საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81551

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დიმიტრი დუმბაძის მიერ ორგანიზებული ქართული ენის კურსები თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიაში ჩატარდებოდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვ. მ. ჰოფმანი იყო ქალაქის გადასახადთა ბიუროს გამგე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა დიმიტრი ჭიაბრიშვილის (ჭიაბროვის) სტატია ვლადიკავკაზში განვითარებული დრამატული მოვლენების შესახებ. ჭიაბრიშვილის თქმით, ბოლშევიკებსა და კავკასიის ხალხებს შორის დადებული ზავი დროებითი იყო. კაზაკები და ოსები აქტიურად ემზადებოდნენ ვლადიკავკაზზე თავდასხმისათვის, ხოლო ქალაქში გამაგრებულები – თავდაცვისათვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც მეუღლე ნინა, ძმა და შვილები იუწყებოდნენ, რომ გარდაიცვალა იაკობ სემიონის ძე ალიბეკოვი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის გამგეობამ დაამტკიცა ქალაქის გადასახადთა ბიუროს გამგის, ვ. მ. ჰოფმანის წინადადება მოქალაქეებისთვის დამატებითი გადასახადის დაკისრების შესახებ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „გრუზია“ ცნობით, ალექსანდრე არღუთინსკი-დოლგორუკოვი ვაჭრობის ზედამხედველი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ იოსებ ივანეს ძე ტერ-ოგანეზოვი იყო მე-7-ე ნაწილის სანიტარული ექიმის მოადგილე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მე-7-ე ნაწილის სანიტარული ექიმის მოადგილეს, იოსებ ტერ-ოგანეზოვს, ვაჭრობის ზედამხედველ არღუთინსკი-დოლგორუკოვთან და ვაჭრობის კომისრებთან ერთად ავლაბარში გაუნადგურებია უვარგისი პროდუქტების გარკვეული რაოდენობა, მათ შორის ნესვი და გამოუმცხვარი პური სხვადასხვა სუროგატული მინარევით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მომარაგების კომიტეტის საწყობიდან საქონლის გატაცებაში ბრალდებულები, ი. სამსონია, ვარლამ და პეტრე ლომიძეები, კოსტია ჩხეიძე და გიორგი ასკურავა საგუბერნიო ციხე N 1-ში გადაუყვანიათ.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დაუპატიმრებიათ ი. სამსონია, ვარლამ და პეტრე ლომიძეები, კოსტია ჩხეიძე და გიორგი ასკურავა, რომლებსაც ბრალად ედებოდათ მომარაგების კომიტეტის საწყობიდან საქონლის გატაცება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მე-7-ე ნაწილის სანიტარული ექიმის მოადგილის, იოსებ ტერ-ოგანეზოვის ჩვენებით, კახეთის ქუჩაზე მცხოვრები ათი ლტოლვილი მოიწამლა პურისგან, რომლის შემადგენლობაში სუროგატული მინარევები აღმოჩნდა.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ იაკობ სემიონის ძე ალიბეკოვს ჰყავდა მეუღლე ნინა ალიბეკოვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ი. ნ. სალახაევი იყო ტექნიკურ ძალთა კავშირის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ტექნიკურ ძალთა კავშირის საბჭომ სპეციალური ტექნიკური ბიბლიოთეკის ორგანიზების საკითხი დაავალა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ი. ნ. სალახაევს.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ კარაკლისში მოუკლავთ კომისარი არუთინოვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს გზების უფროსი იყო ა. კანდელაკი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს კავშირგაბმულობის მინისტრი იყო ივანე ლორთქიფანიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს გზების უფროსს, ა. კანდელაკს ტელეგრაფით გადაუცია კავშირგამბულობის მინისტრის, ივანე ლორთქიფანიძის ბრძანებულება. ბრძანებულების თანახმად, მთავრობის დადგენილებით რკინიგზის კომიტეტებისთვის ჩამოურთმევიათ ადმინისტრაციული ფუნქცია და მათთვის მხოლოდ პროფესიულ კავშირთა უფლებები და მოვალეობები დაუტოვებიათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 12 სექტემბერს საღამოს 9 საათზე ქართულ კლუბში გაიმართებოდა კონცერტი, სადაც არტისტებს აკომპანიმენტს გაუწევდა პიანისტი ე. ნ. გრინელი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 12 სექტემბერს საღამოს 9 საათზე ქართულ კლუბში გაიმართებოდა კონცერტი, სადაც ვასო აბაშიძე წაიკითხავდა მოთხრობებს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე, ქართულ კლუბში უნდა გამართულიყო კონცერტი ვასო აბაშიძის, ე. ნ. გრინელისა და სხვა ცნობილი არტისტების მონაწილეობით.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვარლამ სოლომონის ძე ახვლედიანი ფლობდა აფთიაქს თბილისში, გოლოვინის 41-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტებრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მთავარი საწყობი, სადაც ს. ს. ნადარეიშვილის სახის კრემი მოიპოვებოდა, მდებარეობდა ვარლამ სოლომონის ძე ახვლედიანის აფთიაქთან, გოლოვინის 41-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ს. ს. ნადარეიშვილის სახის კრემი იყიდებოდა აფთიაქებში და მაღაზიებში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ს. ს. ნადარეიშვილის სახის კრემი გამოიყენებოდა როგორც სახის, ასევე – ხელებისათვის.