საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ხაშმში ადგილობრივი სცენის მოყვარეებისა და იოსებ იმედაშვილის მონაწილეობით წარმოადგინეს ივანე გომართელის პიესა „ქოხში“ და ვალერიან გუნიას ვოდევილი „დედის ერთა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 11 ივლისს მეჯვრისხევში ადგილობრივი მსახიობებისა და ზაალ მაჩაბლის მონაწილეობით წარმოადგინეს აქვსენტი ცაგარლის „ციმბირელი“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 18 ივლისს ბახმაროში დადგეს აღალო თუთაევის „ბედმა მიღალატა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პეტრე დადვაძის სტატიის „დასავლეთ ევროპის ლიტერატურა“ (ხანა კაპიტალიზმის აყვავებისა) მე-3 ნაწილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი ქვიტირში გამართული წარმოდგენის („არსენა“) შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 8 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვარლამ მიხეილის ძე გარდავაძის წერილი 31 ივლისს ხონში გამართული წარმოდგენის „ფული და ხარისხი“ შესახებ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის აგვისტოში შილდაში დადგეს ტრიფონ რამიშვილის „მეზობლები“ და კოტე ყიფიანის „დატრიალდა ჯარა“ ბეგლარ ახოსპირელის მონაწილეობით.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ჩვენი სათეატრო მწერლობის სიღარიბე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „ღამეა“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის თხზულება „აღსარება“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე აბაშელის ლექსი „ბუნება“ (ტურგენევიდან).

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა აკაკი პაპავას მოთხრობა „ოთხი ხე“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის მეთაური „სეზონის მოლოდინში“.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 15 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა პავლე დადვაძის სტატია „ქართველი მომღერლები“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის გამოფენაზე ა. ლისინოვმა და გრიგოლ ტერ-პეტროსიანმა კაბები და თავშლები წარადგინეს.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლამდე მიხეილ სიმონის ძე შარაშიძე ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს სტეფანენკომ კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო ნაწარმის გამოფენაზე თავისი შეკერილი ფეხსაცმელი წარმოადგინა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 28 ოქტომბერს ყოვლად სამღვდელო კირიონმა სამღვდელოთა თანამსახურებით მცხეთასთან მდებარე არმაზის ღვთისმშობლის სამლოცველო აკურთხა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს კავკასიის საფაბრიკო-საქარხნო ნაწარმის გამოფენაზე ლევბერგმა წარადგინა თამბაქოს ქარხნის, „თამარას" ნაწარმი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 25 ოქტომბერს გამართულ ლოთობის საწინააღმდეგო თბილისის საზოგადოების კრებაზე დაამტკიცეს საზოგადოების კომიტეტის ანგარიში და აირჩიეს კომიტეტის წევრები: ა. ი. ფლორენსკი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ი. მ. დოლუხოვი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წელს გამართულ კავკასიის გამოფენაზე კონდაკოვს წარმოდგენილი ჰქონდა რქის ნაკეთობები.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 22 ოქტომბერს გამართულ მეღვინე-მევენახეთა სხდომაზე განიხილეს ქალაქის საექიმო ლაბორატორიის გამგის, გიორგი ალიბეგოვის მოხსენება იმის შესახებ, როგორ უნდა მოისპოს გავრცელებული ღვინის ფალსიფიკაცია.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 31 ივლისს ხონში წარმოადგინეს „ფული და ხარისხი“ ნატალია ჯავახიშვილის, თამარა გოგოლაშვილის, ვალერიან შალიკაშვილისა და ნიკოლოზ გვარაძის მონაწილეობით.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელ გრიგოლ გოლიცინს ბათუმში კავკასიის სამოქალაქო საექიმო ნაწილის გამგე ფენომენოვი ახლდა.