საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81340

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გრიგოლ გველესიანმა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული კანცელარიის საბჭოს წევრებს გააცნო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც თბილისის მიწის სასწავლებელი სახალხო განვითარების განკარგულებაში გადავიდა, მიწის სამიჯნო დაწესებულებები კი მიწის წარმოების სამინისტროს დაექვემდებარა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სარგის კაკაბაძე იყო განათლების სამინისტროს დროებითი საქმეთა მმართველი.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს სომხეთ-საქართველოს ომში ტყვიამფრქვევის სროლისას მძიმედ დაიჭრა დავით ორაგველიძე.

1918

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1918 წელს ივანე კვაჭაძე შავი ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთი ოპერაციის დროს რაზმთან ერთად ტყვედ აიყვანეს და სიკვდილი მიუსაჯეს. იგი ტყვეობიდან გაიქცა და თავის სამხედრო ნაწილს დაუბრუნდა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების გამგეობის შემადგენლობაში იყვნენ: ოლღა გიორგის ასული ხოფერია, ნიკო კონსტანტინეს ძე შონია, გიორგი ვასილის ძე გამზარდია, პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე, სოფიო სტეფანეს ასული არჩაია და ვარლამ გერასიმეს ძე ლომია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სიმონ ჯანაშიას დაუნიშნა სტიპენდია – თვეში 100 მანეთი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ოლივერ უორდროპის ინიციატივით შეიქმნა ინგლის-საქართველოს საზოგადოება.

1918

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ახალი სენაკის ბიბლიოთეკის მოქმედების 1918 წლის სრული ანგარიში შეადგინა გიორგი გამზარდიამ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგე იყო გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვუკოლ დავითის ძე იაშვილი ხონის ქალთა გიმნაზიაში საქართველოს ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს მაქსიმე დვითის ძე ბერძნიშვილი საქართველოს რესპუბლიკის გნათლების სამინისტროში საქმისმწარმოებლის თანამდებობას იკავებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი ვარლამ იმნაძე 2-ჯერ დაესწრო გამგეობის კრებას.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის იანვარში ელისავეტპოლის სამხარეო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა სასამართლოს წევრი საბინ ფომიჩის ძე სკრობეცკი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს მინადორა ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებად თევდორე კიკვაძისა და კალენიკე ნინიძის არჩევაზე თანხმობა განაცხადა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს მალაქია ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრებად გიორგი მაჭავარიანისა და ესტატე ავალიშვილის არჩევაზე თანხმობა განაცხადა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა მინადორა ტოროშელიძის თანხმობის საფუძველზე სარევიზიო კომისიისა და გამგეობის წევრები აირჩიეს. ფაქტი ხელმოწერით დავით კარიჭაშვილმა დაადასტურა.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩიეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს სუფსის საფოსტო განყოფილების მოხელე კალისტრატე გახარია ქედის განყოფილებაში გადავიდა სამუშაოდ.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წელს სერგო იაშვილი, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, კირილე იესეს ძე ნინიძე, ვასილ ქაიხოსროს ძე წულაძე, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი და ქრისტინე გიორგის ასული შარაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრები გახდნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების აბედათის ბიბლიოთეკა-სამკითხველო გაიხსნა. გახსნის ნებართვა მიიღო სარევიზიო კომისიის წევრმა, იონა ანჯაფარიძემ. ბიბლიოთეკის გამგე იყო მალაქია კიკალიშვილი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლიდან უშანგი ელიავა და ბესარიონ ქელბაქიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრობის კანდიდატები იყვნენ.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918 წლიდან გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და ესტატე გიორგის ძე ავალიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ.