რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ვარლამ დავითის ძე ძიძიგურმა ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს 28 თებერვლის N116 პასუხად მისწერეს, რომ მასწავლებელ ნინო ვასილის ასულ აკოფაშვილის შტატში დასამტკიცებლად საჭირო იყო ან ატესტატი ან ნამსახურებითი სია.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ეკატერინე გველესიანი სახალხო განათლების სამინისტროში გადამწერად მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ეკატერინე გველესიანმა სახალხო განათლების კანცელარიის დირექტორს სთხოვა, მისთვის შესაფერისი სამსახური მიეცათ სამინისტროში.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წელს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა ნინო აკოფაშვილმა განათლების მინისტრს მისწერა, რომ არ ეთანხმებოდა მის გადაწყვეტილებას გერმანული ენის მასწავლებელ ნინო აკოფაშვილისთვის მიეცათ საშუალო განათლების მქონე პირებისთვის დაწესებული ოდენობის ჰონორარი. ახალი შტატების შესახებ დროებითი დებულების მე-17 მუხლის მიხედვით (გამოქვეყნებულია „საქართველოს რესპუბლიკაში" 1919 წლის 6 თებერვალს, N29), „უმაღლესი განათლების მასწავლებელი, რომელიც ამ კანონის შემოღებისას მსახურობს გიმნაზიაში და უფლება აქვს ყველა კლასში მასწავლებლობისა, დაენიშნება ისეთივე ჯამაგირი, დამატება და გასამრჯელო დამატებითი გაკვეთილებისთვის, როგორც უმაღლესი განათლების პირს". მე-17 მუხლის თანახმად, აკოფაშვილისთვის ჯამაგირი უნდა მიეცათ, როგორც უმაღლესდამთავრებული პირისთვის.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წელს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა ნინო აკოფაშვილმა განათლების მინისტრს მისწერა, რომ მასწავლებლად ნამსახური 11 წელი პენსიისა და ხუთწლეულების მისაღებად სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა. ის ახალი კანონის შემოღების დროს გიმნაზიაში მუშაობდა, როგორც სრულუფლებიანი მასწავლებელი. მას ყველა კლასში სწავლების უფლება მიენიჭა, როგორც ქერჩის ქალთა ინსტიტუტისა და მიუნხენის კონსერვატორიის კურსდამთავრებულს, რომელიც გერმანიის სასწავლებლებს უდრიდა. არსებული კანონის თანახმად, მას ვაჟთა გიმნაზიის ყველა კლასში ახალი ენების სწავლების უფლება ჰქონდა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წელს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებელმა ნინო აკოფაშვილმა სახალხო განათლების მინისტრს სთხოვა, განეხილა მისი საქმე და გაეცა განკარგულება, რომ არსებული კანონის მიხედვით დაეკმაყოფილებინათ ჯამაგირით და დამატებითი გაკვეთილების ჯამაგირით, როგორც უმაღლესი განათლების მქონე პირი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ამბერკი გიორგიძემ აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საგზაო ან სამთო-საინჟინრო ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად მისთვის რეკომენდაციის გაწევა დამფუძნებელი კურსების თავმჯდომარეს, ალექსანდრე ლომთათიძეს შეეძლო.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ამბერკი ივანეს ძე გიორგიძის საქმის მიხედვით, ის სარწმუნოებით მართლმადიდებელი იყო.

