საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წელს დენიკინელთა წინააღმდეგ ბრძოლის გამო პეტროვსკში დახვრიტეს ულუბი დანიალის ძე ბუინაკსკი და მისი ხუთი ამხანაგი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 1-ელ იანვარს ბენედიქტე თომას ძე გაბისონიამ ხონის ვაჟთა გიმნაზიის სრული კურსი დაამთავრა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ნიკოლოზ ჭუმბურიძე ქუთაისში გამართული გვარდიელების ყრილობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ნიკოლოზ ჭუმბურიძე ქუთაისში გამართული გვარდიელების ყრილობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-1928 წლებში მიხეილ სიმონის ძე შარაშიძე ბათუმის სკოლის დირექტორი იყო.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ლევან ასათიანმა სწავლა დაამთავრა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში, რომელიც იმ დროს წარმოადგენდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ კერას საქართველოში.

1919

ტიპი: ავტორობა

იონა მეგრელიძის პირველი ლექსი „გურია“ დაიბეჭდა 1919 წელს ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს პეტრე ბახტურიძემ სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე.

1919

ტიპი: ღონისძიება

იონა მეგრელიძემ ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1919 წელს.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს პეტრე ბახტურიძემ დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია.

1919

ტიპი: ღონისძიება

ლევან ასათიანი 1919 წლიდან, სტუდენტობის პირველივე წლებიდან თანამშრომლობდა იმდროინდელ ლიტერატურულ გამოცემებთან: „ლომისთან“, „ბახტრიონთან“, „მეოცნებე ნიამორებთან“.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ლევან ასათიანმა სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურულ ფაკულტეტზე. იგი სწავლობდა ძველი ქართული ლიტერატურის კათედრაზე, რომელსაც პროფესორი კორნელი კეკელიძე ხელმძღვანელობდა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს გიორგი ლეონიძემ სწავლა დაიწყო ახლად დაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1919

ტიპი: მფლობელობა

1919 წელს ავაკ აკოპოვს ეკუთვნოდა სტამბა „ეკონომია“.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის შემოდგომაზე ვალერიან თევზაძემ თეთრგვარდიელთა ჯარში მყოფი ქართველი აგენტისგან შეიტყო, რომ მტერი ბზიფის ხიდის აფეთქებას აპირებდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს გაგრის ფრონტზე სახალხო გვარდია ჯარმა შეცვალა. ჯარს გენერალი ივანე ციციშვილი მეთაურობდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ვალერიან თევზაძე გაგრის ფრონტზე დაზვერვის უფროსის თანაშემწე იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს პოლკოვნიკი ნიკოლოზ გედევანიშვილი გენშტაბის უფროსის თანაშემწე იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს პოლკოვნიკ ალექსანდრე ზაქარიაძეს გენერლის წოდება მიენიჭა და გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს ნოე რამიშვილი გაგრის ფრონტზე ინგლისელ გენერალს შეხვდა და ინგლისის მიმართ საქართველოს კეთილგანწყობაში დაარწმუნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ვალერიან თევზაძე იყო იმ სამხედრო სასამართლოს წევრი, რომელიც ბზიფის ხიდის ასაფეთქებლად შემოპარული რუსის საქმეს განიხილავდა.