რეგისტრირებული ფაქტები91180
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ანტონ კეკელია სოფელ ბანძის ნიკოლოზის სახელობის ორკლასიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლის გამგე იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 24 თებერვალს ანტონ კეკელია წერს, რომ ანგარიშით N53 ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან მიიღო წიგნები და ერთი თვის განმავლობაში მოვალე იქნება 22 მან. და 40 კაპ. გადაიხადოს.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ტროფიმე ჯოხთაბერიძე ბანძის ორკლასიანი საეკლესიო-სამრევლო სკოლის უფროს მასწავლებლად მუშაობდა.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 25 აპრილს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის დამუზნებელთა კრებაზე ბანკის დირექტორად ალექსანდრე ჩოლოყაშვილი აირჩიეს.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 25 აპრილს თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის დამწესებელათა კრებაზე ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრებად ვახტანგ ორბელიანი და ვახტანგ თულაშვილი აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის პოლიციის მცხრე განყოფილების პოლიცმაისტერი ბ. ტატიშვილი მეტეხის ციხის ზედამხედველად დაინიშნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 28 ივლისს ცხინვალში საქველმოქმედო საღამოზე წარმოადგინეს ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი" და ავქსენტი ცაგარლის „ბაიყუში".
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის საზაფხულო სეზონზე ხონის თეატრალური დასის სცენისმოყვარე წევრები იყვნენ: ფაცია და აგრაფინა ბახტაძეები, მარო ბალანჩივაძე, ლუბა ჩხენკელისა და სხვ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 28 ივლისს ეკატერინე დავითის ასული მიქელაძის თაოსნობით ცხინვალში საქველმოქმედო წარმოდგენა გაიმართა.

