საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91180

1919

ტიპი: სტატუსი

1919 წლის 6 აგვისტოს თამარ გაჩეჩილაძემ, ზესტაფონის ქალთა გიმნაზიის ხელსაქმის მასწავლებელმა, ხელსაქმის მასწავლებლის წოდება მიიღო.

1919

ტიპი: ღონისძიება

ზესტაფონის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი სწერს უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს, რომ თამარ ნიკოლოზის ასული გაჩეჩილაძე-ბედია დაამტკიცონ გიმნაზიის ხელსაქმის შტატის მასწავლებლად.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 5 აგვისტოს მარიამ გიორგის ასულმა ყიფიანმა თბილისის ქალთა პროფესიული სახელოსნოს სასწავლებელი დაამთავრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 აგვისტოს სახალხო განთლების სამინისტრო გასცემს მოწმობას, რომ თბილისის ქალთა პროფესიონალურ-სახელოსნო სასწავლებელის კურსდამთავრებულ მარიამ გიორგის ასულ ყიფიანი-აბაშიძისას ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებლის წოდება მიენიჭა. ატესტატები, მარიამ გიორგის ასულ ყიფიანი-აბაშიძისა, რომელიც გაცემულია ქალთა პროფესიონალური სახელოსნოდან 1904 წლის 10 ივნისს N9-ით და თბილისის საერთო სახელოსნო სამმართველოსაგან 1919 წლის N110-ით, სახალხო განათლების სამინისტროში ინახებოდა. ხელს აწერდნენ: მთვარგამგე და საქმის მწარმოებელი ალ.გვახარია.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 4 აგვისტოს განათლების სამინისტრომ მარიამ გიორგის ასულ ყიფიანი-აბაშიძისას უფლება მისცა უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში ხელსაქმე ესწავლებინა. ხელს აწერს გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის 4 აგვისტოს სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის საქმისმწარმოებელმა კონსტანტინე ილიას ძე აბაშიძემ 29-დღიანი შვებულება აიღო.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მირზოევის ჩიხში გრიგოლ სარქისიანცი ორი უცნობი პირის თანხლებით შეეცადა ელენა გრიგორიევის ქალის მოტაცებას, მაგრამ მეხუთე უბნის კომისრის მიერ მიღებული ზომებით სარქისიანცი შეიპყრეს, ორი უცნობი მიიმალა, ავტომობილის მძღოლი ბოგდანოვი კი სროლის დროს დაიჭრა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ოვანეს გულიანცმა განაცხადა, რომ თავისი ხასა ოლღა ოვჩინიკოვა დამხრჩვალი იპოვა საკუთარ ბინაში, თუმანოვის ქუჩაზე.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ოლღა ოვჩინიკოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს ტერ გალუსტოვი.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ხელოსანთა კლუბში გამართულ სამხედრო სამინისტროს სადარაჯო ჯარისკაცთა კონცერტის დაწყებამდე პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილმა წარმოთქვა სიტყვა „ჯარი და სიმღერა“, რომელსაც საზოგადოება ხანგრძლივი ტაშით შეხვდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველ მხატვართა საზოგადოებამ გალერეის საკოლექციოდ ლადო გუდიაშვილისგან შეიძინა სურათები „მერანი" და „პირიმზე".

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: წულაძე, ნინიძე, გიორგობიანი, თავმჯდომარე კარიჭაშვილი, მდივანი შ. დედაბრიშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 2 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მოხსენება კავკავის სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, სკოლის შესანახად მთავრობის წინაშე შუამდგომლობა აღეძრა და მოსახერხებელ დროს თბილისში სკოლის სასარგებლოდ სეირნობა ან საღამო გაემართა.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 1-ელ აგვისტოს, ღამის 11 საათზე, ყუბანის ქუჩაზე ბოროტმოქმედებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ალექსანდრე ხმალაძე მოკლეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აგვისტოში შინაგან საქმეთა მინისტრს, ნოე რამიშვილს 21 ივლისის დადგენილების სისრულეში მოყვანა და 2 472 ფუთი ფქვილის სამხედრო გზათა უწყებისთვის გადაცემა დაევალა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის აგვისტოში დამფუძნებელი კრების სხდომაზე სპირიდონ კედიამ წაიკითხა მოხსენება აფხაზეთში არსებული მდგომარეობის შესახებ, ისაუბრა ანტიქართულ განწყობაზე, რომელსაც რუსეთის აგენტების აქტიური პროპაგანდა ქმნიდა და დაასახელა მიზეზები, რომელთა გამოც პრობლემების მოგვარება ჭიანურდებოდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 16 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სიმონ გურგენის ძე მდივანმა დამფუძნებელი კრების სხდომაზე სამხედრო სასამართლოსა და ბრალმდებლის საზედამხედველო შტატის დამტკიცების შესახებ დეკრეტის პროექტი წარადგინა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აგვისტოში საინჟინრო დისტანციის ჩინოსან ნეროვის ბინაზე მილიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ბერდანკა (ცეცხლსასროლი იარაღი) 49 საომარი ტყვიით.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის აგვისტოში შინაგან საქმეთა და სამხედრო მინისტრმა ნოე რამიშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ხდებოდა დამატებითი ზომების მიღება, რათა შესრულებულიყო დამფუძნებელი კრების დეკრეტი „თავისი ნებით წასვლის და სამსახურიდან გაქცევის პასუხისმგებლობისა და 2 აგვისტოს სამხედრო ბეგარის აუსრულებლობის, ამ დანაშაულის დაფარვის და წაქეზებისათვის დასჯის“.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აგვისტოში ბორჯომის ქუჩაზე ეისანოვის ბინიდან მოიპარეს 10000 მანეთის ღირებულების სხვადასხვა ნივთი. დააკავეს რამდენიმე ეჭვმიტანილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აგვისტოში გაიმართულ ლანჩხუთის საბჭოს სხდომაზე ქალაქისთავმა შარაშენიძემ აღნიშნა, რომ საბჭოს სურვილის თანახმად ქალაქის გასანათებლად ელექტროსადგური შეიძინეს და მიმდინარეობდა სამუშაოები მის დასადგმელად და მოსაწყობად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აგვისტოში სისხლის სამართლის მილიციამ სადგურზე დააკავა პოპანდოპულო,რომელსაც აღმოაჩნდა 225 ცალი ოსმალური ოქროს ლირა და ბაქოს მატარებლის ბილეთი. ვინაიდან ოქროს გატანა საქართველოს რესპუბლიკის საზღვრებიდან აკრძალული იყო, ოქრო ჩამოართვეს და საბაჟოს ჩააბარეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აგვისტოში გამართულ ჯავშნიანი მატარებლის რაზმის გაერთიანებულ კრებაზე სიტყვით გამოვიდა რაზმის მეთაური ვალოდია გოგუაძე. რაზმმა მხარდაჭერა გამოუცხადა დამფუძნებელ კრებასა და მთავრობას.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აგვისტოში ბათუმიდან თბილისში მეუღლესთან ერთად ჩამოსული ამერიკელი პოლკოვნიკი უილიამ ჰასკელი ამერიკელთა სამხედრო ბინაში დაბინავდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აგვისტოში პუშკინის ქუჩაზე ხაჩატურ ქოჩარიანს ამერიკის მისიის ავტომობილი დაეჯახა. ის მძიმედ დაშავდა.