საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81435

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის თებერვალში არდაგანის ოლქის საგამოძებო განყოფილების ხელმძღვანელი ქსენოფონტ იოსების ძე ხარაიძე იმავე თანამდებობაზე დაინიშნა ქუთაისში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი თებერვლიდან ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძე ქუტირის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა. ფორმულიარის სწორად შედგენას ხელმოწერით ადასტურებს სასწავლებლის გამგე კირილე რუხაძე.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის თებერვალში ვლადიკავკაზში, სასტუმრო „ევროპაში“, ვერაგულად მოკლეს თბილისის საგუბერნიო გამგეობის წევრი, აგრონომი გიორგი დალაქიშვილი, რომელიც ამიერკავკასიისათვის პურის შესაძენად იყო გაგზავნილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ელი თებერვლიდან ამიერკავკასიის კომისარიატის სამმართველოს ბრძანების თანახმად, ლევ ეფრემის ძე შერმანი ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარედ დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის თებერვალში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამარლის დამხმარე ხაჩატურ შახბაგოვი იმავე თანამდებობაზე დაინიშნა შულავერში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მეორე განყოფილების დამხმარე ისმაილ ივანეს ძე ხურამოვიჩი და მეოთხე განყოფილების მოსამართლის დამხმარე ანდრია თომას ძე ნოვაცკი ელიზავეტოპოლის სამხარეო სასამართლოს წევრებად დაინიშნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის თებერვალში ბაღდათის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დამხმარე გიორგი მელიტონის ძე კაპანაძე ქუთაისის სამხარეო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების წევრად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის თებერვალში ვორონეჟის სამხარეო სასამართლოს პროკურორის ამხანაგი ს. ნ. კოვალენკო იმავე თანამდებობაზე დაინიშნა ქუთაისში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის თებერვალში ზუგდიდის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის დამხმარე ალექსანდრე ივანეს ძე მეტელკინი თანამდებობიდან გათავისუფლდა სტავროპოლის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის გამო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ელი თებერვლიდან ამიერკავკასიის კომისარიატის სამმართველოს ბრძანების თანახმად, ლევ ეფრემის ძე შერმანი ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარედ დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის თებერვალში ყარამან გვათუა თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის განყოფილების ფოსტალიონად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის თებერვალში ნოე რამიშვილი, როგორც 1917 წელს რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩეული წევრი, ამიერკავკასიის სეიმში შევიდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 იანვრის „ერთობა“ წერს, რომ თელავის მაზრის კომისარმა კონსტანტინე ანდრონიკაშვილმა ამიერკავკასიის კომისარიატსა და ეროვნულ საბჭოს შეატყობინა სოფლად ჩასულ ჯარისკაცთა ცუდი საქციელის შესახებ, რითაც მცხოვრებთ აწუხებდნენ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 იანვრის „ერთობაში“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „გერმანე ჯორბენაძეს“.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 29 იანვარს ს.-დ. პარტიამ გაასამართლა თავისი ყოფილი წევრი, ახრანის ჯაშუში სტუდენტი კოლია რამიშვილი და ვინმე ჩაქვაძე და გაანთავისუფლა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლავრენტი ასათიანი თბილისის სამხარეო კომისრად დაინიშნა. განცხადებას ხელი მოაწერა შინაგან საქმეთა სამინისტროს კომისარმა აკაკი ჩხენკელმა.