საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89988

1918

ტიპი: გარდაცვალება

1918 წლის 4 ოქტომბერს ცხინვალიდან სოფელ ზემო ნიქოზში დაბრუნებისას ცხინვალის გიმნაზიის მასწავლებელი ალექსანდრე ილარიონის ძე კასრაძე მოკლეს. 

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 4 ოქტომბერს ივანე შმიდტს მიეცა ცნობა, დადასტურებული ხელმოწერითა და სახელმწიფო ბეჭდით, რომ ის ნამდვილად გზათა სამინისტროს კურიერი იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 4 ოქტომბერს თბილისის საოსტატო ინსტიტუტის დირექტორმა, დიმიტრი უზნაძემ განათლების სამინისტროს პედაგოგიური მუზეუმის ნივთების თავის რწმუნებული სასწავლებლის ბინის სასარგებლოდ შენახვისა და გადატანის ნებართვა სთხოვა.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე მდივანმა, 1918 წლის 4 ოქტომბრის მოხსენებაში მოითხოვა კავკასიის სასწავლო ოლქის ყოფილი კომისარიატის საქმეებისა და ქონების სამინისტროში გადასატანად სამინისტროსთვის 3 ათასი მანეთის გადაცემა.

1918

ტიპი: ავტორობა

სახელმწიფო კონტროლიორ ფ. გოგიჩაიშვილის, პალატის გამგე სმირნოვის, უფროს რევიზორ ირ. გრიგორიანცის 1918 წლის 4 ნოემბრის ფინანსთა მინისტრსისადმი მიმართვაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო კონტროლს შეუძლებლად მიაჩნია, თანხმობა განაცხადოს სოჭის ოლქის სკოლებისთვის 192 880 მან. კრედიტის გახსნაზე, სანამ არ იქნება გამოკვლეული, ოლქი საქართველოს ტერიტორიაში შედის თუ არა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით ნიკოლოზ გიორგის ძე ახმეტელაშვილი თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 4 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ლუიზა ჰენრიხის ასული ჰორნიგი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიის ხატვის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 4 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით ფრანც შულცი თბლისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებით ეკატერინე კენგე თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 4 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგი ა. ვალინგი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებით ვასილ სიმონის ძე ლორთქიფანიძე ხაშურის გიმნაზიის უმცროსი კლასების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებით ვერა წერეთელი თბილისის ქალთა მექვსე გიმნაზიის მოსამზადებელი განყოფილების პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებით სიმონ ივანეს ძე გოზალიშვილი ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის ფრანგული ენის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 ოქტომბერს ღამით კუკიის ქუჩის N 3-ში ა. გრიგორიანცის ბინაში 5 შეიარაღებული კაცი შევიდა. მოკვლის მუქარით ა. გრიგორიანცს ფული და ძვირფასი ნივთები წაართვეს, სულ – 26. 750 მანეთის. ბოროტმოქმედები მიიმალნენ.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 4 ოქტომბერს, ღამით სასტუმრო „ანგლეტერში“ (მოსკოვის ქუჩის კუთხე) სროლა ატყდა. დაიჭრა ოფიცერი დუმბაძე, რომელიც მიხეილის საავადმყოფოში წაიყვანეს.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 4 ოქტომბერს თბილისში ვ. ბერიძის ბინიდან ყაჩაღებმა 13 ათასი მანეთი ფული და ძვირფასი ნივთები წაიღეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 ოქტომბერს კაფე „დრუჟინაში“ ოფიცერი სანაია და ონუფრიშვილი პირად თემაზე წალაპარაკდნენ. ონუფრიშვილი მოკვლით დაემუქრა, მაგრამ სანაიამ მოასწრო მისი მოკვლა.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 4 ოქტომბრის საღამოს მე-8 კომისარიატის კომისიის თანაშემწე მიქაძე დაჭრეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 ოქტომბერს მარტვილის ორკლასიანი სასწავლებლის სასწავლო კომიტეტის წევრები – იასონ გეგეჭკორი, სერაფიონ გეგეჭკორი, ნ. ხვინგია, ნ. ქუთათელაძე და ვ. მონიავა –განათლების სამინისტროს სკოლის დირექტორად ნაღვარევის ერთკლასიანი სასწავლებლის გამგის, სილიბისტრო პეტრეს ძე ფაციას, დანიშვნას სთხოვენ.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 4 ოქტომბერს განათლების სამინისტრომ ქუთაისის რეალურ სასაწავლებელს დავით ქვარიანის მეოთხე კლასში მიღება სთხოვა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 3 ოქტომბერს ქალაქის რწმუნებულ ანდრონიკაშვილს სამინისტრომ ნება დართო, წმ. ნინოს სასწავლებლის შენობაში სომხების გიმნაზიას შუადღის შემდეგ ოთხი ოთახი დათმობოდა. დოკუმენტს ხელს აწერს ალექსანდრე მიქაბერიძე.

1918

ტიპი: ავტორობა

განათლების მინისტრის მოადგილის, ალ. მდივნის 1918 წლის 3 ოქტომბრის მოხსენება 10-მილიონიანი ფონდიდან ვალერიან ჯაფარიძისთვის 400 მან. მიცემის შესახებ. ის სოხუმის რეალური სასწავლებლის მასწავლებლად დაინიშნა, გზის ფულის უქონლობის გამო სამინისტროს 400 მან. გამოყოფას სთხოვს და მის ნაწილობრივ ანაზღაურებას კისრულობს ჯამაგირის მიღებისთანავე. სამინისტროს თანხა არ აქვს, ამიტომ შუამდგომლობს მინისტრთა საბჭოს წინაშე.

1918

ტიპი: თანამდებობა

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით ლიუბოვ ზავრიევა თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 3 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის ბრძანებით, დანიშნულია თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიაში ვლადიმერ სოსელია ქართული ენის პედაგოგად

1918

ტიპი: თანამდებობა

 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით სატენიკ კირაკოსის ასული ვანციანი თბილისის ქალთა მეორე გიმნაზიაში სომხური მოსამზადებელი კლასების ხელმძღვანელად დაინიშნა.