რეგისტრირებული ფაქტები81451
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ანა ლუკას ასული სანაძე ხონის ქალთა გიმნაზიის ისტორიის, ერმალოზ პეტრეს ძე კიწმარიშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის, ხოლო ვერა იაკობის ასული საღარაძე უმცროსი კლასების პედაგოგებად მუშაობდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 7 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თხოვნა მეუღლის ნეშთის პანთეონში, სარაჯიშვილის მიერ შეძენილ სასაფლაოზე, ცხვედაძის საფლავის გვერდით დროებით დასაფლავების შესახებ. ის ნეშთის გადასვენებას სტეფანწმინდაში აპირებდა. გამგეობამ ყაზბეგის თხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 6 მაისს გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის მეუღლე ელისაბედ ყაზბეგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 მაისს ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედების სამინისტროს სამმართველომ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად სამინისტროს მინისტრის ამხანაგი გრიგორ სერგოს ძე ძამოევი სამშვიდობო დელეგაციის წევრად გაგზავნეს ქალაქ ბათუმში და მას მიანიჭეს მინისტრის ვალდებულებები.
1918
ტიპი: თანამდებობა
ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედებისა და სახალხო ჯანმრთელობის სამინისტროს სამმართველოს 1918 წლის მაისის განცხადების თანახმად, დიმიტრი გიორგის ძე აბხაზი დევნილთა მოწყობისა და საქველმოქმედო სამინისტროს უფლებამოსილის თანამდებობიდან თავისი თხოვნით გაათავისუფლეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედებისა და სახალხო ჯანმრთელობის სამინისტროს სამმართველოს 1918 წლის მაისის განცხადების თანახმად, დევნილთა მოწყობისა და საქველმოქმედო სამინისტროს უფლებამოსილის თანამდებობიდან თხოვნისამებრ გათავისუფლდა დიმიტრი გიორგის ძე აბხაზი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 მაისის ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედების სამმართველოს განცხადების თანახმად, ამიერკავკასიის სეიმის წევრი, ნაფიცმსაჯული ადვოკატი გრიგორი სერგოს ძე ძამოევი 1918 წლის 3 მაისიდა სახელმწიფო ქველმოქმედების მინისტრის ამხანაგად დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 3 მაისს თბილისის შტაბმა სამსონიასა და სანაძეს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ითხოვდა, დროებით მიეღოთ ცერცვაძე იარაღის მარაგით, რომელიც მეორე დილამდე გორში უნდა გაგზავნილიყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
კავკასიის ოლქის გზათა სამინისტროს 1918 წლის 2 მაისის განკარგულებით ოლქის თბილისის განყოფილების მეორე დისტანციის პირველთან შეერთების გამო მეორე დისტანციის ტექნიკოსი საფარიანცი განთავისუფლდა დისტანციის უფროსის თანამდებობიდან და დაინიშნა ძველ თანამდებობაზე, ტექნიკური ნაწილის საქმეთა მმართველად. დისტანციების გაერთიანების გამო გაათავისუფლეს ყველა თანამშრომელი. ცნობა: ოლქის თბილისის განყოფილების საქმეთა უფროსის 1918 წლის 17 მარტის პატაკი N596; ოლქის უფროსი, ინჟინერი გ. თუმანოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის მაისში აზერბაიჯანის მთავრობის მეთაური ფათალი ხან ხოისკი ამიერკავკასიის სათათრეთის სახელით საქართველოს დამოუკიდებლობას მიესალმა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე სახალხო გვარდიის უფროსმა ვალიკო ჯუღელმა სოხუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოხსენება წაიკითხა. მისი თქმით, ქართულ მხარეს და იმ ბოლშევიკებს შორის, რომლებიც აფხაზეთიდან ცდილობდნენ ამიერკავკასიაში შემოსვლას, მოხდა შეტაკება და ქართულმა მხარემ მოწინააღმდეგე დაამარცხა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის მაისში ბათუმში გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებთან შესახვედრად ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით გაემგზავრა დელეგაცია, რომლის წევრები იყვნენ გიორგი გვაზავა, ილია ოდიშელიძე და გრიგოლ რცხილაძე. სტუმრების თქმით, ისინი შეეცდებოდნენ, ეცნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს საზღვრები და ოსმალეთსა და რუსეთთან მოლაპარაკების დროს ეშუამდგომლათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
ამიერკავკასიის სახელმწიფო ქველმოქმედებისა და სახალხო ჯანმრთელობის სამინისტროს სამმართველოს 1918 წლის მაისის განცხადების თანახმად დევნილთა მოწყობისა და საქველმოქმედო სამინისტროს უფლებამოსილად დაინიშნა პაველ ალექსანდრეს ძე კონსტანტინოვი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის მაისში დირექტორმა ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს 9 მაისის N 225 მინაწერის პასუხად მისწერეს, რომ ნინო აკოფაშვილისთვის გასამრჯელო უნდა მიეცათ როგორც საშუალო სასწავლებელდამთავრებული მასწავლებლისთვის.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი მაისისთვის ქუთაისის სამასწავლებლო სემინარიის პირად შემადგენლობაში ირიცხებოდნენ პედაგოგები: გერმანე სტეფანეს ძე ხაჟომია – სამართალი, ფილიპე სიმონის ძე იანოვიჩი, ვარლამ დავითის ძე ლექვინაძე, ვარლამ ადამის ძე ხუროძე, ნ. მ. ცაგარეიშვილი, ანტონ ვასილის ძე გაიდუკი, ნიკოლოზ ივანეს ძე შაფაქიძე, ხ. ხ. ოგანეზოვი, ვასილ გაბრიელის ძე ტოროშელიძე და დირექტორი ათანასე გაბრიელის ძე ხარაბაძე.