საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91185

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძის წერილი „ვინ დააარსა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი?“.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 22 ივნისს ხაშურის თეატრში ადგილობრივი დრამატული წრის გამგეობამ ნიკოლოზ შიუკაშვილის დრამა „მეგობრობა“ დადგა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ სიხარულიძის წერილი „ხაშურის თეატრი“.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წელს ილია კაგარეთელმა და ალექსანდრე კავკაძემ განცხადება შეიტანეს თბილისის დრამატული საზოგადოების გამგეობაში, რომ მათი მეთაურობით დაარსებულიყო მგალობელთა გუნდი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მოსკოვის კონსერვატორიის დირექტორმა მიხეილ მ. იპოლიტ-ივანოვმა ნაშრომის „სიუიტა“ წერის დროს ხარლამპ ივანეს ძე სავანელის მიცემული მასალებით ისარგებლა.

1882

ტიპი: განათლება

1882 წელს ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძემ ხარლამპ ივანეს ძე სავანელის მუსიკალურ სკოლაში დაიწყო სიარული.

1878

ტიპი: გარდაცვალება

1878 წლის 25 მარტს ჩხერის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი გიორგი დავითის ძე დეკანოსიძე გარდაიცვალა.

1879

ტიპი: თანამდებობა

1879-1917 წლებში რომანოზ მარკოზის ძე დეკანოსიძე ჩხერის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 31 იანვარს ჩხერის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი რომანოზ მარკოზის ძე დეკანოსიძე გარდაიცვალა.

1803

ტიპი: თანამდებობა

1803-52 წლებში ბესარიონ ხოსიას ძე კიკნაძე ჩხერის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1852

ტიპი: გარდაცვალება

1852 წლის 10 თებერვალს ჩხერის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ბესარიონ ხოსიას ძე კიკნაძე გარდაიცვალა.

1815

ტიპი: თანამდებობა

1815 წელს ნიკოლოზ სვიმონის ძე დუგლაძე ჩხერის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს მიხეილ იპოლიტ-ივანოვი მოსკოვის კონსერვატორიის დირექტორი იყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 იანვარს მოსკოვში ქართველმა საზოგადოებამ წვეულება გამართა და ალექსანდრე სუმბათაშვილიც მიიწვია.

1874

ტიპი: თანამდებობა

1874 წელს ხარლამპ ივანეს ძე სავანელი სახელმწიფო ბანკში მუშაობდა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს სიონისტთა კრების თავმჯდომარე იყო უსიშკინი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ტრიფონ რამიშვილის სამოქმედებიანი დრამის „დედინაცვალი“ I ნაწილი.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით იაკობის ძე მებუკის ლექსი „დედა“.

1901

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1901 წლის 22 აგვისტოს კოჯრიდან თბილისში დაბრუნდა კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე ალექსანდრე ფრეზე.

1874

ტიპი: ღონისძიება

1874 წელა ხარლამპ ივანეს ძე სავანელმა თბილისში კერძო სამუსიკო სასწავლებელი გახსნა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 13 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ტიტე ტაბიძის სტატიის „თავ. ალექსანდრე სუმბათაშვილი-იუჟინი“ I ნაწილი.

1882

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1882 წელს ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძემ ხარლამპ ივანეს ძე სავანელი გაიცნო.

1870

ტიპი: ღონისძიება

1870 წელს ხარლამპ ივანეს ძე სავანელმა ქართული ეროვნული სიმღერებისა და მელოდიების შესწავლა დაიწყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849-78 წლებში გიორგი დავითის ძე დეკანოსიძე ჩხერის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 20 და 21 აგვისტოს ვერ შედგა სიონისტთა კრება კრების თავმჯდომარის, ინჟინერ მ. უსიშკინის ავადმყოფობის გამო.