საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81344

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ტფილისი, 11 იანვარს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „სახასო გლეხთა მდგომარეობა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 17 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ტფილისი, 17 იანვარს“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „ქართული ენის ნორმების შესახებ“.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 17 იანვარს ვარლამ ჭილაძემ პეტერბურგში მყოფ ნიკო ნიკოლაძეს წერილობით შეატყობინა, რომ ილია ჭავჭავაძესთან დადო ხელშეკრულება მისი ნაწერების გამოქვეყნების შესახებ.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის აპრილში ილია ჭავჭავაძე სახელმწიფო საბჭოს წევრად აირჩიეს.

1905

ტიპი: თანამდებობა

დავით გედევანიშვილის საოჯახო არქივში დაცულ სპირიდონ ვირსალაძის მოგონებებში ეწერა, რომ 1905 წელს, ავტონომიის გამოცხადების შემთხვევაში, ილია ჭავჭავაძე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 27 აპრილს რუსეთის სახელმწიფო საბჭოს ახალი შემადგენლობის პირველი სხდომა გაიხსნა. სესია 7 ივლისამდე გაგრძელდა. სხდომას საქართველოდან ილია ჭავჭავაძე ესწრებოდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის თებერვალში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში სახელმწიფო საბჭოს მეორე სესიაზე დასასწრებად გაემგზავრა. სხდომა 20 თებერვალს გაიხსნა და 5 ივნისამდე გაგრძელდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე ოლღა გურამიშვილთან ერთად პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად,  დაბა საცხენისის ერთ-ერთ მონაკვეთზე პატარა მდინარეს ეკვროდა რაღაც ცხიმოვანი მასა, რომელიც ანთებული ასანთის მიკარებისთანავე ალდებოდა და ქრებოდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 21 ნოემბერს ქუთაისის თეატრში დადგმულ ხუთმოქმედებიან დრამაში „მონასტრის ზღუდეთა შორის, ანუ და ტერეზა“ მ. ბადრიძემ დონატოს როლი შეასრულა, ალ. თუმანიშვილმა – გრაფი დიუბრელისა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 21 ნოემბერს ქუთაისის თეატრში დადგმულ ხუთმოქმედებიან დრამაში „მონასტრის ზღუდეთა შორის, ანუ და ტერეზა“ ევ. ჩხეიძისამ ჯუზეპას როლი შეასრულა, ნინო პლატონის ასულ ჩხეიძემ – ადელინას, ე. გამრეკელოვისამ კი – მარიამისა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბერში ექიმმა მაჭავარიანმა გუბერნატორის განკარგულებით ჯიღაურაში ძაგანაშვილების ოჯახის წევრები გასინჯა და მღვდელ ასათიანის ვარაუდი დაადასტურა: ოჯახის ყველა წევრს ინფიცირებული ხარის ხორცისგან ციმბირის წყლული გადასდებოდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბერში ექიმმა მაჭავარიანმა ჯიღაურაში მცხოვრები ციმბირის წყლულით ინფიცირებული ძაგანაშვილების ოჯახის მკურნალობა და სოფლის მეთვალყურეობა ექიმ გიორგი ბროძელს ჩააბარა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 21 ნოემბერს ქუთაისის თეატრში დადგმულ ხუთმოქმედებიან დრამაში „მონასტრის ზღუდეთა შორის, ანუ და ტერეზა“ მონაწილე ქალთა გუნდი სპექტაკლისთვის ფალიევმა მოამზადა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 21 ნოემბერს ქუთაისის თეატრში საქველმოქმედო მიზნით დადგეს ხუთმოქმედებიანი დრამა „მონასტრის ზღუდეთა შორის, ანუ და ტერეზა“, რომლის რეჟისორები იყვნენ კოტე სიმონის ძე მესხი და ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 21 ნოემბერს ქუთაისის თეატრში დადგმულ ხუთმოქმედებიან დრამაში „მონასტრის ზღუდეთა შორის, ანუ და ტერეზა“ მარ. ანჯაფარიძისამ ტერეზას როლი შეასრულა, ილია ჩიქოვანმა – გუსტავო ემპოლისა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 23 ნოემბერს ავჭალასთან ნასვამ დავით ვოიკოს ფურგონს ლიანდაგზე სწრაფი სამხედრო მატარებელი დაეჯახა. დაშავებული რკინიგზის საავადმყოფოში მოათავსეს.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 24 ნოემბერს ხაშურში, სურამის ხიდზე, ეფრემ გლუშჩენკოს მატარებელი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 21 ნოემბერს ბათუმთან ახლოს ყარამან ზედანიასთან მიმავალ ვაჭარ ზაქარია ჩუბინიძეს ორი თურქი დაესხა თავს. წინააღმდეგობის გაწევის დროს ჩუბინიძემ გონება დაკარგა, თავდამსხმელები გაიქცნენ.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წლის 23 ნოემბერს რიონის სადგურთან 40 წლის ბერძენი მურად განზელოვი ლიანდაგზე დაშავდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 21 ნოემბერს ქუთაისის თეატრში დადგმულ ხუთმოქმედებიან დრამაში „მონასტრის ზღუდეთა შორის, ანუ და ტერეზა“ დ. მდივანმა მარჩელოს როლი შეასრულა, ს. ჯაფარიძემ – ანტონიოსი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ნოემბერში აბაშის მოსახლეობა ექიმ გალაქტიონ ნადირაძის წასვლის შემდეგ ახალი ექიმის დანიშვნას ითხოვდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 21 ნოემბერს ყარათაფას რკინიგზის სადგურზე მორიგე აგენტმა, ბედოიძემ, ლიანდაგზე მდგომი ქალი სიკვდილს გადაარჩინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N32 დაიბეჭდა ალექსანდრა გუნიას წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას გაზეთის სასარგებლოდ დაბა სუჯუნში მცხოვრები ქალების მიერ შეგროვებული 110 მანეთი და 10 კაპიკი, ასევე ორკლასიანი სასწავლებლის მოწაფეების მიერ შეგროვებული 116 მანეთი და 40 კაპიკი გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ივანე ნოდია, კეკელა კუჭუხიძე, ამბაკო ბარაბაძე და სხვები.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 4 დეკემბრის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N32 დაიბეჭდა ალექსანდრა გუნიას წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას გაზეთის სასარგებლოდ დაბა სუჯუნში მცხოვრები ქალების მიერ შეგროვებული 110 მანეთი და 10 კაპიკი, ასევე ორკლასიანი სასწავლებლის მოწაფეების მიერ შეგროვებული 116 მანეთი და 40 კაპიკი გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ლევანტი ნოდია, კაკო გუგულავა, ონისიმე ესაკია და სხვები.