საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88248

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ლ დეკემბერს შედგა რესპუბლიკის ფარმაცევტთა პირველი საზოგადო ყრილობა, სადაც ფარმაცევტთა წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობის 6 თვის თავისადმი მისალოცი სიტყვა წარმოთქვეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

აკაკი გველესიანმა დაბალი სკოლების მთავარგამგეს გაუგზავნა წერილი, სადაც იუწყება, რომ 1918 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში მასთან მივიდა სვირის ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველი გიორგი ჯუღელი სვირის საზოგადოების სხვა პირებთან ერთად და სთხოვა მიეღო სვირის მაღალ დაწყებითი სასწავლებლის გამგის ადგილი, ვინაიდან გამგე ალექსანდრე ჭურაძე ადგილს ტოვებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის დეკემბერში დამატებითი ხელფასი გაიცა კავკასიის საწავლო ოლქის სამმართველოს კანცელარიის შემდეგ თანამშრომლებზე: კანცელარიის მმართველ ა. ა. ტარანოვს 506 რუბლის ოდენობით, საქმისმწარმოებლებს – ს. ნ. ტროიცკის, ს. ი. ანანიევს, ა. ს. სიკორინს, ე. უ. ლეიმანს, პ. ი. აბრამჩუკს, გ. მ. პალიევს, ნ. ვ. დუნაევსკს 409 რუბლის ოდენობით. კანცელარიის ჩინოვნიკებს – ნ. ი. კორჟუკოვს, ნ. ი. გრიბანოვს 260 რუბლის ოდენობით. მოხალისეებს – ს. ი. ულიანოვსკაიას, თ. შრაიბერს, პ. ი. შერბაკოვს, მ. ვ. დენისოვას, ი. ლ. გარიგას, ე. ვ. ვიშნევსკაიას, ნ. ე. ჩერნიავსკაიას, ა. ფ. ზვერევას, კ. ვ. ლუგოვაიას, ლ. კ. ლუკაშევას 200 რუბლის ოდენობით.

1918

ტიპი: თანამდებობა

ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორი ივანე გაჩეჩილაძე სწერს საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს, რომ 1918 წლის პირველი დეკემბრიდან სასწავლებლის კანცელარიის შტატის საქმისმწარმოებლად მიიწვია ქუთაისის სახაზინო პალატის უფროსი ბუღალტერი და მესამე განყოფილების უფროსის თანამდებობის დროებით შემსრულებელი ქსენოფონტე გაჩეჩილაძე, რომელიც ქუთაისის პალატის გაუქმების შემდეგ შტატის გარეშე დარჩა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ლ დეკემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა შალვა ქარუმიძის წერილი „საქართველოს გამთელებისათვის“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ლ დეკემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა რევაზ გაბაშვილის წერილი „საღვთო სჯული პარლამენტში“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ლ დეკემბერს გაზეთ „კლდეში“ გრიგოლ ვეშაპელის რედაქტორობით გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ომი და ზავი“.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის პირველი დეკემბრის „სახალხო საქმის“ მიხედვით ეკატერინე და ანასტასია იაკობის ასული ნიკოლაძეები იყვნენ დები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტში ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით გაიმართა კრება, რომელზეც პარლამენტის წევრებმა განიხილეს სხვადასხვა საკითხი. პირველი და მთავარი საკითხი საქართველოს რაიონებში უმაღლესი სასწავლებლის გახსნის აუცილებლობას ეხებოდა. ასევე განიხილეს კანონ-პროექტი, რომლის მიზანი იყო, მოქალაქეთა ფულადი დახმარება და გარკვეული სესხის გადაცემა თბილისის თვითმმართველობისათვის, რომელიც ქალაქის ხარჯებისთვის იყო საჭირო.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის დეკემბერში გარდაიცვალა შალვა ლეჟავა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის დეკემბერში ლუკა აპოლონის ძე სურგულაძე გარდაიცვალა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის დეკემბერში სილოვან ნიკოლოზის ძე ერქომაიშვილი გარდაიცვალა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის დეკემბერში ანა გიორგის ასული მამუკაშვილი გარდაიცვალა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის დეკემბერში სენაკში ლილი კონსტანტინეს ასული შაფათავა გარდაიცვალა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის დეკემბერში ძეგვში გარდაიცვალა ნუნუშა პეტრეს ასული ზედგინიძე.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წელს ირაკლი გიორგის ძე წერეთელს ჰყავდა და ელენე წერეთელი-დემოლონი და ძმა ლევან წერეთელი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს დეკემბერში ვალერიან თევზაძემ კავკასიის მსროლელთა მე-8 პოლკი დატოვა და საქართველოში დაბრუნდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1 დეკემბერს მარო მაყაშვილი დაესწრო საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებიდან ნახევარი წლის გასვლის აღსანიშნავად გამართულ ზეიმს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის დეკემბერში ნინო გრიგოლის ასულმა ანდრონიკაშვილმა დამფუძნებელი კრების ცენტრალურ საპარლამენტო საარჩევნო კომისიაში დასაქმება ითხოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 1-ელ დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ არჩილ ჯაჯანაშვილი წერს, როგორ მოახერხა საქართველომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რეფორმების გატარება, სახელმწიფოში წესრიგის დამყარება, რუსეთის ბატონობის მოსპობა; როგორ კეთილსინდისიერად მოიქცა გერმანიის სახელმწიფო, თავისი ძლიერება საქართველოს წინააღმდეგ არ გამოიყენა და საქართველოსაც არ დასჭირვებია გერმანიის დახმარება სახელმწიფოებრივი წეს-წყობილების აღსადგენად.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 ნოემბერს გენერალ-მაიორმა ყარალაშვილმა გზათა სამინისტროს საქმეთა მმართველს ნატანების რაიონის დაცვის უფროსის რკინიგზის პირველი ლიანდაგის განყოფილების უფროსის მიერ თვითნებურად დრეზინის წაღების შესახებ მიმართვა გაუგზავნა და აუწყა, რომ მან დრეზინის დაბრუნების შესახებ სათანადო განკარგულება გასცა, რომელიც ორი დღეში უნდა შესრულებულიყო. ფაქტი ხელმოწერით კანცელარიის მმართველმა ბ. ჩუბინიძემ დაადასტურა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბერს სალიკვიდაციო განყოფილების გამგე, ინჟინერი ვეისი გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძეს მიმართავს, რომ მისი ბრძანებით შავი ზღვის რკინიგზის მონაკვეთის საწყობიდან სამინისტროს მოსამსახურეებზე გაცემულია 8 ფუთი და 20 ფუნტი ჩაი (ფუთი 20 რუბლად). სამინისტროს კანცელარიამ ეგზეკუტორ ბერიევს დაავალა ჩაის მოსამსახურეებზე გაცემა და მათი ხელფასიდან ღირებულების დაკავება. ამ ფულის ნაწილი მიიღეს სალიკვიდაციო განყოფილების შემდეგი თანამშრომლებისაგან: ვეისი, როდზევიჩი, სეროვი, ბარკოვსკი, ვასილევი, გოპაძე, მალახოვსკი, სოკოლოვსკი, აგიაშვილი, ნაცვალოვი და ჯაფარიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთა მმართველ ს. ჯაფარიძის მოხსენება სკოლების ეროვნულ საფუძველზე მოწყობის კანონპროექტის პარლამენტში წარდგენაზე, რაც ზედმეტად ჩათვალეს კანონპროექტის დეკლარაციული ხასიათის გამო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრის გამოსვლა ცხინვალში სახელმწიფო ხარჯებით გიმნაზიის გახსნის შესახებ.