საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თავისუფალი მხატვარი ილია (ილიკო) სოლომონის ძე აბაშიძე ქართული სახალხო ოპერის ორგანიზაციას შეუდგა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს კავშირგაბმულობის მინისტრმა ივანე ნესტორის ძე ლორთქიფანიძემ მთავრობისგან მოითხოვა 100 000 რუბლი კანცელარიის შესანახად სექტემბერში.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს ფინანსთა მინისტრ გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულს შეუმუშავებია ცირკულარი, რომელიც მიუთითებდა 1919 წლის ხარჯთაღრიცხვის შედგენის წესს. ცირკულარი დაეგზავნა ყველა სამინისტროს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ა. ჯვარიშეიშვილი იყო ბათუმის გიმნაზიის დირექტორი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანი იყო მიხეილის გიმნაზიის დირექტორი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ევგენი ალექსანდრეს ძე ჭოღოშვილი იყო ერევნის გიმნაზიის დირექტორი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ბათუმის გიმნაზიის დირექტორი ა. ჯვარიშეიშვილი დაინიშნა გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მიხეილის გიმნაზიის დირექტორი ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანი დაინიშნა მეხუთე ვაჟთა გიმნაზიის დირექტორად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ერევნის გიმნაზიის დირექტორი ევგენი ალექსანდრეს ძე ჭოღოშვილი ქალთა მესამე გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა.

1918

ტიპი: სახელი

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძის ფსევდონიმი იყო ვეშაპელი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნ. ჩიკვაიძე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არსებული საგანგებო დავალებათა ჩინოვნიკი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნოე რამიშვილის პირით შეუთვალა გერმანულ დელეგაციას, რომ სამინისტრო ყველანაირ ღონეს ხმარობდა საქართველოს ტეროტორიაზე თათარი ყაჩაღებისგან შევიწროებული სომხების დასაცავად და მათი მძიმე ხვედრის შესამსუბუქებლად.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა ბელი კლიუჩში მიავლინა საგანგებო დავალებათა ჩინოვნიკი ნ. ჩიკვაიძე. ჩიკვაიძეს მონაწილეობა უნდა მიეღო საგამოძიებო კომისიის მიერ წარმოებულ გამოძიებაში, რომელიც ბელი კლიუჩის რაიონში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა ბელი კლიუჩში მიავლინა საგანგებო დავალებათა ჩინოვნიკი ნ. ჩიკვაიძე. ჩიკვაიძეს ევალებოდა ადგილობრივი ადმინისტრაციის საქმიანობის რევიზია.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი იყო ეროვნული საბჭოს წევრი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი იყო ეროვნული საბჭოს წევრი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ გრიგოლ გიორგის ძე ვეშაპიძე იყო ეროვნული საბჭოს წევრი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ანა ბ. ორლოვა იყო სოპრანო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, კონსტანტინე ბებუთოვი პოლკოვნიკი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, პოლკოვნიკი კონსტანტინე ბებუთოვი სომეხთა სარეზერვო ბრიგადის დროებითი მეთაური იყო.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მიქაელ არამიანცს სახლი ჰქონდა თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სომეხთა სარეზერვო ბრიგადის სამმართველო მიქაელ არამიანცის სახლში მდებარეობდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ფინანსურ-ეკონომიკურ ჟურნალში „საქართველოს ეკონომისტი“, რომელიც უახლოეს ხანში ქართულ და რუსულ ენებზე უნდა გამოსულიყო, თანამშრომლობდნენ: ბერგი, ისიდორე სოფრომის ძე ვარაზაშვილი და ვლადიმერ საველის ძე ვოიტინსკი.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, კალანდაძესა და ზედგინიძეს ჰქონდათ ქარხანა თბილისში, სადგურის ქუჩა N6-ში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ კალანდაძისა და ზედგინიძის ქარხანა აწარმოებდა გამაგრილებელ სასმელს „თაფლის სიტრო“.