საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92847

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს დეკანოზი ალექსანდრე იოსების ძე სიმონიშვილი მე-3 და მე-6 გიმნაზიების საღმრთო სჯულის მასწავლებელი იყო.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის იანვარში გარდაიცვალა ირაკლი მელქისედეკის ძე წერეთელი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ალექსანდრე იოსების ძე სიმონიშვილი იყო დეკანოზი, სიონის ტაძრის კანდელაკი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის მე-3 კლასში სწავლობდნენ: ტატიანა ლენჩევსკაია, ვალერია ტოდესკო, ფარიზეტა ძიგვაევი, ელისაბედ ციციშვილი, ევგენია ბოვატკო, ოლღა ხირინა, პარასკევა შოროხოვა, თამარ გედევანიშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის მე-2 კლასში სწავლობდნენ: ტატიანა სიდოროვა, ლიუდმილა უზნაძე, ოლღა კიხელი, მარგარიტა კანნი, ნატალია არტემენკო, ზინაიდა არტემენკო, ანაიდა პირადოვა, ეკატერინე კავლადოვსკაია. სიას ხელს აწერს სამინისტროს რწმუნებული ალ. ნაცვალაძე.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წელს დენიკინელთა წინააღმდეგ ბრძოლის დროს ყუმუხ-თემირხან-შურის გზაზე მოკლეს გარუნ გარუნის ძე საიდოვი.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წელს დენიკინელთა წინააღმდეგ ბრძოლის გამო პეტროვსკში დახვრიტეს ულუბი დანიალის ძე ბუინაკსკი და მისი ხუთი ამხანაგი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 1-ელ იანვარს ბენედიქტე თომას ძე გაბისონიამ ხონის ვაჟთა გიმნაზიის სრული კურსი დაამთავრა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ნიკოლოზ ჭუმბურიძე ქუთაისში გამართული გვარდიელების ყრილობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ნიკოლოზ ჭუმბურიძე ქუთაისში გამართული გვარდიელების ყრილობის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-1928 წლებში მიხეილ სიმონის ძე შარაშიძე ბათუმის სკოლის დირექტორი იყო.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ლევან ასათიანმა სწავლა დაამთავრა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში, რომელიც იმ დროს წარმოადგენდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ კერას საქართველოში.

1919

ტიპი: ავტორობა

იონა მეგრელიძის პირველი ლექსი „გურია“ დაიბეჭდა 1919 წელს ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს პეტრე ბახტურიძემ სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე.

1919

ტიპი: ღონისძიება

იონა მეგრელიძემ ლიტერატურული საქმიანობა დაიწყო 1919 წელს.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს პეტრე ბახტურიძემ დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია.

1919

ტიპი: ღონისძიება

ლევან ასათიანი 1919 წლიდან, სტუდენტობის პირველივე წლებიდან თანამშრომლობდა იმდროინდელ ლიტერატურულ გამოცემებთან: „ლომისთან“, „ბახტრიონთან“, „მეოცნებე ნიამორებთან“.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს ლევან ასათიანმა სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურულ ფაკულტეტზე. იგი სწავლობდა ძველი ქართული ლიტერატურის კათედრაზე, რომელსაც პროფესორი კორნელი კეკელიძე ხელმძღვანელობდა.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს გიორგი ლეონიძემ სწავლა დაიწყო ახლად დაარსებულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1919

ტიპი: მფლობელობა

1919 წელს ავაკ აკოპოვს ეკუთვნოდა სტამბა „ეკონომია“.