საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88136

1918

ტიპი: ღონისძიება

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძეს თბილისის სასულიერო სემინარიის 4 კლასის (კურსის) დამთავრების მოწმობა ჰქონდა, რაც უფლებას აძლევდა, სახალხო განათლების მინისტრის გასული წლის ცირკულიარის თანახმად, ქართული ენა ესწავლებინა არამც თუ უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში, არამედ გიმნაზიის ყველა კლასში. ასევე იგი ამზადებდა საბუთების სახით სამ მოწმობას და ორ ამონაწერს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 აგვისტოს გამართულ საკონსტიტუციო კომისიის სხდომას დაესწრნენ: სამსონ დადიანი, კოტე მაყაშვილი, პავლე საყვარელიძე, გერონტი ქიქოძე. სხდომის დამხმარეები იყვნენ: საბჭოს წევრი დავით ჩიქოვანი, გიორგი ნანეიშვილი, თავმჯდომარე – სამსონ დადიანი, მდივანი – საქმისმწარმოებელი დავით ნახუცრიშვილი. პავლე საყვარელიძესა და გერონტი ქიქოძეს დროის უქონლობის გამო სხდომაზე დარჩენა არ შეეძლოთ, მათ გარეშე კი ქვორუმი არ შედგებოდა, ამიტომ გადაწყდა, სხდომა გადადებულიყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 14 აგვისტოს N 89 ბრძანებით მარიამ მიქელაძე-ორახელაშვილი ქუთაისის გაბრიელის სახელობის ქალთა გიმნაზიის გერმანული ენის პედაგოგად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 აგვისტოს გორის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე მ. კინწურაშვილმა ქალაქ გორის გამგეობის წევრ ალექსანდრე ნესტორის ძე მიხაილოვს განათლების სამინისტროსთან უშუამდგომლა გიმნაზიაში მათემატიკის პედაგოგად დანიშვნის თაობაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 14 აგვისტოს პეტრე ანთელავამ წერილი გაუგზავნა გაზეთის „Грузия“ რედაქციას.

