რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1926
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1926 წლის 10 მარტს მიხეილ ჯავახიშვილმა სერგო კლდიაშვილს მისწერა, რომ „მნათობის“ წესდების თანახმად, სხვა გაზეთში ან ჟურნალში უკვე გამოქვეყნებული მასალის ხელმეორედ დაბეჭდვა ჰონორარით აღარ ანაზღაურდებოდა.
1926
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1926 წლის 7 მაისს სიმონ მდივანმა პარიზიდან ნიკოლო მიწიშვილს მისწერა, რომ გრიგოლ ვეშაპელი კავკასიაში დაბრუნებას ორ თვეში შეძლებდა.
1926
ტიპი: ღონისძიება
1926 წლის 17 მაისს ტიციან ტაბიძემ მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს შეატყობინა, რომ ენის სიწმინდის კომისიამ ქართული ზეპირსიტყვიერებისა და ხალხური შემოქმედების ბიბლიოგრაფიის შედგენა და მისი ხელოვნების სასახლეში განთავსება დაადგინა.
1926
ტიპი: თანამდებობა
1926 წლის 17 მაისს ტიციან ტაბიძემ მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მისწერა და შეატყობინა, რომ ქართული ენის სიწმინდის კომისიამ სექციაში სამუშაოდ საქართველოს მუზეუმის გამგის მოადგილე, იროდიონ სონღულაშვილი მიიწვია.
1926
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1926 წლის 17 იანვარს ტიციან ტაბიძემ გაზეთში გამოსაქვეყნებლად წერილი გაუგზავნა ივანე ღოღობერიძეს, რომელშიც აღნიშნავდა, რომ განათლების მუშაკთა სახლში გამართულ სერგეი ესენინის ხსოვნის საღამოზე სიტყვით გამოვიდა, თუმცა მისი სიტყვა გაზეთმა „დროულმა“ სხვას მიაწერა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით თერგის ყაზახთა პირველი ბატალიონის ოფიცერი თავადი ნიკოლოზ ამილახვარი ლეიბ-გვარდიის თერგის ყაზახთა ცხენოსან ჯარში გადაიყვანეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1 დეკემბერს მარო მაყაშვილი დაესწრო საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებიდან ნახევარი წლის გასვლის აღსანიშნავად გამართულ ზეიმს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 თებერვალს მარო მაყაშვილი დაესწრო თავისი სასწავლებლის მიერ გამართულ საღამოს.
1926
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1926 წლის 30 ივლისს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს ქვიშხეთში მისწერა და შეატყობინა, რომ ილია ერენბურგი მალე ბორჯომში აპირებდა წასვლას და მის ნახვას იქ შეძლებდა.
1926
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1926 წლის 30 ივლისს ტიციან ტაბიძემ ვალერიან გაფრინდაშვილს ქვიშხეთში მისწერა და სთხოვა, რაჟდენ გვეტაძისთვის მოკითხვა გადაეცა.
1926
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1926 წლის 30 ივლისს ნიკოლო მიწიშვილმა ლეო ქიაჩელს მისწერა, რომ წერილები, რომლებსაც ის უგზავნიდა, ტიციან ტაბიძემ ევროპიდან დაბრუნების შემდეგ გადასცა.
1926
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1926 წლის 6 აგვისტოს ილია ერენბურგმა ბათუმიდან ტიციან ტაბიძეს დეპეშა გაუგზავნა.
1926
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1926 წლის 9 აგვისტოს ვალერიან გაფრინდაშვილმა ტიციან ტაბიძეს ქვიშხეთიდან მისწერა, აქ ახალი ლექსი დავწერე და „მოაგარაკე-იდიოტი“ დავარქვიო.
1926
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1926 წლის 9 აგვისტოს ვალერიან გაფრინდაშვილმა ტიციან ტაბიძეს ქვიშხეთიდან მისწერა, კარგი იქნება, თუკი ჩემს ლექსს „ალი არსენიშვილზე“ კოლაუ „ქართულ მწერლობაში“ დაბეჭდავსო.
1926
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1926 წლის 9 აგვისტოს ვალერიან გაფრინდაშვილმა ტიციან ტაბიძეს ქვიშხეთიდან მისწერა და სთხოვა, კოლაუ ნადირაძის, ალი არსენიშვილის, გოგლა ლეონიძის, გრიგოლ რობაქიძის, ნიკოლო მიწიშვილის და სანდრო ცირეკიძის ამბები შეეტყობინებინა.
1926
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1926 წლის 17 იანვარს ტიციან ტაბიძემ ივანე ღოღობერიძეს წერილი გაუგზავნა გაზეთში გამოსაქვეყნებლად, რომელშიც წერდა, რომ გაზეთ „დროულში“ ანონიმური ავტორი ითხოვდა მწერალთა ყრილობაზე „ცისფერყანწელები“ იმ საბაბით არ დაეშვათ, თითქოს ისინი საბოტაჟში იყვნენ ჩართულები.
1926
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1926 წლის 17 იანვარს ტიციან ტაბიძემ გაზეთში გამოსაქვეყნებლად წერილი გაუგზავნა ივანე ღოღობერიძეს, რომელშიც წერდა, განათლების მუშაკთა სახლში გამართულ სერგეი ესენინის ხსოვნის საღამოზე სიტყვით გამოვედი, თუმცა ჩემი სიტყვა გაზეთმა „დროულმა“ სხვას მიაწერაო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის ბოლო სხდომაზე აირჩიეს პარტიული პერიოდული ორგანოს, გაზეთ „საქართველოს“ სარედაქციო კოლეგია შემდეგი შემადგენლობით: სპირიდონ კედია, გრიგოლ ვეშაპელი, რაფიელ ინგილო (ივანიცკი), ლელი ჯაფარიძე, სანდრო შანშიაშვილი და ტიტე მარგველაშვილი.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 1-ელი სექტემბრის „ცნობის ფურცლის“ თანახმად, ნიკო ნიკოლაძე 1902 წლამდე ფოთის საბჭოს ხმოსანი იყო.

