რეგისტრირებული ფაქტები91180
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1871
ტიპი: თანამდებობა
1871 წლის 30 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ ავალიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ დიმიტრი ბაქრაძე, ანტონ ფურცელაძე და გიორგი იოსელიანი ჟურნალ „მნათობის“ სარედაქციო ჯგუფის წევრები იყვნენ.
1871
ტიპი: თანამდებობა
1871 წლის 30 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ ავალიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ გიორგი ჭალადიდელი, მამია გურიელი-ფაზელი და სვიმონ მგალობელი ჟურნალ „მნათობის“ სარედაქციო ჯგუფის წევრები იყვნენ.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 30 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი „წიგნების გავრცელება ჩვენში“, რომლის თანახმად ფოთის მკვიდრმა ზურაბ არუწოვმა სურვილი გამოთქვა, თავის სავაჭრო ობიექტზე ახალი ქართული წიგნები და გაზეთებიც გაყიდულიყო.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 30 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი „წიგნების გავრცელება ჩვენში“, რომლის თანახმად, სიღნაღის მკვიდრმა რაჟდენ ციციშვილმა სურვილი გამოთქვა, თავის სავაჭრო ობიექტზე ახალი ქართული წიგნები და გაზეთებიც გაყიდულიყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს საქალაქო სკოლების გამგე კომისიის თავმჯდომარემ საგანგებო კომისია მოიწვია ალექსანდრე ბუჭყიაშვილის (პატარა ორბელიანის ქუჩა) სახლის დასათვალიერებლად. კომისიაში იყვნენ ქალაქის ტექნიკოსი შახნაზაროვი, სკოლების ექიმი გაბრიელ სუნდუკიანცი და სკოლების სამეურნეო ნაწილის გამგე ფირუმოვი.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 14 აგვისტოს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად გრიგოლ ზაქარიას ძე ბებურო-ვაჩნაძის მამული სიღნაღის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1967 წლის 9 ივნისს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად გიორგი მელქისედეკის ძე ჭავჭავაძის მამული თელავის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 14 აგვისტოს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად მიხეილ ნოშრევანის ძე ჯორჯაძის მამული თელავის მაზრის სოფელ გრემში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი რევაზ ანდრონიკაშვილი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია.

