რეგისტრირებული ფაქტები81839
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სტომატოლოგმა კონსტანტინე არდაზიანმა განაახლა პაციენტების მიღება.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის პირველ ოქტომბერს ქუთაისის მთავარანგელოზის (ძელქვიანის სასაფლაოს) ეკლესიის მღვდელი ალექსი ლუკას ძე გიორგაძე გარდაიცვალა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის აპრილამდე იოანე შანიძე ჭელიშის მონასტრის წინამძღვრის თანამდებობის აღმასრულებელი იყო.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილის ალ. მდივნის 1918 წლის 30 სექტემბრის მოხსენება თბილისის საშუალო სასწავლებელთა შეკეთების საკითხს ეხებოდა. ამისათვის ის 75 ათასი მანეთის გამოყოფას ითხოვდა, პირველ რიგში – 30 000 მან. სასწავლებლებისთვის, რომელთაც სპეციალური თანხა არ ჰქონდათ და ქალთა გიმნაზიებისთვის.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 30 სექტემბერს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ნიკოლოზ (კოლა) კონსტანტინეს ძე ეგაძე გარდაიცვალა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 სექტემბერს სენაკის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში შეიკრიბა ეკლესიის მრევლი, დაახლოებით 20 კაცამდე, კრებას ხელმძღვანელობდა ნესტორ ქავთარაძე. ადგილობრივმა მღვდელმა ირაკლი პარკაიამ წამოაყენა საკითხი დაბალ კლასებში საღვთო სჯულის სავალდებულო სწავლების შესახებ, რასაც მრევლიც დაეთანხმა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 29 სექტემბერს პირველი კომერციული სასწავლებლის მასწავლებელი იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე სახალხო განათლების სამინისტროს საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიათა გამიჯვნის საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიზნით ერევანში დესპანებთან ერთად გამგზავრების თაობაზე სწერდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, აზერბაიჯანის ელჩმა მამედ ჯაფაროვმა ბაქოს აღების შემდეგ დიპლომატიური პროტესტი გამოუგზავნა საქართველოს მთავრობას და ითხოვა საერთაშორისო სამართლის ძალით თავისი სახელმწიფოს უფლების დაცვა. მისი სიტყვებით, თბილისის გაზეთები შეურაცხყოფას აყენებდნენ აზერბაიჯანის მთავრობას და ჯარს (მაგალითად გაზეთი „ბარბა“).
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 29 სექტემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ოსმალეთის ელჩმა საქართველოში აბდულ კერიმ ფაშამ განაცხადა, რომ მას ჰქონდა განსაკუთრებული მისია, ოსმალეთსა და საქართველოს შორის რაც შეიძლება მალე დამყარებულიყო კეთილმეზობლური ურთიერთობა. ის ქართველებისა და საქართველოს მეგობრად მიიჩნევდა თავს, ამიტომ ყველა ღონეს იხმარდა ამ მიზნის მისაღწევად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში გამართულ წარმოდგენაში „Пиковая дама“ მონაწილეობდნენ: ა. ვ. კურბატოვი, ორლოვი, ორლიუკი, ვოლანსკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში გამართულ წარმოდგენას „Пиковая дама“ დირიჟორობდა სამუელ ალექსანდრეს ძე სტოლერმანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში გამართულ წარმოდგენაში „Пиковая дама“ მონაწილეობდნენ: ბერევინი, ვრონსკი, ზუბარევი, დემიანენკო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო თეატრში გამართულ წარმოდგენაში „Пиковая дама“ მონაწილეობდნენ: განეა-სკვორედკა, მოროზოვა, იანსა, ოვსიანიკოვა, ანა ორლოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 29 სექტემბერს პოლკოვნიკი ლიუბიმოვი და კულიკოვსკი სანადიროდ გამგზავრებულან სადგურ „Соудж Булаг“-ის მიმართულებით და მას მერე აღარ გამოჩენილან. მთავრობამ ხელისუფლებას დაავალა ზომების მიღება დაკარგულების ძიებასთან დაკავშირებით.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ვლადიმერ და მამუკა გიორგის ძე აბაშიძეები, პელაგია გიორგის ასული აბაშიძე, თეკლა კონსტანტინეს ასული აბაშიძე და შალვა დავითის ძე აბაშიძე იუწყებოდნენ, რომ 29 სექტემბერს შორაპნის ოლქის დაბა სავანეს წმ. გიორგის ეკლესიაში ჩატარდებოდა კონსტანტინე გიორგის ძე აბაშიძის პანაშვიდი და ლიტურგია.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 29 სექტემბერს მიხეილის გამზირის 181-ში თავის ელექტროტექნიკის სახელოსნოში მოკლული იპოვეს ამ სახელოსნოს მეპატრონე არმენაკ მაგაკოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 სექტემბერს უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარ-გამგის ბრძანების თანახმად, თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი, მღვდელი ნიკოლოზ ბარნაბიშვილი დაინიშნა ვაჟთა მე-2 გიმნაზიის იმავე საგნის მასწავლებლად იმავე წლის პირველი ოქტომბრიდან.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილე, ალ. მდივნი 1918 წლის 28 სექტემბრის მოხსენებაში – არაქართულ სკოლებში სახელმწიფო ენისა და ისტორიის შემოღებასა და მასწავლებელთა შტატის დაარსების შესახებ, აღნიშნავდა, რომ ქართული სავალდებულო უნდა ყოფილიყო რესპუბლიკის ყველა სკოლაში, მაგრამ რადგან არაქართველმა მოწაფეებმა ენა სულ არ იცოდნენ, მოსახერხებელი იქნებოდა ჯერჯერობით მხოლოდ პირველ ოთხ კლასში შემოღება, ზედა კლასებში კი – მსურველთათვის. საქართველოს ისტორიაც სავალდებულო უნდა გამხდარიყო არაქართველთათვის, მაგრამ ენის უცოდინრობის გამო, სწავლება დროებით რუსულად უნდა წარმართულიყო.