საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91180

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 7 აპრილის „დროების“ ცნობით, კომაროვი 39-ე დივიზიის უფროსად დანიშნეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 8 აპრილის „დროების“ ცნობით, გრიგოლ რჩეულიშვილმა ისტორიული რომანი „თამარ საქართველოს ბატონიშვილი“ ტრაგედიად გადააკეთა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 8 აპრილის „დროებაში“ სოსიკო ოქრიაშვილის სიმღერა დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 8 აპრილის „დროების“ ცნობით, ქუთაისში ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში ზაქარია ჭიჭინაძის გამოცემული ნაწარმოები „ბატონისშვილი“ 6 შაურად იყიდებოდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 აპრილის „დროების“ ცნობით, მიხეილ ლორის-მელიქოვი პეტერბურგში გაემგზავრა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 9 აპრილის „დროების“ ცნობით, ქალაქის მმართველობის კრებაზე ალექსანდრე ზუბალოვის წინადადებას „სანამუსო სახლების“ შესახებ განიხილავდნენ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 9 აპრილის „დროებაში“ ალექსანდრე შიუკაშვილის სტატია „თელავი“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 9 აპრილის „დროებაში“ ზაქარია ჭიჭინაძის ფელეტონი „თამარ მეფე“ დაიბეჭდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბ. ავალიშვილი ნათესავებმა ავადმყოფობის გამო სოფელში გადაიყვანეს, თუმცა შიშობდნენ, რომ იქაურ პირობებში მისი გამოჯანმრთელება გაჭირდებოდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 4 ნოემბერს იოკიმე ორჯონიკიძემ გორის მაზრის პოლიცმაისტერს ვაჟის, 17 წლის პავლე ორჯონიკიძის, უგზოუკვლოდ გაუჩინარების შესახებ აცნობა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვექილმა ბ. ეჯუბოვმა თბილისის სასამართლოში სოფელ ძიროვანის გამიჯვნასთან დაკავშირებული საკასაციო სარჩელი წარადგინა, სადაც მხარეთა უფლებებს ბ. ხაზარსკი და ბ. ოგულოვიჩი იცავდნენ.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 6 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა სოფელ ჯვარცხმის სამრევლო სკოლის მასწავლებლის სარდიონ მგალობლიშვილის წერილი, რომლითაც ის ილარიონ მგალობლიშვილს სკოლისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდიდა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 6 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნინა ყიფშიძის განცხადება, რომლითაც ის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს გატანილი ყულაბების კანცელარიისთვის დაბრუნებას სთხოვდა.

1898

ტიპი: ორგანიზაცია

1898 წლის 7 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პროვიზორმა ლ. ა. კამოცკიმ თავისი აფთიაქის თანამშრომლებს სამუშაო საათები შეუმცირა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 7 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მიხეილ ზაალიშვილის წერილი „ბოტანიკის ტერმინების გამო ქართულად“.

1904

ტიპი: ღონისძიება

ანთიმოზ ლუკას ძე მაღრაძემ 1904 წლის 1-ელ დეკემბერს დაბა ყვირილაში აფთიაქი გახსნა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 20 მარტის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ტანსაცმლის მკერავ ი. ნ. სვანიძის სამკერვალო სასულიერო აკადემიის პირდაპირ მდებარეობდა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 20 მარტის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, 16 მარტს ქუთაისში გამართულ სამღვდელოების კრებაზე სიმონ მჭედლიძე სხდომის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1905

ტიპი: სტატუსი

1905 წლის 20 მარტის ,,ცნობის ფურცლის" მიხედვით, ავეჯის ხელოსანი იოსებ მაჭავარიანი ელისაბედის ქუჩა N19-ში მუშაობდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 4 იანვრის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, ექიმი-თერაპევტი, ვენეროლოგი, ს. ი. ბეგიშვილი პაციენტებს სმეკალოვის ქუჩაზე, ვარძელოვის სახლში, იღებდა.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 20 მარტის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, გიორგი ვასილის ძე გლურჯიძის პანაშვიდი 21 მარტს თელავის საკათედრო ტაძარში გაიმართებოდა.

1856

ტიპი: თანამდებობა

1856-85 წლებში დავით გიორგის ძე ლომიძე ჭალოვანის წმ. გიორგის ეკლესის მღვდელი იყო.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885-1917 წლებში დიმიტრი დავითის ძე ლომიძე ჭალოვანის წმ. გიორგის ეკლესის მღვდელი იყო.

1818

ტიპი: თანამდებობა

1818-64 წლებში ანდრია პაატას ძე ტყემალაძე ჭილოვნის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.

1853

ტიპი: თანამდებობა

1853-91 წლებში მაქსიმე ანდრიას ძე ტყემალაძე ჭილოვნის მაცხოვრის ეკლესიის მღვდელი იყო.