რეგისტრირებული ფაქტები80971
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 მაისს სახალხო სახლში ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ მიხეილ ქორელის რეჟისორობით „ჰამლეტი“ წარმოადგინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 26 აპრილს ბაქოში სეზონის გამოსათხოვარ საღამოზე წარმოადგინეს იოსებ გედევანიშვილის „მსხვერპლი“, რომელშიც მონაწილეობდნენ ელენე ანდრონიკაშვილი, შალვა დადიანი, შალვა გოგოლაშვილი, დავით გამყრელიძე, მ. მატარაძე, გ. პავლიაშვილი და სხვ.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში, ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის პერიოდში, იაკობ ფანცხავა ხშირად სტუმრობდა თეატრს.
1943
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ვალერიან გაფრინდაშვილს ჰყავდა მამა, ივანე გაფრინდაშვილი.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში რუსულის მასწავლებელი იყო ივანე გაფრინდაშვილი.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876-1883 წლებში ნიკო მაღრაძე მათემატიკას ასწავლიდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.
1943
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა უფროსი ძმა, რომანოზი.
1943
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მას ჰყავდა დედა, მაკრინე იოსელიანი-ფანცხავა.
1943
ტიპი: თანამდებობა
1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამისი სპირიდონი სოფელ წყალტუბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.
1943
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ყავდა მამა, სპირიდონ ფანცხავა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის აგვისტოდან გაზეთ „კვალში“ მიწვეული იაკობ ფანცხავა ხელფასის სახით ყოველთვიურად ოც მანეთს იღებდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის აგვისტოში გაზეთ „კვალში“ სამუშაოდ მისულ იაკობ ფანცხავას დაევალა გაზეთის კორექტირება, კორესპონდენციების გადაკითხვა და შესწორება.
1895
ტიპი: თანამდებობა
1895 წლის აგვისტოში იაკობ ფანცხავა სტატიების რედაქტორად მიიწვიეს გაზეთ „კვალში“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს იაკობ ფანცხავა თანამოაზრეთა ჯგუფთან ერთად გამოვიდა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიიდან.
1924
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წლის პირველი იანვრიდან იაკობ ფანცხავა იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის წევრი.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წლის 28 დეკემბერს იაკობ ფანცხავა საქართველოს კომუნისტური პარტიის კანდიდატი გახდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 აპრილს სახალხო სახლში სახალხო წარმოდგენების მმართველმა წრემ კონსტანტინე შათირიშვილის რეჟისორობით ტრიფონ რამიშვილის პიესა „სალომეს ოჯახი“ წარმოადგინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 მაისს ავლაბრის თეატრში იოსებ ჟივიძის რეჟისორობითა და მონაწილეობით „სამეგრელოს მთავარი ლევანი“ წარმოადგინეს.