საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 23 ოქტომბერს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ლავრენტი ჩიმაკაძემ იასონ ალექსიშვილს მისწერეს, რომ 1918 წლის პირველი ოქტომბრიდან სუფსის უმაღლესი დაწყებითი სკოლიდან დუშეთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელის ინსპექტორად გადაიყვანეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 ოქტომბრისთვის ბუნებისმეტყველების პედაგოგი სალომე ივანეს ასული ბერეჟიანი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 ოქტომბრისთვის გერმანული ენის პედაგოგი ალექსანდრე ივანეს ძე ვაგნერი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 ოქტომბრისთვის ფრანგული ენის პედაგოგი სოფია ვასილის ასული გორალევიჩი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 ოქტომბრისთვის ფრანგული ენის პედაგოგი ბარბარე მოსეს ასული ორბელი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 ოქტომბრისთვის სომხური ენის პედაგოგი სარქის ემანუელის ძე ტერ-გრიგორიანცი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 ოქტომბრისთვის სომხური ენის პედაგოგი გარეგინ მელოიანცი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 ოქტომბრისთვის მათემატიკის პედაგოგი მესროპ ალექსის ძე ამირშახოვი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 ოქტომბრისთვის ლათინური ენის პედაგოგი ნიკოლოზ ვასილის ძე რუმიანცევი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 ოქტომბრისთვის ისტორიისა და გეოგრაფიის პედაგოგი ალექსანდრე ივანეს ძე ივანოვი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 23 ოქტომბერს ლევან გიორგის ძე წერეთელი გარდაიცვალა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ვაჩეიშვილის დეპეშა ყუბანის მთავრობასთან საქონლის გაცვლა-გამოცვლის ეკონომიკური ხელშეკრულების შესახებ. დაადგინეს, ეცნობოს მას ეკატერინოდარში, რომ საქართველოს მთავრობა თანახმაა ხელშეკრულების დადებაზე იმ პირობით, რომ მას კავშირი არ ექნება პოლიტიკურ საკითხებთან, როგორიცაა მაგ., სოჭის ოლქის საკითხი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ოზურგეთის ერობის შუამდგომლობა გურიაში დასათესი პურის გაგზავნის შესახებ. სასურსათო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ არდიშვილს დაევალა საჭირო დასათესი ხორბლის მიცემა ნაღდ ფულზე.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთა მმართველ ს. ჯაფარიძის მოხსენება კაპიტონ, იგივე ეპიფანე, შევარდნაძის თხოვნა ნაშვილები ვლადიმერისთვის თავისი გვარის გადაცემის თაობაზე. დაადგინეს გვარის მიცემა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთამ მართველ ს. ჯაფარიძის მოხსენება კონდრატე ყურუას თხოვნაზე გვარის შეცვლის შესახებ. თხოვნა უყურადღებოდ დატოვეს.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთა მმართველ ს. ჯაფარიძის მოხსენება – სოლომონ ასლანოვის თხოვნის შესახებ გვარის შეცვლის თაობაზე. თხოვნა უყურადღებოდ დატოვეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მთავრობის საქმეთა მმართველ ს. ჯაფარიძის მოხსენება დავით ჭუჭულაშვილის თხოვნის შესახებ გვარის შეცვლის თაობაზე. თხოვნა უყურადღებოდ დატოვეს.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკის მოხსენება ქართულ-გერმანულ სააქციო საზოგადოებათა ორგანიზაციისა და წესდების შემმუშავებელი კომისიის შესახებ. დაადგინეს, შემდგარიყო კომისია ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძის, სოლომონ ექვთიმეს ძე წერეთლისა და ქუთაისის ქალაქისთავის, დ. კალანდარიშვილისაგან ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის თავმჯდომარეობით.

1918

ტიპი: ავტორობა

მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ოლქის სასამართლოს წევრ გელოვანის მოხსენება 1918 წლის 22 ოქტომბერს ალიბულაღში გაგზავნით გამოწვეული ხარჯების თაობაზე და დაადგინეს, ათასი მანეთი მიეცეს ხარჯების დასაფარად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 22 ოქტომბერს სოფელ წებელდაში გიორგი ოჩიგავას ხელმძღვანელობით 49 კაცი შეიკრიბა, რომლებმაც იმსჯელეს საღვთო სჯულის სწავლების სავალდებულობასა და სამღვდელოებისთვის ჯამაგირის ხაზინიდან უზრუნველყოფის საკითხზე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მეორე კომერციული სასწავლებლის დირექციას სთხოვა ეცნობებინა, გაიცა თუ არა სალიკვიდაციო თანხა სასწავლებლის სომხური ენის ყოფილ მასწავლებელ სარგის გრიგორიანცზე.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 11 ოქტომბრის N46 ბრძანებით ნინო ფარნაოზის ასული დგებუაძე თბილისის მეშვიდე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 11 ოქტომბრის N48 ბრძანებით მარიამ ვასილის ასული ლომინაძე თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის უმცროს კლასებში ქართული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 11 ოქტომბრის N48 ბრძანებით ლიუდმილა ცინცაძე თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიაში რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.