1918

ტიპი: ნასამართლეობა

1918 წლის 13 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ოჩამჩირეში შეიპყრეს ოსმალეთის საზღვაო ჯარის ოფიცერი განან შაკირ-ოღლი, რომელსაც ჯაშუშობა ბრალდებოდა. დაპატიმრებული ოსმალეთის მისიას გადასცეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 13 აგვისტოს გორის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებულმა, კიცხის ორკლასიანი სასწავლებლის (შორაპნის მაზრა) გამგემ, სავლე იოსების ძე აბულაძემ საქართველოს რესპუბლიკის საერო განათლების მინისტრს სთხოვა, მასწავლებლად დაენიშნათ თბილისის პირველი ქართული გიმნაზიის (ყოფილი სათავადაზნაურო) მოსამზადებელ კლასში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 აგვისტოს გორის საოსტატო სემინარიის კურსდამთავრებულმა, კიცხის ორკლასიანი სასწავლებლის (შორაპნის მაზრა) გამგე სავლე იოსები ძე აბულაძემ საქართველოს რესპუბლიკის საერო განათლების მინისტრს წარუდგინა 1911 წლის 4 ივნისს გორის საოსტატო სემინარიის (იგივე ამიერკავკასიის) კურსის დასრულების ასლი N525,633 და 1916 წლის 28 მაისს ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორის მეორე რაიონის ინსპექტორის მიერ მიცემული ნამსახურების ფურცელი N1016. მან დასძინა, რომ 1918 წლის 29 იანვარს ქართული გიმნაზიის პედაგოგიურ საბჭოშიც შეიტანა თხოვნა N28 პირველ ქართულ გიმნაზიაში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 13 აგვისტოს იტალიის მოქალაქე ივანე ნიკოლოზის ძე ბროკმა განათლების სამინისტროს შვილის, იოსების, თბილისის რეალური სასწავლებლის მეხუთე კლასის მოსწავლის, განმეორებით გამოცდების ჩაბარების შუამდგომლობის თხოვნით მიმართა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ ექვთიმე თაყაიშვილი, იესე ბარათაშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, იურიდიულ კომისიას განსახილველად გადაეცა კანონპროექტი ბათუმის, ახალციხის, ახალქალაქის და ზაქათალის სამომრიგებლო ნაწილის გაუქმების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს კანონპროექტის საბოლოო ვერსია ფინანსთა სამინისტროს სალიკვიდაციო განყოფილების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს კანონპროექტის საბოლოო ვერსია საქონლის ჭირთან საბრძოლველად ასი ათასი მანეთის გამოყოფის თაობაზე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს კანონპროექტის საბოლოო ვერსია სამხედრო ბეგარისა და საქართველოს რესპუბლიკის არმიის შევსების შესახებ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 13 აგვისტოს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ჩხეიძე და პრეზიდიუმიდან ესწრებოდნენ იესე ბარათაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, დავით ონიაშვილი და იოსებ აბაკელია, განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს კანონპროექტი საქართველოს რესპუბლიკის რეგულარული არმიის ფორმირების შესახებ. ტექსტის საბოლოო ვერსია შესამუშავებლად გადაეცა სარედაქციო კომისიას.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 12 აგვისტოს ბუნებისმეტყველების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ქეთევან გედევანიშვილი, რომელიც ფლობდა ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებს, სთხოვდა განათლების მინისტრს შესაბამის სამსახურს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 12 აგვისტოს განათლების სამინისტროს სხდომას დაესწრნენ განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, მოადგილე ალექსანდრე მდივანი, მთავარგამგეები: დიმიტრი უზნაძე, მიხეილ თაქთაქიშვილი, პირველი გიმნაზიის დირექტორი იაკობ ღულაძე, პოლიტიკური მთავრობის კომიტეტის წევრი ა.ს.ბაბოვი და თბილისის პოლიტექნიკუმის დირექტორი ზახაროვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი სექტემბრისთვის განჯის ვაჟთა გიმნაზიაში მუშაობდნენ: ა. პ. მატინოვა, ა. მ. მირონოვი, ლ. უ. დაშკევიჩი, ი. ფ. სტეგერი, დ. პ. ბუდარინი, ლ. ვ. სოროკინი, ვ. ი. ლოზა, ა. გ. ტერ-მატევოსოვი, პ. გ. ალექსანდროვი, მ. მ. მირონჩენკო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 11 აგვისტოს განათლების მინისტრს ბორჯომში გიმნაზიის გახსნას სთხოვდნენ ადგილობრივი პედაგოგები და სკოლის გამგეები: დეკანოზი იაკინთე გიორგაძე, მიხეილ სარალიძე, მიხეილ ხუტიშვილი, ვლადიმერ გაჩეჩილაძე, ლაზარე ბეროზაშვილი, პეტრე შალიბაშვილი, ვასილ კიკნაძე, მარგარიტა ხმალაძე, ვანო ბეჟიტაძე, მინა არჩვაძე, ზაზა კიკაძე, ივანე ხმალაძე, ვლადიმერ ახალაძე, იასონ ხალვაში, თედორე გობრონიძე, დავით ქებაძე, ივანე ზაქროს ძე კახდაუროვი, მიხეილ გერმანიშვილი, იოსებ ჯომარდიძე, ნიკოლოზ გუბენიძე, ს. პ. კანდელაკი და ადგილობრივი ფოსტის უფროსი კონსტანტინე ჯაფარიძე. სასწავლებლის ხარჯებს ნაწილობრივ ადგილობრივი მოსახლეობა გაიღებდა.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 აგვისტოს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ხელოვნებათა სექციამ პროფესორ ივანე ჯავახიშვილის მოხსენების თანახმად დაადგინა, რომ სახელმწიფო გერბად თეთრი გიორგისა და შვიდი მნათობის გამოსახულება არჩეულიყო, რადგან ის ისტორიულად და ტრადიციულად ქართველი ხალხის არსებობასთან იყო დაკავშირებული.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 აგვისტოს კინომექანიკოსთა კურსების გამგე სერგეი გრიგორის ძე ალდადანოვი სახალხო განათლების სამინისტროს კურსებზე ლექციების წასაკითხად უმაღლესი განათლების მქონე პირების ვალერიან იოსების ძე გულიანიცკისა და ვსევოლოდ თეოდორეს ძე მასალოვის მოწვევას ატყობინებდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 აგვისტოს საკონსტიტუციო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე სამსონ დადიანი, კოტე მაყაშვილი და მდივანი დავით ნახუცრიშვილი. კომისიის წევრთა სიმცირის გამო სხდომა არ გაიმართა.

1918

ტიპი: ღონისძიება

სახალხო განათლების სამინისტროს 1918 წლის 10 აგვისტოს სხდომას დაესწრნენ: განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი (თავმჯდომარე), მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი და მთავარგამგეები: დიმიტრი უზნაძე, მიხეილ თაქთაქიშვილი, გიორგი ჭუმბურიძე, სამინისტროს კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე და თბილისის პირველი გიმნაზიის დირექტორი იაკობ ღულაძე.

1918

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, ვლადიმერ გაჩეჩილაძემ განათლება მიიღო ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 აგვისტოს განათლების სამინისტროს საბჭოს სხდომას დაესწრნენ: განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი (თავმჯდომარე), მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, მთავარგამგეები: დიმიტრი უზნაძე, მიხეილ თაქთაქიშვილი, გიორგი ჭუმბურიძე, სამინისტროს კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე და თბილისის პირველი გიმნაზიის დირექტორი იაკობ ღულაძე.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის 10 აგვისტოს თბილისის მეოთხე ვაჟთა გიმნაზიის რუსულ სექტორზე მესამე კლასის მოსწავლეებმა, რუბენ კასპარიანმა და კონსტანტინე ლიანოზოვმა სწავლა განაგრძეს.