რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ განიხილა მოხსენება საინგილოს სკოლებისათვის 20 250 მანეთის გადადების შესახებ. იმჟამად საინგილოში არსებობდა შემდეგი სასწავლებლები: ნორმალური სკოლა სოფელ კახში; ქალთა და ვაჟთა სამრევლო სკოლები – ალიბეგლოში, ქოთუქლოში; მუშაბაშსა და ყორაღანში. ამ სკოლების მასწავლებლები იმ წლის მარტამდე ნორმალურად იღებდნენ ანაზღაურებას, ხოლო აპრილიდან კახის ნორმალური სკოლის მასწავლებლებს შემცირებული ხელფასი ეძლეოდათ. ამიტომ იძულებულნი გახდნენ, სამსახურისთვის თავი დაენებებინათ. ისინი ითხოვდნენ კუთვნილ ანაზღაურებას. მოხსენებას ხელს აწერს სოფელ კახის ნორმალური სკოლის მასწავლებელი გრიგოლ აფშინაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ოქტომბერს გრიგოლ აფშინაშვილმა განათლების სამინისტროს წარმოუდგინა მოკლე წერილობითი მოხსენება საინგილოს სკოლების შესახებ და აღძრა შუამდგომლობა საინგილოს სკოლებისათვის საჭირო თანხის გადადების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ზაქთალის ოლქის მდგომარეობა, კერძოდ საინგილოსი, გამოუძიებელი იყო, სამინისტრო მაინც შესაძლებლად თვლიდა, მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან 31 დეკემბრამდე 20 250 მანეთი გადაედო.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილე (ხელს აწერენ: კანც. დირექტორი მიქაბერიძე, საქმის მწარმ. კ. აბაშიძე) 1918 წლის 15 ოქტომბრის მოხსენებაში მთავრობის თავმჯდომარეს აცნობს დაწესებულებებს, რომლებიც გაუქმდა საქართველოს დამოუკიდებელ სახელწიფოდ გამოცხადების დღიდან: 1. ამიერკავკასიის სახალხო განათლების სამინისტრო, 2. ამიერკავკასიის სასწავლო ოლქი, 3. თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების სახალხო სკოლათა დირექციები, 4. თბილისის ქალთა ინსტიტუტი, 5. თბილისის სამხედრო გიმნაზია (კადეტთა კორპუსი). ამ დაწესებულებათა მოსამსახურეების უმრავლესობა შტატგარეშედ დარჩა.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის მოადგილე (ხელს აწერს კანცელარიის დირექტორი მიქაბერიძე, საქმის მწარმ. კ. აბაშიძე) 1918 წლის 15 ოქტომბრის მოხსენებაში მთავრობის თავმჯდომარეს აცნობებს, რომ სამინისტრომ ყურადღება მიაქცია ქვეყნის იმ კუთხეებს, სადაც სახალხო განათლების მხრივ მეტად ჩამორჩენილი მდგომარეობა იყო, მაგ., თიანეთისა და დუშეთის მაზრებს, კრედიტი გამოითხოვა და 37 ახალი სკოლა გახსნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირადი საქმის მიხედვით, ვარლამ გარდავაძე შტატგარეშედ დარჩა, რადგან ბორჯომში სასწავლებლის გახსნა არ იყო გადაწყვეტილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 ოქტომბრიდან ოლღა გიორგობიანი ქუთაისის მესამე უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად გადაიყვანეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ოქტომბერს თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დირექტორმა განათლების სამინისტროს სასწავლებლის პედაგოგების – ეკატერინე ნიკოლოზის ასული ვესელოვსკის, რიფსიმე ალექსანდრეს ასული ოვსეპიანისა და ვასილ მიხეილის ძე კოსმინინის – თანამდებობიდან განთავისუფლების დადასტურება სთხოვა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 ოქტომბრამდე რიფსიმე ალექსანდრეს ასული ოვსეპიანი პედაგოგად მუშაობდა თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 ოქტომბრამდე ვასილ მიხეილის ძე კოსმინინი პედაგოგად მუშაობდა თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 ოქტომბრამდე ეკატერინე ნიკოლოზის ასული ვესელოვსკი პედაგოგად მუშაობდა თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად სხდომას თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი; პრეზიდიუმის წევრებიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი და იოსებ აბაკელია; მდივანი – დავით ონიაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, დავით ონიაშვილმა წარადგინა საქართველოს პარლამენტის სოციალისტ რევოლუციონერთა ფრაქციის კანდიდატთა სია: ილია თევზაძე, მიხეილ ჭანიშვილი, ივანე ბახტაძე, მარიამ ჩხეიძე, ივანე ლორთქიფანიძე და გედეონ პაპუაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, დავით ონიაშვილმა წარადგინა საქართველოს პარლამენტის სოციალისტ რევოლუციონერთა ფრაქციის კანდიდატთა სია: მარიანე ბასილაია, შალვა ჭოჭუა, მიხეილ ბერულავა, გედეონ მეფარიშვილი, ვსევოლოდ კაპანაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, საბჭოს ყოფილი წევრის, ივანე ვერაზაშვილის ნაცვლად პარლამენტის წევრად დაინიშნა ივანე თევზაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ პარლამენტის კომისიებში ძველი წევრების ნაცვლად წარადგინა ახლები: ირაკლი წერეთელი, გრიგოლ გოგელია, სტეფანე ელიაძე, დავით ონიაშვილი, სარდიონ თევზაძე, ნიკოლოზ მაჭარაძე, ვ. ნინიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, ეროვნულ-დემოკრატიულმა ფრაქციამ დამფუძნებელი კრების კომისიის წევრად წარადგინა იოსებ მაჭავარიანი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 14 ოქტომბერს აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარიამ გზათა და მრეწველობის მინისტრს საზღვაო და სამდინარო სანაოსნო-სატრანსპორტო სააქციო საზოგადოების დაარსების შესახებ განცხადებით მიმართა და შუამდგომლობდა საზოგადოების დამაარსებლებს გადასცემოდათ ყოფილი მესამე ზურგის რაიონის ყველა სამდინარო და საზღვაო გადასაზიდი საშუალება, მთავრობის კუთვნილი ყველა გემი, მიწახაპიები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები – საწყალოსნო ტრანსპორტის მიწოდებისთვის და გასამართად იმ რაიონებში, სადაც სანაოსნო მდინარეები და შავი ზღვის პორტებს შორის მიმოსვლა იყო. საზოგადოების წესდება მუშავდებოდა და მალე შესაბამის სამინისტროს წარედგინებოდა დასამტკიცებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება სენაკის ქართული სკოლისთვის 15 965 მანეთის გაღების შესახებ.

