საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91180

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს ვასილ თუმანიშვილმა ქართველი სტუდენტებისათვის კიევში 105 მანეთი და 50 კაპ. გაგზავნა.

1880

ტიპი: გარდაცვალება

1880 წლის 21 სექტემბერს ჭორვილის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი სვიმონ ალექსის ძე აბრამიშვილი გარდაიცვალა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-96 წლებში ანტონ გიორგის ძე ნადირაძე ჭორვილის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის პირველ ივნისს ჭორვილის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი ანტონ გიორგის ძე ნადირაძე გარდაიცვალა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896-97 წლებში გერასიმე იოსების ძე ჯაჯანიძე ჭორვილის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-1914 წლებში ალექსი ბეჟანის ძე ჯაფარიძე ჭორვილის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914-17 წლებში გიორგი ალექსის ძე ჯაფარიძე ჭორვილის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოტოგრაფიის გამგე ტარასი მომცემლიძემ სწავლის გაგრძელების სურვილის გამო ფოტოგრაფიას თავი დაანება.

1901

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერ-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოტოგრაფიის გამგე ტარასი მომცემლიძე გეგმავდა 1901 წლის სექტემბერში სასწავლებლად გამგზავრებას ქალაქ მიუნხენის უმაღლეს სამხატვრო სასწავლებელში.

1850

ტიპი: თანამდებობა

1850-64 წლებში გიორგი გრიგოლის ძე წიქვაძე ჭორვილის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1840

ტიპი: გარდაცვალება

1840 წლის 12 მარტს ჭორვილის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი გიორგი ნადირაძე გარდაიცვალა.

1813

ტიპი: თანამდებობა

1813 წელს გრიგოლ ტყემალაძე ჭორვილის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1842

ტიპი: თანამდებობა

1842 წელს გრიგოლ ტყემალაძე ჭორვილის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1868

ტიპი: თანამდებობა

1868-80 წლებში სვიმონ ალექსის ძე აბრამიშვილი ჭორვილის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1811

ტიპი: თანამდებობა

1811-40 წლებში გიორგი ნადირაძე ჭორვილის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1851

ტიპი: თანამდებობა

1851-69 წლებში ანტონ გიორგის ძე ნადირაძე ჭორვილის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს საგუბერნიო ადმინისტრაციის განკარგულებით შეიქმნა განსაკუთრებული კომისია, რომლის თავმჯდომარე იყო გუბერნიის ექიმის თანაშემწე გიორგი ბროძელი.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 აგვისტოს დუშეთის საკრებულო დარბაზში გამართულ საღამოზე ქალთა გუნდმა ქართული სიმღერები შეასრულა. ლოტბარი – გ. გელაშვილი.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის აგვისტოში თბილისის გუბერნიის ექიმის თანაშემწე გიორგი ბროძელი დუშეთიდან თბილისში დაბრუნდა.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის 9 აგვისტოს პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი დავით ზაქარიას ძე მელიქიშვილი.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 7 აპრილის „დროების“ ცნობით, ციხისძირიდან და ბათუმიდან ჯარების გაყვანის შესახებ მოსალაპარაკებლად ოზურგეთიდან გენერალი აკლობჟიო ბათუმში დერვიშ-ფაშასთან ჩავიდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 20 მარტის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ალიხანოვი თბილისის ხორცის დუქნების გამგე იყო.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 20 მარტის "ცნობის ფურცლის" მიხედვით, ბაქოში მოკლულ მიქელაძეს სიკვდილამდე რამდენიმე წერილი მიუღია, რომელშიც სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

1905

ტიპი: სტატუსი

1905 წლის 20 მარტის "ცნობის ფურცლის" მიხედვით, 18 მარტს ქუთაისის რკინიგზის უფროსს, მერკულოვს თავს დაესხნენ და 6644 მანეთი გასტაცეს. თავდამსხმელები მალევე დააკავეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 7 აპრილის „დროებაში“ ილია ბახტაძის სტატია „ხონი“ დაიბეჭდა.