რეგისტრირებული ფაქტები88136
სორტირება თარიღი კლებადობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ისაია ფურცელაძეს გორის ოლქში მდებარე მამული შეუწირავს სახელმწიფოსათვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების მინისტრის, ნოე გიორგის ძე ხომერიკის წინადადებით დაადგინეს ისაი ფურცელაძის მიერ შემოწირული მამულის დაკანონება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ისაია ფურცელაძეს 20 ათასი რუბლი შეუწირავს დაბა მერეთში სასოფლო-სამეურნეო სკოლის გასახსნელად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას წინადადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი სიტყვით უნდა გამოსულიყო ამიერკავკასიის ქალაქთა ყრილობის დელეგატთა წინაშე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ბაქოში გასაგზავნი სპეციალური კომისიის ხელმძღვანელ ისიდორე რამიშვილისათვის 40 ათასი რუბლი უნდა გამოეყოთ კომისიიის საქმიანობისათვის.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, ბაქოში გასაგზავნი სპეციალური კომისიის ხელმძღვანელი ისიდორე რამიშვილისათვის 10 ათასი რუბლი უნდა გადაეცათ გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი საქართველოს სახალხო განათლების მინისტრი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ბაქოში გასაგზავნი სპეციალური კომისიის ხელმძღვანელად ისიდორე რამიშვილი უნდა დანიშნულიყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, ნოე რამიშვილის წინადადებით დადგენილ იქნა ბაქოში სპეციალური კომისიის გაგზავნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ საქართველოს სამხედრო მინისტრის, გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძის წინადადებით მთავრობის საქმეთა მმართველ სერგო დავითის ძე ჯაფარიძეს დაევალა 10 მილიონიანი ფონდიდან დარჩენილი თანხის დადგენა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, მიღებულ იქნა კავშირგაბმულობის მინისტრის, ივანე ნესტორის ძე ლორთქიფანიძის წინადადება სარკინიგზო გადაზიდვების კომიტეტის დაწესების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, სახალხო განათლების მინისტრის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის წინადადებით დაადგენეს სახალხო განათლების მინისტრისთვის 5 ათასი რუბლის ოდენობის კრედიტის გახსნა ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა სასწავლებლის სასარგებლოდ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სახალხო განათლების მინისტრის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის წინადადებით გაგრის თვითმართველობას ქალაქის რეალური სასწავლებლისთვის წელიწადში 100 ათასი რუბლი უნდა გამოეყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სახალხო განათლების მინისტრის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის წინადადებით დადგენილ იქნა გაგრის თვითმართველობისთვის ქალაქის რეალურ სასწავლებლზე მეურვეობის უფლების გადაცემა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სახალხო განათლების მინისტრის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის წინადადებით დადგენილ იქნა გაგრის რეალური სასწავლებლის განათლების სამინისტროსათვის დაქვემდებარება.
1918
ტიპი: ნასამართლეობა
1918 წლის 11 სექტემბერს სასტუმროში „ნოე“ დააპატიმრეს ვ. ნ. ასეევი, რომელსაც ბრალად ედებოდა ბოლშევიკების გამოსვლებში მონაწილეობა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 სექტმებერს ახალ ბინაში შესახლებულ სარაჯევების წყვილს 6-ში უპირებდნენ გამოსახლებას. თითქოს სარაჯევს ქალაქის გამგეობის წევრ ჩერქეზოვის დახმარებით ეს გაუგებრობა მოუგვარებია. მაგრამ 11 სექტემბერს მილიციონერი კვლავ სტუმრებია მათ დოკუმენტით, რომლის თანახმად უნდა მიღებულიყო ზომები მოქალაქე ჩ-ს ბინაში შესასახლებლად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე მოისმინეს განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილის მოხსენება თელავის გიმნაზიის არაქართველი მოწაფეების შესახებ. დადგინდა, მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ყველა საშუალო სასწავლებელი შემოსავლით შეენახათ, ასევე თელავში მცხოვრები არაქართველი მოქალაქეებისთვის მიეცათ ცალკე გიმნაზიის გახსნის ნება, თუ თავისი საშუალება არ ეყოფოდათ, დახმარების შესახებ საკითხი შემდეგში განეხილათ. სხდომის ჩანაწერს ხელს აწერს საქმის მწარმოებელი კ.აბაშიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 სექტემბრიდან თბილისის ქალთა მესამე გიმნაზიის დირექტორი ალექსანდრე ბოგოიავლენსკი იმავე გიმნაზიის შტატის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 სექტემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის N 45 ბრძანებით, ამიერკავკასიის სასწავლო კომისარიატის ლიკვიდაციის დასრულების გამო კანცელარიის გამგე ალექსი მაქსიმეს ძე ტარანოვი სამსახაურიდან დაითხოვეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის 1918 წლის 10 სექტემბრის N45 ბრძანებით ამიერკავკასიის სასწავლო კომისარიატის ლიკვიდაციის დასრულების გამო სამსახურიდან დაითხოვეს საქმისმწარმოებელი ალექსანდრე სიმონის ძე სიკორინი.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის 1918 წლის 10 სექტემბრის N45 ბრძანებით ამიერკავკასიის სასწავლო კომისარიატის ლიკვიდაციის დასრულების გამო სამსახურიდან დაითხოვეს საქმისმწარმოებელი ევგენი იულის ძე ლეიმანი.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის 1918 წლის 10 სექტემბრის N45 ბრძანებით ამიერკავკასიის სასწავლო კომისარიატის ლიკვიდაციის დასრულების გამო სამსახურიდან დაითხოვეს დაქირავებული თანამშრომელი სოფიო ივანეს ასული ულიანოვსკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების მინისტრის 1918 წლის 10 სექტემბრის N45 ბრძანებით ამიერკავკასიის სასწავლო კომისარიატის ლიკვიდაციის დასრულების გამო სამსახურიდან დაითხოვეს დაქირავებული თანამშრომელი ტატიანა ნიკოლოზის ასული შრეიბერი.

