საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 1-ელი ოქტომბრიდან სამტრედიის ოთხკლასიანი გიმნაზიის რუსული ენისა და ისტორიის მასწავლებელი გიორგი გიორგიძე სამსახურში გამოუცხადებლობის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრიდან ვლადიმერ დავითის ძე გუდიაშვილი დაინიშნა თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის ხატვის მასწავლებლად.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგე ვუკოლ ბერიძემ 1918 წლის 28 სექტემბრის N23 ბრძანებით, ქალთა მე-2 გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი მღვდელი ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილი ვაჟთა მე-2 გიმნაზიის იმავე საგნის მასწავლებლად დანიშნა 1918 წლის 1-ლი ოქტომბრიდან.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1-ელი ოქტომბრის „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ მთავრობამ საქართველოს საგანგებო სასამართლოს თავმჯდომარედ ნაფიცი ვექილი ივანე ჯაფარიძე დანიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ოქტომბერში თბილისის ო. პ. აღაპიევის სახელობის რეალურ სასწავლებელში მუშაობდა საღვთო სჯულის, გეოგრაფიისა და სომხური ენის პედაგოგი ო. გ. ერზიკიანცი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ოქტომბერში ვენიდან გიორგი მაჩაბელმა წერილი გამოუგზავნა რევაზ გაბაშვილს, რომელშიც ლაპარაკობს ჯარის ჩამოყალიბებაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ოქტომბერში მიხეილ მაჩაბელი სიტყვით გამოვიდა მიწის საკითხის შესახებ ეროვნული საბჭოს სხდომაზე პარლამენტში მთავრობის დეკლარაციის განხილვისას. ამ სიტყვას ინტერესი ჰქონდა იმ ახალი რეფორმების გამო, რომელსაც მიწათმოქედების სამინისტრო ამზადებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, გენერალმა ფრიდრიხ ფონ კრესმა 1-ლ ოქტომბერს ინახულა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სამუელ ალექსანდრეს ძე სტოლერმანი იყო დირიჟორი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ალექსანდრე დავითის ძე კეკელია იყო ექიმი ვენეროლოგი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. ა. ვრონსკი იყო ოპერის მსახიობი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ბერევინი იყო ოპერის მსახიობი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, დონხინი იყო ოკულისტი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, პავლე ალექსანდრეს ძე არდაზიანი პაციენტებს იღებდა მელიქოვის ქუჩა N12-ში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პავლე ალექსანდრეს ძე არდაზიანი იყო ექიმი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დ. ნ. ჯაფარიძე პაციენტებს იღებდა მადათოვის ქუჩა 7-ში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დ. ნ. ჯაფარიძე იყო ექიმი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ბ. შინკარიოვი იყო ექიმი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. შინკარიოვი იყო ექიმი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. და ბ. შინკარიოვები პაციენტებს იღებდნენ ყოველდღე დილის 9-დან საღამოს 8 საათამდე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ა. და ბ. შინკარიოვებმა დროებით შეწყვიტეს პაციენტების მიღება ღამის საათებში.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. და ბ. შინკარიოვებს სტომატოლოგიური კლინიკა და პროტეზირების ლაბორატორია ჰქონდათ თბილისში, მიხეილის გამზირის 76-ში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნიკოლოზ ა. გამრეკელი იყო ექიმი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ კ. დ. გურგენიძისა და ნიკოლოზ ა. გამრეკელის დიაგნოსტიკურ კაბინეტში იღებდნენ სისხლისა და შარდის ანალიზებს და ატარებდნენ ბაქტერიულ გამოკვლევებს დიფტერიტზე, ჰონოკოკებსა და ტიფზე.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ კ. დ. გურგენიძესა და ნიკოლოზ გამრეკელს საექიმო-დიაგნოსტიკური კაბინეტი ჰქონდათ თბილისში, ნიკოლაევსკაიას ქუჩა 6-ში.