რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1847
ტიპი: გარდაცვალება
1847 წლის 26 ნოემბერს სარეკის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი პავლე ტყემალაძე გარდაიცვალა.
1822
ტიპი: თანამდებობა
1822-67 წლებში მაქსიმე პავლეს ძე ტყემალაძე სარეკის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წელს პავლე მაქსიმეს ძე ტყემალაძე სარეკის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1874
ტიპი: თანამდებობა
1874-77 წლებში პეტრე მაქსიმეს ძე ტყემალაძე სარეკის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 31 მაისს ივანე გომართელი ჟურნალ „ალიონში“ გამოქვეყნებული წერილის „როგორ შექმნა ადამიანმა ღმერთი“ გამო ერთი წლით დააპატიმრეს.
1885
ტიპი: გარდაცვალება
1885 წლის 16 ივნისს ზომლეთის მცხოვრებმა დანიელ ცინცაბაძემ დამბაჩით თავი მოიკლა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 16 ივნისს ჟურულის თაოსნობით ახალქალაქის სკოლის სასარგებლოდ საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 ივნისის „დროების“ ცნობით, მარდახ მოშას ძე ცაციაშვილს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ბაზრის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიანი ქვითკირის დუქანი და 1473 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 ივნისის „დროების“ ცნობით, გიორგი ოქროპირის ძე ჩარკვიანს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ბალახვანის ქუჩაზე მდებარე ერთი ორსართულიანი და მეორე ერთსართულიანი ქვითკირის სახლი და 63 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 ივნისის „დროების“ ცნობით, ელისაბედ სიმონის ასულ ჩაჩექოვს ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა რკინიგზის სადგურთან მდებარე სახლი და 8006 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 22 ივნისის „დროების“ ცნობით, ბესარიონ ბეჟანის ძე სარჩიმელიას ქუთაისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში დაგირავებული ჰქონდა ორსართულიანი ქვითკირის სახლი და 245 კვადრატული საჟენი მიწა, რომლებსაც ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო ყიდდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე ამხანაგობის კიოსკში ალექსანდრე ყაზბეგის თხზულებები (თითო ტომი) მანეთი ღირდა. წიგნს ახლდა ავტორის სურათი და ფაქსიმილე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე ამხანაგობის კიოსკში ნიკოლოზ მელანიას მოთხრობა „ბნელო“ 20 კაპიკი ღირდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, მელანია ნიკოლოზ ნათიძის ფსევდონიმი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის პირველი აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ თანახმად, მელიქოვის ქუჩაზე მდებარე ამხანაგობის კიოსკში ვასილი პოტოს წიგნი „საქართველო და მისი წარსული დრო“ 20 კაპიკი ღირდა.

