საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1863

ტიპი: თანამდებობა

1863-74 წლებში პეტრე მაქსიმეს ძე ტყემალაძე ქორეთის მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის მღვდელი იყო.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს დიმიტრი იოსების ძე აბდუშელიშვილი ქორეთის მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის მღვდელი იყო.

1864

ტიპი: თანამდებობა

1864 წელს ქრისტესია მოსიაშვილი ქორეთის მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის მღვდელი იყო.

1838

ტიპი: თანამდებობა

1838 წელს იოანე ქამუშაძე ქორეთის წმ. გიორგის (უდერძის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1818

ტიპი: თანამდებობა

1818 წელს პავლე საბას ძე ქამუშაძე ქორეთის მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის მღვდელი იყო.

1819

ტიპი: თანამდებობა

1819 წელს პავლე საბას ძე ქამუშაძე ქორეთის წმ. გიორგის (უდერძის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წელს დიმიტრი იოსების ძე აბდუშელიშვილი ქორეთის მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის მღვდელი იყო.

1842

ტიპი: თანამდებობა

1842 წელს იოანე ქამუშაძე ქორეთის მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის მღვდელი იყო.

1808

ტიპი: თანამდებობა

1808 წელს იოანე ქამუშაძე ქორეთის მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წელს სეზმან ერთაწმინდელმა დაწერა ერთმოქმედებიანი დრამა „დაჭრილი არწივი“.

1831

ტიპი: გარდაცვალება

1831 წლის 15 სექტემბერს ქორეთის მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის მღვდელი დავით ბერიძე გარდაიცვალა.

1831

ტიპი: თანამდებობა

1831 წელს დავით ბერიძე ქორეთის მაცხოვრის აღდგომის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ბაბო ასათიანი, ვანო ბარველი, თამარ ბაქრაძე, ბეგლარ ბეგლარიძე, სუზანა ბეჟანიშვილი და შაქრო ბერიშვილი მოქმედი მსახიობები იყვნენ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ კავკასიის გამოფენაზე, მევენახეობისა და მეღვინეობის განყოფილებაში, ალექსანდრე შარაშიძემ გურიიდან წარადგინა ქართული ვაზის ჯიშების კოლექცია, სულ 15 სახეობის ყურძნისა.

1901

ტიპი: სტატუსი

1901 წელს გორის მაზრის თავად გიორგი ბაგრატიონ-დავითიშვილსა და დუშეთის მაზრის თავად გ. ა. ყარანგოზაშვილს კამერ-იუნკერის წოდება მიენიჭათ.

1892

ტიპი: გარდაცვალება

1892 წლის 16 თებერვალს ქუთაისის მაცხოვრის ამაღლების (საფიჩხიის) ეკლესიის მღვდელი გერასიმე ნიკოლოზის ძე აბზიანიძე გარდაიცვალა.

1931

ტიპი: გარდაცვალება

1931 წლის 27 დეკემბერს ქუთაისის მაცხოვრის ამაღლების (საფიჩხიის) ეკლესიის მღვდელი ივლიანე ალფეზის ძე აბესაძე გარდაიცვალა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898-1917 წლებში ივლიანე ალფეზის ძე აბესაძე ქუთაისის მაცხოვრის ამაღლების (საფიჩხიის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891-92 წლებში გერასიმე ნიკოლოზის ძე აბზიანიძე ქუთაისის მაცხოვრის ამაღლების (საფიჩხიის) ეკლესიის მღვდელი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ჭიჭინაძემ მთავრობის წინაშე დააყენა შუამდგომლობა, რათა ქალაქთა და ერობათა სასურსათო ოპერაციებისთვის გადადებულიყო 45 მილიონი მანეთი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ (მინისტრი ნოე რამიშვილი) წინადადება მისცა სტამბის მეპატრონეებს, რათა დამფუძნებელი კრების 1919 წლის 16 დეკემბრის კანონის თანახმად, სამინისტროსთვის გაეგზავნათ გაზეთისა და სხვა ბეჭდვითი სიტყვის ნაწარმოების 2-2 ეგზემპლარი.

1931

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 18 მარტს რაჟდენ გვეტაძემ შალვა სოსლანს მოსკოვში მისწერა, რომ მისი მოთხრობა „ქეთო და ცხენი“ მალე ქართულად ითარგმნებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალჟირისა და ტუნისის სპეციალური წარმომადგენელი დიურანი ასევე იყო საფრანგეთის დიდი ბანკის წარმომადგენელი და თბილისში აპირებდა ამ ბანკის განყოფილების დაარსებას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთს „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში დაიბეჭდა ახალი წიგნები: პროფესორ გიორგი ახვლედიანის რუსული ენის გრამატიკა (ფასი 15 მან), გიორგი ნათაძის „ინგლისის მოკლე ისტორია“ (ფასი 31 მან.) და რომანოზ ხომლელის „ნ. ბარათაშვილი და მისი დრო“ (ფასი 21 მან). გამოცემები იყიდებოდა საზოგადოების მაღაზიაში (რუსთაველის გამზირი N9, სასტუმრო „ორიანტის“ ქვეშ).