რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 11 აგვისტოს „დროების“ ცნობით, სვიმონ ბეგიაშვილმა რუსული წიგნის „როგორ სცხოვრობენ ჩვენი გარდაცვალებულნი და როგორ ვიცხოვრებთ ჩვენ შემდეგ სიკვდილისა“ თარგმნა დაიწყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 14 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ივანე მუხრანსკიმ თავად-აზნაურთა კრებაზე განიხილა საკითხი, როგორ დახმარებოდნენ გორის საქალებო სასწავლებელს.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 17 აგვისტოს „დროებაში“ მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრის თაობაზე ალექსანდრე ჭიჭინაძის განცხადება დაიბეჭდა.
1891
ტიპი: ღონისძიება
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო დავთრის მიხედვით, ნიკოლოზ ალექსის ძე მესხიევმა საზოგადოებას მუზეუმისთვის გადასცა დოქი, ჯამი, აბასთუმანში ნაპოვნი კოჭობი და ქოთანი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 23 მარტს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი სომხეთში გაემგზავრა ქართულ-რუსული სპექტაკლების დასადგმელად.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს ინჟინერ რაგოლერს ფუნიკულიორის მოსაწყობად სახაზინო მიწის ნაკვეთი გადაეცა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ექიმი ლუნკევიჩი სასანიტარო-საჰიგიონო განყოფილების საექსპორტო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 7 ოქტომბერს ვიქტორ გეევსკის გარდაცვალების ორმოცი დღის შესრულების დღეს ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში პანაშვიდი გადაიხადეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ტუსკაევი კავკასიის გამოფენის მოწათმოქმედების განყოფილების საექსპორტო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 8 ოქტომბერს თბილისის ქალაქის საბჭოში გამართული სხდომის თავმჯდომარე იყო ქალაქის მოურავის მოადგილე შესტაკოვი.