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 28 იანვარს, ღამით ქ. ქუთაისში, თეთრ ხიდთან უცაბედად ერთ მოწაფეს რევოლვერი გაუვარდა. ტყვია მოხვდა გიმნაზიელ ქათამაძეს, რომელიც იქვე გარდაიცვალა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 26 იანვარს ამიერკავკასიის კომისარიატის სახელზე ბათუმის ქალაქის თავმა საბახტარიშვილმა დაწერა განცხადება , მისი თქმით : ბათუმის ოლქი, ისევე როგორც ქალაქი ბათუმი ხეიბართა საქმის განხრით ეკუთვნის ქუთაისის გუბერნიას, რომელსაც წარუდგენს კრედიტების, ერთჯრადი საკვებისა(პაიოკი) და სხვა დანარჩენის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის გუბერნიას.. ბათუმმა ითხოვა ერთჯერადი საკვების (პაიოკის) გაზრდა, მაგრამ ქუთაისმა უარი განაცხადა რატომ? კანონით ბათუმს ეკუთვნის, მითუმეტეს ქუთაისის გუბერნიამ უკვე ამოწურა კრედიტი ნოემბრის, დეკემბრისა და იანვრის თვეებზე , ბათუმის ოლქს ჩვეული წესისამებრ ეკუთვნის 9რუბლი და 84 კაპ. ამასთანავე ბათუმმა ნოემბრის თვისათვის გახსნა კრედიტი 11 020 პუბლი და 80 კაპ. თუკი ჩავთვლით ერთჯერადი საკვების ზომას 20 პუბლი, რასაც ექომაგებიან , თვიური კრედიტი გაიზრდება 18. 794რ და 40 კაპ. 38 200 პუბლამდე და ნოემბრისა და დეკემბრის თვისათვის 30 784 პუბლი და 80 კაპიკი და ამასთან ერთად საჭიროა გავაფართოვოთ საკითხი საჭმლის მომავალ თვეებში გაზრდაზეც.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 25 იანვარს ორდუბატიდან ინჟინერმა ტრესკინსკიმ მისწერა ინჟინერ სბორშჩიკოვს, რომ ამიერკავკასის კომისარიატმა განკარგვისთვის გადასცა მენარდეების – იშხანოვისა და ბაბაევის თხოვნა, ყველა მენარდემ თავისი წრიდან ორი ან სამი პირი შეარჩიოს და მათ სომეხ მოსამსახურეებთან ერთად, ათისთავების – ავაქოვისა და აგახანოვის თანხლებით თბილისში წავიდნენ ანგარიშის მისაღებად. მუშა დელეგატებს მატარებლით მგზავრობის ხარჯებს მენარდეები აუნაზღაურებენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 25 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომამ განიხილა ერევნის განყოფილების თავმჯდომარის, დეკანოზ იაკობ ფხაკაძის განცხადება ამ განყოფილების (12.08.1918 წ.) დახურვის შესახებ. ფხაკაძემ თან წარმოადგინა სახელმწიფო ბანკის გადასაგზავნი (თარგმანი) ბილეთი 2803 მანეთი და 66 კაპიკი 361/269635 N413.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 იანვარს გზატკეცილების სამმართველოს უფროსმა, ინჟინერმა დადიანმა გზათა მინისტრს გაუგზავნა აკაკი ხოშტარიას რწმუნებულის თხოვნა გემების „მიხეილისა“ და „დობროვოლსკის“ მათთვის მიყიდვის ან იჯარით მიცემის შესახებ, თვლიდა, რომ რადგან ნაოსნობის მოწყობა გზათა სამმართველოს ჰქონდა მინდობილი, გემების კერძო პირებზე გაყიდვა საზარალო იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 24 იანვარს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი ზაქარია კლიმიაშვილი სთხოვს განათლების სამინისტროს, რომ გიმნაზიაში ინსპექტორად დანიშნონ მასწავლებელი გიორგი გიორგიძე. ხელს აწერენ დირექტორი კლიმიაშვილი და საქმისმწარმოებელი პ. რცხილაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვარს ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი დიმიტრი უზნაძე თბილისის სასულიერო სემინარიაში ფილოსოფიისა და მასთან დაკავშირებული საგნების საშტატო მასწავლებლად დაინიშნა. ბრძანებას ხელი მოაწერეს იუსტიციის სამინისტროს კომისარმა და თბილისის სასულიერო სემინარიის საქმეთა მმართველმა შალვა ალექსი-მესხიშვილმა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვარს იუსტიციის სამინისტროს დადგენილებით ქუთაისის სამხარეო სასამართლოს ადმინისტრაციული განყოფილების წევრი ივანე პავლეს ძე გობეჩია თანამდებობიდან გაათავისუფლეს. განცხადებას ხელი მოაწერეს ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე ევგენი გეგეჭკორმა და იუსტიციის სამინისტროს კომისარმა შალვა ალექსი-მესხიევმა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვრის სახალხო განათლების სამინისტროს განცხადებით, ქუთაისის საერობო სასწავლებლების დირექტორის თანამდებობაზე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ მგელაძე დაამტკიცეს.