რეგისტრირებული ფაქტები91180
სორტირება თარიღი კლებადობით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 3 აპრილს თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ ჩიგოგიძემ სახალხო განათლების სამინისტროს აცნობა, რომ გერმანული ენის ყოფილი მასწავლებელი ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი 1911 წლის პირველი სექტემბრიდან ყოფილი სათავადაზნაურო გიმნაზიის გამგე-კომიტეტმა გერმანული ენის შტატის მასწავლებლად მიიწვია. იქ 1917 წლის პირველ სექტემბრამდე მუშაობდა. ხელს აწერენ დირექტორი ნიკოლოზ ნაუმის ძე ჩიგოგიძე და საქმისმწარმოებელი ევ. მამაცაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 აპრილს განათლების სამინისტრომ გაუგზავნა წერილი ნიკოლოზ ბარნაბიშვილს, რომლის მიხედვითც აცნობებდა, რომ სასულიერო სასწავლებლის ერთად შეერთების დროს ის დარჩენილა შტატის გარეშე და არ ყოფილა დათხოვნილი. ამიტომ უფლება ჰქონდა მიეღო სალიკვიდაციო ფული თუ მოინახებოდა საბუთები მისი ადგილზე დანიშვნისა და ნამსახურების შესახებ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 აპრილს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორს 24 მარტის N237 წერილის პასუხად აცნობეს, რომ სასწავლებლის პედაგოგ ნიკოლოზ რაჟდენის ძე ალავიძეს საოჯახო მასწავლებლის წოდების მისაღებად გამოცდის ჩაბარება მხოლოდ განათლების უწყებასთან არსებულ კომისიაში შეეძლო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 აპრილს მთავარგამგე გ. ი. ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილს აცნობეს, რომ სასულიერო სასწავლებლების გაერთიანების შემდეგ იგი სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ. შესაბამისად, სალიკვიდაციო თანხის მიღების უფლება ჰქონდა, რისთვისაც ნამსახურობის საბუთები დასჭირდებოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 2 აპრილს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმის მწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილს შეატყობინეს, რომ მისი ნამსახურობის საბუთები სასულიერო გიმნაზიისა და კათალიკოსთა საბჭოსაგან არ მიუღიათ, ამიტომ თავად უნდა მოეძებნა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ ჩიგოგიძე უმაღლეს და საშუალო სკოლათა მთავარ გამგეს სთხოვდა, რომ ა. ი. ბალარჯიშვილს ნამსახური წლები ჩათვლოდა სახელმწიფო სამსახურში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ ჩიგოგიძეს მისი შუამდგომლობის პასუხად შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა: რადგან 50%-ანი დამატება დაწესდა, ახალი მიმატება სასწავლებლის სპეციალური თანხიდან აღარ იყო საჭირო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ელი აპრილიდან 1-ელ ივნისამდე სახალხო გვარდიის მთავარ შტაბში ტიმოთე პლეტურილის, სტეფანე ავაზნელის, სერგო გუდუმიძის, ვართან ავაზნელის, არტემ პაპიაშვილის, ივანე ტოტოშვილის, გიორგი კეკელაშვილის, გაბრო პაშიკოვის, ნიკოლოზ ჭელიძის, ევდოკია ჭელიძის, მარია კოკალაშვილი, ლუბა მჭედლიძის, ნიკოლოზ კამალოვის, ნინა ძიძიკაშვილის და მარია ბარმენაშვილის შემოწირულობა შევიდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1-ლი აპრილიდან 1-ლ ივნისამდე სახალხო გვარდიის მთავარ შტაბში გიორგი სომხიშვილის, სიმონ ბურლაკოვის, ალექსანდრე ფაშტას, გიორგი მამადაშვილის, ივანე კურატაშვილის, თომა გაგოშიძის, ნიკოლოზ კაზაკიშვილის, ალექსანდრე ჭელიძის, მიხა ფარსადანოვის, არშაკ ზულიევის, თედორე კიიკოვის, ლუკა ნიკოლაშვილის, ივანე მამადაშვილის, ისაკ კობიაშვილის და დავით მარიმინოვის შემოწირულობანი შევიდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აპრილში ტროფიმე ჯოხთაბერიძის მიერ შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების 1918 წლის ანგარიშის მიხედვით, საზოგადო კრების მოთხოვნის თანახმად 1919 წელს ადგილობრივი ქართული სკოლა კორცხელიდან ისევ ზუგდიდში გადაიტანეს. 