რეგისტრირებული ფაქტები91193
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ პარლამენტის კომისიებში ძველი წევრების ნაცვლად წარადგინა ახლები: ირაკლი წერეთელი, გრიგოლ გოგელია, სტეფანე ელიაძე, დავით ონიაშვილი, სარდიონ თევზაძე, ნიკოლოზ მაჭარაძე, ვ. ნინიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიშის თანახმად, ეროვნულ-დემოკრატიულმა ფრაქციამ დამფუძნებელი კრების კომისიის წევრად წარადგინა იოსებ მაჭავარიანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით მოწვეული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში, სადაც ისაუბრეს სახელმწიფო კონტროლიორის კანონ-პროექტზე. ასევე განიხილეს დროებითი შტატებისა და რევიზიის წესდების ფინანსური და იურიდიული კომისიებისთვის გადაცემის საკითხიც.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით მოწვეული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში, სადაც ისაუბრეს დაშნაკცუთიუნის ფრაქციის დაარსების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით მოწვეული საქართველოს პარლამენტის 47-ე სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში, სადაც გაიმართა მსჯელობა დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ. მნიშვნელოვანი საკითხები: 1. კანონპროექტი სახალხო სკოლების მასწავლებელთა ნივთიერ მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ – მომხსენებელი ნოე ცინცაძე 2. კანონპროექტი ფოსტა-ტელეგრაფის და ტელეფონის ქსელების გავრცელების შესახებ – მომხსენებელი დიომიდე თოფურიძე 3. კანონპროექტი ახალი სამკითხველოების გახსნის შესახებ – მომხსენებელი ლეო ნათაძე.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 14 ოქტომბერს აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარიამ გზათა და მრეწველობის მინისტრს საზღვაო და სამდინარო სანაოსნო-სატრანსპორტო სააქციო საზოგადოების დაარსების შესახებ განცხადებით მიმართა და შუამდგომლობდა საზოგადოების დამაარსებლებს გადასცემოდათ ყოფილი მესამე ზურგის რაიონის ყველა სამდინარო და საზღვაო გადასაზიდი საშუალება, მთავრობის კუთვნილი ყველა გემი, მიწახაპიები და სხვა სატრანსპორტო საშუალებები – საწყალოსნო ტრანსპორტის მიწოდებისთვის და გასამართად იმ რაიონებში, სადაც სანაოსნო მდინარეები და შავი ზღვის პორტებს შორის მიმოსვლა იყო. საზოგადოების წესდება მუშავდებოდა და მალე შესაბამის სამინისტროს წარედგინებოდა დასამტკიცებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება სენაკის ქართული სკოლისთვის 15 965 მანეთის გაღების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა არტისტული საზოგადოების თეატრის ამხანაგობის განმკარგულებლის, ა. ა. ტუგანოვის განცხადება. განცხადების თანახმად, 13 ოქტომბერს, საღამოს, დასი „ტარტო“ არტისტული საზოგადოების თეატრში წარადგენდა კომედიას „პრინცი სებასტიანი“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა არტისტული საზოგადოების თეატრის ამხანაგობის განმკარგულებლის ა. ა. ტუგანოვის განცხადება, რომლის თანახმად, 13 ოქტომბერს, დილით, დასი „ტარტო“ არტისტული საზოგადოების თეატრში წარადგენდა ნიკოლაი გოგოლის „Ревизор“-ს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ოქტომბერს სერგო ჯაფარიძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: რაჟდენ არსენიძე, სამსონ დადიანი, დავით ჩიქოვანი, გიორგი ნანეიშვილი და მდივანი დავით ნახუცრიშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებას დაესწრნენ: რაჟდენ არსენიძე, ივანე ჩერქეზიშვილი, გიორგი ნანეიშვილი, დავით ჩიქოვანი და მდივანი დავით ნახუცრიშვილი. კრებაზე განიხილეს გიორგი ნანეიშვილის მიერ შემუშავებული კანონპროექტი საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის შესახებ, მასში ცვლილებები შეიტანეს და ზოგი მუხლი გამოტოვეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
ამიერკავკასიის ოლქის უფროსის, ინჟინერ გიორგი თუმანოვის 1918 წლის 12 ოქტომბრის (N453) ტელეფონოგრამა ეხება სამტრედიას და ფოთს შორის სამდინარო ნაოსნობის გახსნასთან დაკავშირებით კომისიის შემადგენლობაში მიწვევის საკითხს. მდ. რიონზე ნაოსნობის გახსნის გამო ყველა დაინტერესებულ სახელმწიფო და საზოგადოებრივ დაწესებულებას მონაწილეობა უნდა მიეღო მისი საკონცესიო პირობების შემუშავებაში. საზღვაო და სამდინარო სააქციო სატრანსპორტო საზოგადოების დამფუძნებელთა ნდობით აღჭურვილი პირის, აკაკი ხოშტარიას, მინისტრის სახელზე შესული თხოვნა და კონცესიის პროექტი განიხილეს კონცესიონერებისა და ნდობით აღჭურვილი პირის, პაპავას (ხოშტარია ბაქოში გაემგზავრა), ასევე ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის მონაწილეობით.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 12 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს გზათა მინისტრ ივანე ლორთქიფანიძის მოხსენება აზერბაიჯანის მიერ ნავთის გამოგზავნისთვის წამოყენებული ახალი პირობების შესახებ და მინისტრს დაავალეს, აზერბაიჯანის მთავრობისთვის ეცნობებინა, რომ ახალი პირობები ისევ მიუღებელი იყო, ამიტომ საქართველო წინანდელ დადგენილებას ეყრდნობოდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 12 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება აზერბაიჯანისთვის 20 ათასი რუსული ფულის მიცემის შესახებ და დაადგინეს, რომ აზერბაიჯანის მთავრობასთან ნავთის საქართველოში გამოშვების საქმეში შეუთანხმებლობის მიუხედავად, მინისტრს ნება დაერთოს აზერბაიჯანელებს მათი ხვედრი ბონების ანგარიშში მისცეს 20 ათასი მან. რუსული ფულით.

