რეგისტრირებული ფაქტები91183
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1851
ტიპი: თანამდებობა
1851 წელს დავით ავალოს ძე ავალიშვილი ჩხერის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ივლისში სიკო ფაშალიშვილს მაჩხაანსა და სიღნაღში დაგეგმილი ჰქონდა სალიტერატურო საღამოების, რომლებშიც მის გარდა მონაწილეობას მიიღებდნენ აკაკი წერეთელი, ბაბილინა კურდღელაშვილი და სხვ.
1871
ტიპი: ღონისძიება
1871 წლის 3 ოქტომბრის „დროების“ ცნობით, 1872 წლის იანვრიდან გრიგოლ არწრუნის რედაქტორობით უნდა გამოეცათ ახალი სომხური გაზეთი „მუშა“.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 5 აპრილს კავკასიის მეფისნაცვლის განკარგულებით სახანიზო პალატის მდივანი ალექსანდრე რჩეულოვი თბილისის საზოგადო ნოტარიუსის თანამდებობაზე დაინიშნა.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 22 მარტს თბილისის სასამართლო პალატაში დანიშნული იყო მარიამ ბარათაშვილის, ისაი ტერ-ღუკასოვისა და სულხან სულხანოვის სადავო მამულებთან დაკავშირებული საქმის განხილვა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 1-ელ ნოემბერს თბილისში, სოლოლაკისა და კუკიის უბნებში, ლიდია ლავრენკოსა და ელენა ჯაბადარის თაოსნობით ორი საყმაწვილო ბაღი გაიხსნა.
1867
ტიპი: მფლობელობა
1967 წლის 11 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო ივანე ნონიას ძე პედელოვის სახლი და დუქანი თბილისში, რომლებიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით შუშის მაზრის მსაჯულის თანამდებობის შემსრულებელი ივანე პოლტარაცკი კოლეგიის მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა.
1871
ტიპი: გარდაცვალება
1871 წლის 27 სექტემბერს ოდესაში გარდაიცვალა თბილისელი სტუდენტი ივანე სოლომონის ძე ხახანოვი.

