საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. ლ. შალამბერიძე პაციენტებს იღებდა თბილისში, პეტროგრადის ქუჩა 7-ში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ე. ლ. შალამბერიძე იყო გინეკოლოგი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი იყო ექიმი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი პაციენტებს იღებდა ყოველდღე, გარდა კვირისა.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. ვ. ფონ ლევენშტეინს რენტგენისა და ელექტრო-შუქით მკურნალობის კაბინეტი ჰქონდა გახსნილი თბილისში, კრილოვის 5-ში.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ოკულისტ დონხინს თავის კლინიკასთან გახსნილი ჰქონდა ღამის პანსიონიც, სადაც რჩებოდნენ სტაციონარული ავადმყოფები.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ოკულისტ დონხინს თვალის კერძო კლინიკა ჰქონდა გახსნილი თბილისში, მიხეილის გამზირის N17-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მიხეილის კერძო საავადმყოფოში ექიმი მიხეილ მგალობელი პაციენტებს იღებდა ქალთა სნეულებათა და ქირურგიის განხრით.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მიხეილის კერძო საავადმყოფოში მ. ფ. მგალობელისა და ი. ნ. ტერ-აკოფოვის მეთვალყურეობის ქვეშ გახსნილი იყო სპეცილაური სამკურნალო განყოფილება.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მ. ფ. მგალობელი პაციენტებს იღებდა ქალთა სნეულებათა და ქირურგიული განხრით თბილისში, ოლღას ქუჩა N11-ში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მ. ფ. მგალობელი იყო ექიმი.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია, სადაც იგი აკრიტიკებდა ნოე ჟორდანიას. თუმანოვი ურჩევდა გაზეთ „ერთობის“ ხელმძღვანელობას, არ ჩაეთვალა საკუთარი თავი ხალხის ინტერესების ერთადერთ წარმომადგენლად და ეღიარებინა, რომ სხვა ძალებიც არსებობდა, რომლებსაც ასევე დიდი სარგებლის მოტანა შეეძლოთ ხალხისთვის.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის პირველი ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სტომატოლოგმა კონსტანტინე არდაზიანმა განაახლა პაციენტების მიღება.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის პირველ ოქტომბერს ქუთაისის მთავარანგელოზის (ძელქვიანის სასაფლაოს) ეკლესიის მღვდელი ალექსი ლუკას ძე გიორგაძე გარდაიცვალა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის აპრილამდე იოანე შანიძე ჭელიშის მონასტრის წინამძღვრის თანამდებობის აღმასრულებელი იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 30 სექტემბრის მოხსენებაში განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი განათლების სამინისტროს შტატგარეშე მოხელეთა სალიკვიდაციო ფულით დასაკმაყოფილებლად 100 000 მანეთს ითხოვდა.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე მდივნის 1918 წლის 30 სექტემბრის მოხსენება ეხებოდა თბილისის საშუალო სასწავლებელთა შეკეთების საკითხს. ამისათვის ის 75 ათასი მანეთის გამოყოფას ითხოვდა, უპირველესად 30 000 მან. სასწავლებლებისთვის, რომელთაც სპეციალური თანხა არ ჰქონდათ, ასევე ქალთა გიმნაზიებისთვის.

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 30 სექტემბერს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ნიკოლოზ (კოლა) კონსტანტინეს ძე ეგაძე გარდაიცვალა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 სექტემბერს სენაკის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში შეიკრიბა ეკლესიის მრევლი, დაახლოებით 20 კაცამდე, კრებას ხელმძღვანელობდა ნესტორ ქავთარაძე. ადგილობრივმა მღვდელმა ირაკლი პარკაიამ წამოაყენა საკითხი დაბალ კლასებში საღვთო სჯულის სავალდებულო სწავლების შესახებ, რასაც მრევლიც დაეთანხმა.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წლის 29 სექტემბერს პირველი კომერციული სასწავლებლის მასწავლებელი იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე სახალხო განათლების სამინისტროს საქართველოსა და სომხეთის ტერიტორიათა გამიჯვნის საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიზნით ერევანში დესპანებთან ერთად გამგზავრების თაობაზე სწერდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ბარნაბა გამსახურდიას წერილი „რევოლუცია იყო თუ ანარქია?“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა შალვა ქარუმიძის წერილი „სამშობლოს დაცვა და ჩვენი პარტია“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის სტატია „პურის ფასი და აგრარული პოლიტიკა“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „სოციალ-დემოკრატია და ჩვენი პარტია“, რომლითაც პასუხობს დავით ონიაშვილს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 სექტემბერს გაზეთ „კლდეში“ განდეგილის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დომინიკა ერისთავის წერილი „რამე თუ შენ ხარ კლდე“.