საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89709

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას დაწერილი ჰქონდა ნაშრომი აფხაზეთში მოგზაურობის შესახებ.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას დაწერილი ჰქონდა ნაშრომი „ჩემი მოგზაურობანი სამურზაყანო-გურია-აჭარაში“.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკია თავის ნაშრომებს ქართულ ხატოვან თქმათა და ქართული ანდაზების შესახებ თავისი შემოქმედების გვირგვინად მიიჩნევდა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში თედო სახოკია ხაზს უსვამდა, რომ მისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ქართულ ხატოვან თქმათა ლექსიკონსა და ქართული ანდაზების კრებულზე მუშაობა, რადგან, მისი აზრით, ხალხს დავიწყებული ჰქონდა ქართულ ზეპირთქმათა უმრავლესობა და არც მათი სწორად გამოყენება შეეძლო.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში თედო სახოკია გამოთქვამდა აზრს, რომ ხალხური ზეპრისიტყვიერების ნიმუშების შენარჩუნება მხოლოდ მათი დაწვრილებითი აღნუსხვითა და ქაღალდზე გადატანით იყო შესაძლებელი.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკია იმედოვნებდა, რომ შთამომავლობა მისი მადლიერი იქნებოდა, რადგან სამშობლოსა და თავისი ერის საკეთილდღეოდ გარჯა არ დაუკლია და გააკეთა ის, რაც შეეძლო.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში თედო სახოკია იმედოვნებდა, რომ შთამომავლობა მას ლოცვა-კურთხევით მოიხსენიებდა გაწეული შრომისა და დანატოვარის გამო.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს თედო სახოკიას მუშაობის ხალისი არ ჰქონდა დაკარგული და იმავე შემართებით აგრძელებდა ნაშრომებზე მუშაობას.

1943

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად საქართველოს დიდი გულშემატკივარი, ოლივერ უორდროპი სოფელ სევენოკიდან იყო.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს ქრისტინე შარაშიძემ ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორის, ციალა გაბაშვილის, დავალებით დაწერა „რუსთაველის სადაურობის საკითხისათვის“ მასალებისა და გამოკვლევების ბიოგრაფიული მიმოხილვა.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წელს შალვა მაღლაკელიძე 114-ე პოლკში მსახურობდა და კავკასიის ფრონტზე მოქმედ ჯარში ირიცხებოდა.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წელს ციალა გაბაშვილი ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორი იყო.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს გამოქვეყნდა ვიქტორ გაბესკირიას „ქეთევან წამებული”.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს რუსთაველის თეატრში დაიდგა კარლო კალაძის „ერთი ღამის კომედია“.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს გამოქვეყნდა აკაკი ბელიაშვილის რომანის პირველი წიგნი „თავგადასავალი ბესიკ გაბაშვილისა“.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს ალექსანდრე ჭეიშვილმა დაიცვა დისერტაცია თემაზე „ვაჟა-ფშაველა“.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს გამოქვეყნდა ბესარიონ ჟღენტის ლიტერატურული პორტრეტი „გალაკტიონ ტაბიძე“.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943-1946 წლებში ბესარიონ ჟღენტი იყო საქლიტფონდის დირექტორი.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წელს ალექსანდრე ბარამიძე იყო მეცნიერებათა აკადემიის რუსთაველის სახელობის ენისა და ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების გამგე.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წლიდან ლევან ასათიანი დაბრუნდა ჟურნალ „მნათობში“ და მუშაობდა პასუხისმგებელ მდივნად 1945 წლამდე.

1943

ტიპი: ავტორობა

1942 წელს დაიბეჭდა გიორგი ლეონიძის ლექსები სამამულო ომზე „სამშობლოსათვის, სტალინისათვის“.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს გიორგი ლეონიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციაში, რომელიც წარგზავნილი იყო ფრონტზე ანაპის ქართულ დივიზიაში.

1943

ტიპი: ორგანიზაცია

1943 წელს კლიმენტი გოგიავა გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს გამოქვეყნდა ალექსანდრე გომიაშვილის ლექსი „ქართველო, ხელი ხმას იკარ“.