საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89996

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N69 ბრძანებით მართა მარტინის ასული ოდაბაშინი თბილისის ქალთა მესამე გინაზიის უმცროსი მოსამზადებელი კლასების მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 69 ბრძანებით აიკანუშ მინასის ასული სოგომონიანცი თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N70 ბრძანებით ფრანც ფრანცის ძე პავლატა ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 62 ბრძანებით პეტრე ივანეს ძე დრეიმანსი ლანჩხუთის გიმნაზიაში გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N62 ბრძანებით ელისაბედ ღოღობერიძე თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N72 ბრძანებით გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის პედგაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N72 ბრძანებით თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგი ანდრია მიხეილის ძე როზოვი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 30 ოქტომბერს განათლების სამინისტროდან სამტრედიის ოთხკლასიანი გიმნაზიის დირექტორ ა. დ. დევიძეს მისწერეს, რომ 1-ლი ოქტომბრიდან სამსახურში გამოუცხადებლობის გამო გიორგი გიორგიძე მასწავლებლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 29 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის მოხსენება; კანონპროექტი მთავრობის ოფიციალური ორგანოს „საქართველოს რესპუბლიკის“ დაარსების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის მოხსენება ხოშტარიას ჯგუფთან ხელშეკრულების შესახებ. დადგინდა, ნება დაერთოს 1918 წლის 30 საექტემბრის ხელშეკრულებაში მოხსენებულ მთავრობის კონტრაგენტებს, აკაკი ხოშტარიას, რაჟდენ დათეშიძეს და „რუს-სპარსულ სანავთო ამხანაგობას“ ამ ხელშეკრულების შენიშვნაში შეიტანოს საწინდარი 500 ათასი მან.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წ. 29 ოქტომბერს თბილისის ქალთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა სახალხო განათლების სამინისტროს გაუგზავნა წერილი, რომელშიც ითხოვდა გიმნაზიის ქართულ განყოფილებაში ხელსაქმის გაკვეთილების ვერა სტეფანეს ას. ბასტამოვისთვის მიცემას.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ოქტომბერს შრომის სამინისტრო იღებს იუსტიციის სამინისტროსაგან თანამშრომელთა კოორდინატებს, მათ შორისაა უფროსი იურიკონსულტანტი გ. ნ. სმიტერი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ოქტომბერს შრომის სამინისტრომ იუსტიციის სამინისტროსაგან მიიღო თანამშრომელთა კოორდინატები, მათ შორის იურიკონსულტანტ ვ. ა. დემიდოვისა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ოქტომბერს შრომის სამინისტრომ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის, თბილისის სასამართლო პალატის უფროსი თავმჯდომარის, მ. მ. მღვდლიშვილის კოორდინატები მიიღო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ოქტომბერს შრომის სამინისტრომ ი. მ. დოლუნაროვის, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის, პალატის პროკურორის, კოორდინატები მიიღო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ოქტომბერს შრომის სამინისტრომ ე. ფ. ლებედინსკის, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის, პროკურორის მოადგილის, კოორდინატები მიიღო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ოქტომბერს შრომის სამინისტრომ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის, უ. ს. კალვაისკის კოორდინატები მიიღო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ოქტომბერს შრომის სამინისტრომ ა. ი. სტრიკოვის, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლის, მდივნის, კოორდინატები მიიღო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 29 ოქტომბერს შრომის სამინისტრომ იუსტიციის სამინისტროსგან თანამშრომელთა კოორდინატები მიიღო, მათ შორის თბილისის ოლქის სასამართლოს თავმჯდომერე პ. ზ. კიზირიასიც.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ოქტომბერს შრომის სამინისტრო იღებს იუსტიციის სამინისტროსაგან თანამშრომელთა კოორდინატებს, მათ შორისაა, მ.ა.ტატიშვილი, სასამართლოს პროკურორი

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ოქტომბერს შრომის სამინისტრო იღებს იუსტიციის სამინისტროსაგან თანამშრომელთა კოორდინატებს, მათ შორისაა, პ.პ. პრელეპკო, პროკურორის ამხანაგი

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ოქტომბერს შრომის სამინისტრო იღებს იუსტიციის სამინისტროსაგან თანამშრომელთა კოორდინატებს, მათ შორისაა, ე.ვ.დრაგნევინი, პროკურორის ამხანაგი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ოქტომბერს შრომის სამინისტრო იღებს იუსტიციის სამინისტროსაგან თანამშრომელთა კოორდინატებს, მათ შორისაა, დ.ს.მელიქოვი, პროკურორის ამხანაგი.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს მთავარგამგის 1918 წლის 29 ოქტომბრის N67 ბრძანების მიხედვით, თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის მასწავლებელი მიხეილ აბრამიშვილი 1-ელი ნოემბრიდან თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიაში ქართული ენის პედაგოგად გადაიყვანეს.