ახვერდოვი მთავრობის მოწინაამღდეგეთა ბანაკის მხარდამჭერ პარტიაში შესულა. სტატიის ავტორი მოითხოვდა ახვერდოვისგან ამ საქციელის განმარტებას.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც ეხებოდა თბილისის სოციალ-დემოკრატ მუსულმანთა პარტიაში „Гуммет“ მწერლისა და დრამატურგის, აბდურაჰმან-ბეკ ახვერდოვის მიღებას. სტატიის თანახმად, ახვერდოვს არ შეუწყვეტია აზერბაიჯანის მთავრობასთან თანამშრომლობა. ამიტომ სტატიის ავტორის აზრით, გასაკვირი იყო, რომ მწერალი აზერბაიჯანის მოწინაამღდეგეთა ბანაკში გადავიდა და პარტიის „Гуммет“ წევრი გახდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც ეხებოდა თბილისის სოციალ-დემოკრატ მუსულმანთა პარტიაში „Гуммет“ მწერლისა და დრამატურგის, აბდურაჰმან-ბეკ ახვერდოვის მიღებას. სტატიის თანახმად, ახვერდოვი რევოლუციის პირველივე დღეებიდან ემხრობოდა პარტიას „Муссават“.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ აბდურაჰმან-ბეკ ახვერდოვი იყო მწერალი და დრამატურგი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვასილ იოსების ძე არდიშვილი იყო საქართველოს მთავრობის საგანგებო რწმუნებული.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სოციალ-დემოკრატ მუსულმანთა პარტიაში „Гуммет“ მიუღიათ ახალი წევრი, მწერალი და დრამატურგი აბდურაჰმან-ბეკ ახვერდოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სასურსათო ორგანიზაციის მისამართზე დაბინავებულ იქნა 120 ვაგონი მარილი, რომელიც მთავრობის საგანგებო რწმუნებულ ვასილ იოსების ძე არდიშვილს შეუთავაზებია ქალაქის გამგეობის სასურსათო განყოფილებისთვის, ასევე ქალაქთა და ამიერკავკასიის კოოპერატივთა კავშირისათვის.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვ. გ. ჯაბაგი იყო ინგუშეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, იმ დღეს საღამოს 8 საათზე კავკასიის სამედიცინო საზოგადოების დარბაზში გაიმართებოდა უშაკოვის ლექცია „რევოლუცია ბულგარეთში და ბულგარეთის ღალატის გავლენა მსოფლიო ომის მიმდინარეობაზე“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე განცხადებები ყოველდღიურად მიიღებოდა მ. ზეინალოვის მიერ თბილისში, ტატიანას ქუჩა 5-ში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთი „Грузия“ წერს, რომ პროფესიულ კავშირთა საბჭომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას აცნობა თავისი დადგენილება, რომლის თანახმად, ამიერკავკასიის ბანკის მსახურთა გაფიცვის საქმე განსახილველად საქართველოს მთავრობას გადაეცა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ქალაქის გამგეობამ საქართველოს სარკინიგზო გზების მე-300-ე ვერსტზე მდებარე ხე-ტყის საწყობის უფროსად დანიშნა მ. ს. გიორგობიანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვასილ თომას ძე ხახანოვი იყო ქალაქის დუმის მდივანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ქალაქის საბჭოს მდივნის თანამდებობის შესრულება დაევალა ლ. ა. ბოდისკოს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ქალაქის საბჭოს მდივნის პოსტიდან გადაყენებულ ვასილ თომას ძე ხახანოვს შეუნარჩუნდა ქალაქის დუმის მდივნის ადგილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ქალაქის საბჭოს მდივანი ვასილ თომას ძე ხახანოვი თანამდებობიდან გადააყენეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, პროფესორთა საბჭოს ამიერკავკასიის უნივერსიტეტის რექტორად აურჩევია ვ. ი. რაზუმოვსკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს ფინანსთა მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს მთავრობისათვის მიუმართავს გორში ევაკუირებული ახალციხისა და ახალქალაქის სახაზინოების გაუქმების წინანადადებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს ფინანსთა მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს მთავრობისათვის წარუდგენია პროექტი 50 მილიონიანი სესხის აღების შესახებ.