საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91180

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 26 მაისს თბილისის მმართველობის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ტასია დავითის ასულ ყაზაროვას სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წლის 22 თებერვალს რუსეთის იმპერატორის გადაწყვეტილებით ბარონი ფონ დერ ოსტენ-საკენი ქუთაისის ვიცე-გუბერნატორად დანიშნეს.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა თომა მაჭავარიანის მოთხრობა „ნინოს“ მესამე, მეოთხე და მეხუთე თავები.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 20 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის ლექსი „ამ დროის სიმღერა“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე სულხანოვის წერილი „გორის უეზდიდგან“ საადგილმამულო ბანკების კაბალურ პოლიტიკაზე, რომელსაც გორის მაზრის გლეხობა გაღატაკების ზღვრამდე მიუყვანია.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 22 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ ფაზელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა მამია გურიელის ლექსი „უმორჩილეს ძმას, თ-ს ა. მიქელაძეს“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 9 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის ლექსი „ყველა კაცთ შთამოებანი“.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 16 აპრილს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით გენერალ-ლეინტენანტი ივანე ანდრონიკაშვილი თეთრი არწივის ორდენით დააჯილდოვეს.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 16 აპრილს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო მრჩეველი ივანე მინკევიჩი წმინდა ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 2 ნოემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ნატალია ანდრიას ასულ მეფისაშვილის დუქანი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 23 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ორმოქმედებიანი ვოდევილი „ჩვენი ნაცარქექიები ანუ ორი ვირის თავი“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 10 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დასაწყისი გიორგი წერეთლის ნარკვევისა „უჩინმაჩინის ქუდოსანი და მისი საუბარი მკითხველთან“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს საქართველოს საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველი ივანე ვოსტორგოვი წმინდა სინოდის განკარგულებით სამსახურეობრივი საქმეების გამო სპარსეთში გაგზავნეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 2 ნოემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ოსეფ სვიმონის ძე ავაკოვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1867

ტიპი: მფლობელობა

1867 წლის 18 სექტემბერს თელავის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად აბელ ივანეს ძე ანდრონიკაშვილის მამულები მელაანში, ფხოველსა და გურჯაანში, რომლებიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 24 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის „კორრესპონდენცია სამეგრელოდამ“ სამეგრელოს სოფლებში შემორჩენილ კერპთაყვანისმცემლურ ადათებსა და რიტიუალებზე, რომელთაც საერთო არაფერი ჰქონდათ ქრისტიანულ სარწმუნოებასთან.

1867

ტიპი: მფლობელობა

1967 წლის 2 ნოემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ვასილ ათანასეს ძე ათანასოვის სახლი თბილისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს მიწათმოქმედების სამინისტროს საბჭოს წევრ ნ. პ. მოსკალსკის სამინისტრომ დაავალა კავკასიის სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო სასწავლებლებისა და დაწესებულებების დათვალიერება.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 20 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ცნობა რაფაელ ისარლიშვილის მიერ ახალი, 1869 წლის, სინოპტიკური კალენდრის გამოცემის შესახებ.

1866

ტიპი: ღონისძიება

1866 წლის 30 დეკემბერს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის გუბერნიის სამოქალქო მრჩეველი ენიკოლოფოვი წმინდა ანნას მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 22 სექტემბერს ზურაბ მოენიძის ფსევდონიმით გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეოთხე ნაწილი ანტონ ფურცელაძის ნარკვევისა „შეუსრულებელი სურათი“.

1867

ტიპი: ავტორობა

1867 წლის 19 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის წერილი „რამდენიმე სიტყვა ცისკრის მკითხველებს“.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ სახელმწიფო მრჩეველი მიხეილ ჭილაშვილი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანსკი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წლის 15 იანვარს პოლიციის ოფიცრებმა დააკავეს ატამანის ქუჩაზე მდებარე სამიკიტნოში ჩადენილი დანაშაულისათვის ძებნილი სტეფან გეურქოვი და ვანო ჩიმახიძე.