რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 ნოემბერს რუსეთიდან ახლად დაბრუნებული სტანისლავ ვოლსკი ორი ლექციის წაკითხვას გეგმავდა თემაზე „განწირულთა ქვეყანაში“. პირველი ზუბალაშვილის სახალხო სახლში უნდა გამართულიყო, მეორე ლექციის „ბოლშევიკური მთავრობა სოფლად“ თარიღს კი გამოაცხადებდნენ.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 ნოემბერს წარმომადგენლობითი სამხარეო კომისარი ვართაპედოვი თბილისის სამხარეო კომისარ აგაჯანოვს სწერს, რომ რესურსების უქონლობის გამო ადამიანები იხოცებიან, ზოგი თვეობით ვერ იღებს ხელფასებს, დაიწყო ქალთა ბუნტი, რასაც შესაძლოა საშინელი შედეგები მოჰყვეს. ვართაპედოვი ითხოვს სასწრაფო ზომების მიღებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს საქმეთა მმართველ ს. ჯაფარიძის მოხსენება: ანანოვების საჩივარი მამულის კონფისკაციაზე და დაადგინეს: განემარტოს, რომ მას ასევე უნდა ჩამოერთვას ამ მიწაზე არსებული საცხოვრებელი, ქარხნის და სხვ. შენობები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულის გამოსვლა საათის ისრის უკან ერთი საათით გადაწევის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება ბონების ახალი ემისიის შესახებ. მინისტრს მიანდეს აზერბაიჯანის მთავრობასთან ხელშეკრულების დადება ახალი ემისიის შესახებ.
1918
ტიპი: ავტორობა
თელავის სომხური გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის (1918 წლის 7 ნოემბერს) 26 ოქტომბრის N22-ით მიწერილი წერილის პასუხად აცნობეს, რომ უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარი გამგის განკარგულებით, ისეთი მოსწავლეები, რომლებმაც ქართული არ იციან მიღებულ იქნან გიმნაზიაში ერთი წლის ვადით მხოლოდ იმ აუცილებელი პირობით, რომ ამ ხნის განმავლობაში ისინი უეჭველად მოემზადებიან მშობლიურ ენაზე სწავლის გაგრძელებისთვის. ხელს აწერდნენ: კანცელარიის დირექტორი მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი ბერძნიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 7 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N79 ბრძანებით რახელ ბახარევსკაია ხაშურის ქალთა გიმნაზიაში რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 7 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N80 ბრძანებით, თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში მოსამზადებელი კლასების პედაგოგად გიორგი კონსტანტინეს ძე ასატური დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 ნოემბერს რუსეთიდან ახალი დაბრუნებული სტანისლავ ვოლსკი ორი ლექციის წაკითხვას გეგმავდა თემაზე „განწირულთა ქვეყანაში“. პირველი ზუბალაშვილის სახალხო სახლში უნდა გამართულიყო, მეორე ლექციის „ბოლშევიკური მთავრობა სოფლად“ თარიღს კი გამოაცხადებდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ნოემბერს თელავის გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეს წერენ, რომ მისდამი რწმუნებულ გიმნაზიის მასწავლბელთა სიაში, რომელიც წარმოადგინა სამინისტროს იმავე წლის 21 ოქტომბერის N2115 მოთხოვნილების თანახმად, საჭიროა აღნიშნული იყოს ცენზი და სათანადო საბუთები. ასევე, აუწყებენ, რომ ამის პასუხად მათ ქაღალდისა, რომელიც აღნიშნულია იმავე წლის 20 ნოემბრის N51, სთხოვენ წარმოადგინონ მასწვლებელთა სრული სია ზემოთაღნიშნული ცნობების დამატებით. ხელს აწერენ: მთავარი გამგე გ. ნათაძე, საქმისმწარმოებელი კ. აბაშიძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სახელოსნო-სასწავლებლის გამგეს აცნობეს, რომ მასწავლებელი იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე საქართველოს მთავრობის განკარგულებით 30 ოქტომბრიდან ორი კვირით სომხეთში გაგზავნეს. ხელს აწერენ კანცელარიის დირექტორის ნაცვლად დ. მიქაბერიძე და საქმისმწარმოებლის ნაცვლად ვარლამ დავითის ძე ძიძიგური.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ნოემბერს თბილისის მანთაშევის სავაჭრო სკოლის უფროსს აცნობეს, რომ მათდამი რწუნებულის სკოლის მასწავლებელი იუსტინე აბულაძე საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის განკარგულებით გაიგზავნა სომხეთში 30 ოქტომბრიდან ორი კვირის ვადით. ხელს აწერენ: კანცელარიის დირექტორის ნაცვლად დ. მიქაბერიძე და საქმისმწარმოებლის ნაცვლად ვარლამ ძიძიგური.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 6 ნოემბრის განათლების მინისტრის N 41 ბრძანებით, ელენე მიხეილის ასული ოქრომჭედლიშვილი ქუთაისის რეალური სასწავლებლის მოსამზადებელი კლასების შტატის მასწავლებლად დამტკიცდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 6 ნოემბრის განათლების მინისტრის N68 ბრძანებით, თბილისის რეალური სასწავლებლის პედაგოგი პავლე ქარუმიძე ამავე სასწავლებლის ინსპექტორის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 6 ნოემბრის განათლების მინისტრის N 69 ბრძანებით, პეტრე ჩერქეზიშვილი თბილისის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ სერაფიმა სერგის ასულმა ბაგაევამ ქართული ენა არ იცოდა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ათეული წლები ცხოვრობდა და ქართველი მასწავლებლის ქვრივი იყო.

