რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 11 ნოემბერს სახალხო კითხვებისა და წარმოდგენების გამმართველი კომისიის სხდომაზე სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს ა. ბ. ევანგულოვი, ა. ი. მიტკევიჩი და ი. დ. კობიაკოვი.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი ე. ლ. ვედენეევი პეტერბურგიდან თბილისში გამოემგზავრა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 ნოემბერს ქუთაისში გამართული სამეურნეო საზოგადოების განყოფილების კრების თავმჯდომარე იყო ვიცე- გუბერნატორი კალაჩოვი.
1901
ტიპი: გარდაცვალება
1901 წლის 9 ნოემბერს ბათუმის ქალაქისთავი ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი უეცრად გარდაიცვალა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გამგეობის წევრებად აირჩიეს გიორგი ლასხიშვილი, გიორგი დეკანოზიშვილი, არჩილ ჯორჯაძე და კონსტანტინე ჯაფარიძე.
1901
ტიპი: ორგანიზაცია
1901 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე კონსტანტინე მაყაშვილი სარევიზიო კომისიის წევრად აირჩიეს.
1901
ტიპი: ორგანიზაცია
1901 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე იაკობ გოგებაშვილმა გამგეობის წევრობაზე უარი განაცხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს კავკასიის შიდა მრეწველობის კომიტეტმა შიდა მრეწველობისათვის საჭირო იარაღებისა და სამაგალითო ნიმუშების შესაძენად 300 მანეთი გადადო. ეს საქმე არტემ სტეფანეს ძე ფირალოვს დაავალეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მიწათმოქმედების სამინისტროს რწმუნებულმა იაკობ სერგის ძე მედვედევმა ბოტანიკური ბაღის გამგე ადოლფ ქრისტიან როლოვს კავკასიის ყველა გვარის ქერის კოლექციის შედგენა დაავალა.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს სამთო სამმართველოს უფროსი შოსტაკი პეტერბურგიდან თბილისში ჩამოვიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 ნოემბერს ქალაქ თბილისის გამგეობაში გამართულ სხდომას, რომელზეც განიხილეს ნატახტრის წყაროების გამოკვლევის საკითხი, ესწრებოდნენ თბილისის სასანიტარო სამკურნალო ინსპექტორი ალექსანდრე ვასილის ძე სტეფანოვი, ქალაქის ლაბორატორიის გამგე გიორგი ალიბეგოვი და შტაკმანი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 11 ნოემბერს სახალხო კითხვებისა და წარმოდგენების გამმართველი კომისიის სხდომაზე აირჩიეს ბიუროს ახალი წევრები, თავმჯდომარედ – ნიკოლოზ ალექსის ძე ხუდადოვი, თავმჯდომარის ამხანაგად – ნ. ა. პლამენევსკი.
1901
ტიპი: ნასამართლეობა
1901 წელს საოლქო სასამართლომ დაადგინა, თედო ნიკუჭაძეს მკვლელობისთვის ზოგიერთი უფლებამოსილება ჩამორთმეოდა და წლინახევრით პატიმართა გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 17 ნოემბერს თბილისის გამგეობაში გამართულ სხდომას, რომელზეც ნატახტრის წყაროების გამოკვლევის საკითხი განიხილეს, ესწრებოდნენ გოლოვკოვი, მუხარინსკი, ბუტირკინი.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს სვიმონ დავითის ძე კამკამიძე საბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1856
ტიპი: თანამდებობა
1856 წელს დავით სვიმონის ძე კამკამიძე საბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1847
ტიპი: თანამდებობა
1847 წელს დავით სვიმონის ძე კამკამიძე საბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1854
ტიპი: თანამდებობა
1854-75 წლებში გრიგოლ მარკოზის ძე დევდარიანი საბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1917
ტიპი: გარდაცვალება
1917 წლის 15 აპრილს საბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ისიდორე ნიკოლოზის ძე დევდარიანი გარდაიცვალა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 11 ნოემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ აკურთხა განახლებული წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძარი.
1875
ტიპი: თანამდებობა
1875-1917 წლებში ისიდორე ნიკოლოზის ძე დევდარიანი საბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889-98 წლებში მათე თომას ძე მებურიშვილი სადემეტრეოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.
1860
ტიპი: თანამდებობა
1860 წელს სპირიდონ ბესარიონის ძე მიქიაშვილი სადემეტრეოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მღვდელი იყო.

