საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81320

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. მისი აზრით, არც ერთი ნორმალური ადამიანი არ დაინახავდა მის ქმედებებში არც კონტრრევოლუციურ ნიშნებსა და არც საქართველოს წინააღმდეგ გამოსვლას.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. შერვაშიძე მსჯელობდა იმაზე, თუ რატომ მიმართა ბოლშევიკების წინააღმდეგ დასახმარებლად თურქეთს. მას უბრალოდ არ ჰქონია შესაძლებლობა სხვებისთვის მიემართა, როგორც ეს ქართველებმა მოახერხეს, როცა გერმანელებს მიმართეს გაჭირვების ჟამს. თანაც მისი აზრით, ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ მან არა თურქები დაიხმარა, არამედ თურქებთან მომსახურე აფხაზები.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. შერვაშიძის თქმით, აფხაზთა უმრავლესობა ბოლშევიკების წინააღმდეგ იყო განწყობილი, მაგრამ ისინიც არ დაინდეს, დაარბიეს და გაძარცვეს. თვითონ შერვაშიძეც არ ყოფილა ბოლშევიკი, მისი სახლი კი გაუძარცვავთ და დაუნგრევიათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 7 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნდა ალექსანდრე შერვაშიძის „წერილი რედაქციას“. სტატიაში შერვაშიძე დაწვრილებით განიხილავდა ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად თურქეთის მიერ გაგზავნილ აფხაზთა რაზმთთან ერთად მისი აფხაზეთში მგზავრობის პერიპეტიებს. შერვაშიძე ამბობდა, რომ სტატიაში მოწოდებული ცნობები მხოლოდ და მხოლოდ სამართლიანობის აღდგენას ემსახურებოდა და იგი არამც და არამც არ აპირებდა გაზეთის საშუალებით შემდგომ პოლემიკაში შესვლას.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წელს ალექსანდრე არღუთინსკი-მხარგრძელმა ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნა წიგნი „ამიერკავკასიის რკინიგზის მშენებლობა და ექსპლოატაცია მისი არსებობის 25 წლის მანძილზე 1871-1896“ წარწერით.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 24 თებერვალს ედინბურგში გამომავალ ჟურნალში „სქოთსმენი“ დაბეჭდილ რეცენზიაში ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ მარჯორი უორდროპისეულ თარგმანზე ნათქვამია, რომ პოემის ავტორს დიდი ნიჭი და მდიდარი პოეტური ფანტაზია აქვს.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 6 ივლისის გაზეთ „ივერიის“ „დამაკვირდის“ რუბიკით გამოქვეყნდა ქრისტიანულ სწავლებაზე დამყარებული და ილია ჭავჭავაძის მიერ ჩამოყალიბებული სენტენცია „ყოველთვის უნდა გახსოვდეთ დღე აღსასრულისა, რათა უფრო გონივრად იცხოვროთ“.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლის 30 აგვისტოს 10 საათზე ილია ჭავჭავაძე ეტლით მიემგზავრებოდა თბილისიდან საგურამოში. მასთან ერთად იყვნენ მეუღლე, მსახური იაკობ ბითარიშვილი და მეეტლე თედო ლაბაური. 1-ელ საათსა და 30 წუთზე საგურამომდე 6-7 კილომეტრის დაშორებით, წიწამურთან ორ სხვადასხვა გორაკზე მდგარმა გიორგი ხიზანიშვილმა და პავლე ფშავლიშვილმა თავდამსხმელებს ანიშნეს ეტლის გამოჩენის შესახებ. ხიზანიშვილი ადგილზე დარჩა სამეთვალყუროდ, ფშავლიშვილი კი შეუერთდა თავდამსხმელებს: გიგოლა ბერბიჭაშვილს, ვანო ინაშვილსა და ილია იმერლიშვილს. სტვენის ხმაზე ბოროტმოქმედების თანამონაწილე თედო ლაბაურმა ეტლი გააჩერა. შეიარაღებული თავდამსხმელები ტყიდან გამოვიდნენ. ილია იმერლიშვილმა ილია ჭავჭავაძე მოკლა გულში ნასროლი ტყვიით და შემდეგ გიგოლა ბერბიჭაშვილმა სახეში დაარტყა თოფის კონდახი. მსახური იაკობ ბითარიშვილი მოკლეს, ოლღა გურამიშვილი კი კონდახით მძიმედ დაჭრეს.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 3 იანვრის გაზეთ „შუამავალში“ ირეთელის ფსევდონიმით დაიბეჭდა პოლიევქტო ანტონის ძე კალანდაძის სატირა ილია ჭავჭავაძეზე.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 27 მაისს ვერაზე თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობამ ილია ჭავჭავაძის საადგილმამულო ბანკის მმართველობის თავმჯდომარედ არჩევის აღსანიშნავად სადილი გამართა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 1-ელ იანვრის გაზეთ „შუამავალში“ ეშმაკის ფსევდონიმით დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე წარმოთქმული სიტყვის ნესტორ ლაზარეს ძე კალანდაძისეული პაროდია „სიტყვა თქმული ილია ჭავჭავაძისა მიერ ს. გურამიანთკარში ეკზეკუციის მინიჭების დროს“.

1892

ტიპი: თანამდებობა

გაზეთ „ივერიის“ 1892 წლის 29 აგვისტოს ნომერში ვკითხულობთ, რომ ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი თბილისის მე-3 განყოფილების მომრიგებელი მოსამართლე იყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 25 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 29 იანვარს ქართულ თეატრში ვალერიან გუნიას ბენეფისი უნდა გამართულიყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის 16 იანვარს თელავის თავად-აზნაურთა კრებას თელავის მაზრის უფროსი ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი დაესწრო.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 26 იანვარს ლეონიდე ოქროპირიძე ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების ინსპექტორი იყო.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 22 დეკემბერს თბილისის მაზრის უფროსმა ლევან ჯანდიერმა სოფელ საგარეჯოს მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ კახეთში ვაზი კარგად ხარობდა, მაგრამ მოსახლეობამ ვაზის მოვლა და ღვინის დაყენება არ იცოდა, რის გამოც კახური ღვინო ბუნებრივ ღირსებას კარგავდა და იაფად იყიდებოდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილია გრიგოლ ვოლსკის მიერ შედგენილი წესები ქოლერით დაავადებულთა დასახმარებლად.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გამოვიდა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში სამ შაურად იყიდებოდა გიორგი წერეთლის მოთხრობა „რუხი მგელი“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 20 კაპიკად იყიდებოდა ანტონ ფურცელაძის პოემა „მარაბდა"“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 15 კაპიკად იყიდებოდა მამია გურიელის მიერ თარგმნილი ლერმონტოვის „დემონი“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 30 კაპიკად იყიდებოდა დავით კარიჭაშვილის მოთხრობა „მსხვერპლი“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 1 მანეთად იყიდებოდა აკაკი წერეთლის ისტორიული პოემა „თორნიკე ერისთავი“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 20 კაპიკად იყიდებოდა აკაკი წერეთლის პოემა „კიკოლას ნაამბობი“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 50 კაპიკად იყიდებოდა აკაკი წერეთლის ისტორიული დრამა „პატარა კახი“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 40 კაპიკად იყიდებოდა აკაკი წერეთლის „საყმაწვილო ამბები“.