რეგისტრირებული ფაქტები91180
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ კონსტანტინე მამაცაშვილი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ გენერალ-მაიორი დავით ჭავჭავაძე საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი დიმიტრი ჯორჯაძე საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 ამიერკავკასიის სამასწავლებო სემინარიის დირექტორი სლავინსკი კავკასიის სამოსწავლო ოლქის ინპექტორად დაინიშნა.
1868
ტიპი: ნასამართლეობა
1868 წლის 17 მაისს თბილისის ოლქის სასამართლოში დაინიშნა მოქალაქე ეგნატე ტუზოვის სარჩელის განხილვა, რომელიც მოქალაქე გალუსტ შაუმოვს ედავებოდა თანხას 152 მანეთის ოდენობით.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი მიხეილ თუმანოვი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი იასე ანდრონიკაშვილი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია.
1870
ტიპი: ღონისძიება
1870 წლის 22 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „ბლაღოჩინების კენჭის ყრა შორაპანში“ შორაპნის მაზრაში სამრევლოების მღვდელთმთავართა არჩევის შესახებ.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ თავადი გაბრიელ სულხანიშვილი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად აირჩია.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წლის 5 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით თბილისის მაზრის მომრიგებელი მოსამართის თანაშემწე ღოღობერიძე ქუთაისის მაზრის მომრიგებელი მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 18 სექტემბერს გორის მაზრის სამსჯავროში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო აზნაურ ივანე გრიგოლის ძე მამაცაშვილის მამული სოფელ რუისში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 12 ივნისს მეფისნაცვლის მმართველობის განკარგულებით პოლკოვნიკი თეიმურაზ მაჭავარიანი ქუთაისის გუბერნიის საგლეხო სამმართველოს წევრად დაინიშნეს.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 9 აპრილს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა სამეგრელოს თავად ნიკოლოზ დადიანი-მინგრელსკის სარჩელი თავად დიმიტრი ყიფიანის წინააღმდეგ, რომელიც უკანასკნელისგან ვალის, 112.967 მანეთის, გადახდას ითხოვდა.
1872
ტიპი: ღონისძიება
1872 წლის 3 იანვარს თბილისის თეატრალურ „კრუჟოკში“ დაგეგმილი იყო დიმიტრი ყიფიანის მიერ ქართულად თარგმნილი მილიერის კომედიის, „ძალათ ცოლის შერთვევინების“ პრემიერა.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 5 თებერვალს თბილისის გუბერნიის სამმართველოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თამარ გიორგის ასულ აბაშიძის მამული გორის მაზრაში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.