1918 წლის ნოემბერში არჩეულ გამგეობას არ მოეწონა თავისი გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტი და გადადგა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 1-ლი აპრილიდან სოფელ შრომის მასწავლებელი გრიგოლ ჩიქვინიძე სამსახურიდან მიდიოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აპრილში ტროფიმე ჯოხთაბერიძის მიერ შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების 1918 წლის ანგარიშის მიხედვით, ეს წელი რევოლუციის გამო უშედეგო იყო განყოფილებისთვის. გამგეობისა და განყოფილების წევრები არა საზოგადოების, არამედ სხვადასხვა პარტიული პროგრამის განხორციელებით იყვნენ დაკავებულები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აპრილში ტროფიმე ჯოხთაბერიძის მიერ შედგენილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების 1918 წლის ანგარიშის მიხედვით, განყოფილების განკარგულებაში იყო აკაკი წერეთლის სახელობის წიგნსაცავ-სამკითხველო, მფარველობდა რამდენიმე სოფლის სამკითხველოსაც. მათგან განყოფილებას 1918 წლის ანგარიში არ მოუთხოვია, რადგან დროის უქონლობის გამო გამგეობას მათგან არც ერთი არ შეუმოწმებია.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აპრილში ირაკლი გიორგის ძე წერეთელმა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის აპრილში დავით ართმელაძის მეთაურობით ქართული ჯარის ერთ-ერთი საბრძოლო კოლონა არტაანში შევიდა და გაათავისუფლა იგი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართულ უნივერსიტეტთან დაარსებული საპედაგოგიო სამეცნიერო წრე თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, გადაეცეთ გამოცემათა თითო ცალი, რაც იყიდება მაღაზიაში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: საპატიო თავმჯდომარე გ. ნ. ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, ს. იაშვილი, ლ. ბოცვაძე, იპ. ვართაგავა, თავმჯდომარეობდა დ. გ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოქალაქე ანდრია გრიგოლის ძე კლდიაშვილის თხოვნა, მიეცეს მას იჯარით „ფიქრის გორა“ შეშის საწყობის გასამართად. კლდიაშვილი პირობას იძლევა, რომ ის ყოველ წლიურად გადაიხდის საიჯარო 1800 მანეთს. ხოლო იჯარის ვადა უნდა განისაზღვროს ცხრა წლით. გამგეობამ დააადგინა, გაეცა იჯარით „ფიქრის გორა“ არა ნაკლებ 6000 მანეთისა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი სავანე პანთეონის მოაჯირის შეკეთების შესახებ. მოაჯირის შეკეთებაში თხოულობდნენ 300 მანეთს. გამგეობამ დაადგინა, მოაჯირის შესაკეთებლად გადაიდოს პანთეონის თანხიდან 300 მანეთი. დაენიშნოს ადგილობრივი ეკლესიის მცველს (დარაჯს) ყოველთვიურად გასამრჯელო, რომლის რაოდენობის გამორკვევა მიენდოს პანთეონის გამგე გ. ნ. ყაზბეგს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს აკაკი წერეთლის ნაანდერძევი მამულის მიღების საკითხი. აკაკის ნების აღმსრულებელი კოტე აბდუშელიშვილი გამგეობას სთხოვდა, ეცნობებინა, იღებდა თუ არა საზოგადოება პოეტის ანდერძის თანახმად ნაანდერძევ სხვიტორის მამულს. გამგეობამ მიიღო მამული, რის შესახებაც უნდა მოხსენებოდა რწმუნებულთა საზოგადო კრებას და საისტორიო და საეთნოგრაფო საზოგადოების საბჭოს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის აღსრულების ადგილზე ჯვრის დადგმის საკითხი. ვარლამ ბურჯანაძის მოხსენების თანახმად, ახალი ჯვრის დამზადება და დადგმა ჯდებოდა სულ 250 მანეთი. ჯვარი შეკვეთილი ჰქონდა წინამძღვარიანთკარის სკოლის დურგალს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი „ქაჯანას“ და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების გამოცემის შესახებ. წიგნების გამომცემელმა სექციამ დაადგინა, რომ დაბეჭდილიყო „ქაჯანა“ 2000 ცალი და ბარათაშვილის ლექსები – 2000 ცალი თავის კომენტარებით.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რაფიელ ერისთავის ნაწერების შეძენის საკითხი და დაადგინეს, შეეძინათ. მოლაპარაკება მიანდეს შიო დედაბრიშვილს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი ლიტერატურულ ნაწარმოებთა გადათვალიერება ძველ გამოცემაში და იქიდან სიის შედგენა ქრონოლოგიურად. სექციამ დაადგინა, გამონახოს შესაფერი პირი და მიანდოს ამ ნაწარმოებთა ქრონოლოგიურად სიის შედგენა, ჰონორარად მიეცეს 2000 მანეთი.

