რეგისტრირებული ფაქტები89965
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი მდივანი ვალერიან ბურჯანაძე, წევრები: სეით იაშვილი, შიო დედაბრიშვილი, მეთოდე კაკაბაძე, ქრისტინე შარაშიძე, ვასილ წულაძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს საბაღოსნო სკოლის მზრუნველის თანამდებობაზე კანდიდატებად აირჩიეს სოკოლოვი (76 ხმით) და მიხეილ ქანანოვი (36 ხმით).
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ივნისს სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ინიციატივით ნოე რამიშვილმა მთავრობის თავმჯდომარის პოსტი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ნოე ჟორდანიას გადააბარა, ხოლო თავად მთავრობაში მუშაობა მხოლოდ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე განაგრძო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 მარტს ქართულ თეატრში გამართულ წარმოდგენაში „გასამართლება „სამშობლოს“ გმირების ქეთევან ლიონიძისა და ლევან ხიმშიაშვილისა“ ბრალდებულ ქეთევანის როლს თამარა გოგოლაშვილი ასრულებდა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით IV ხარისხის მოხელე მიხეილ დათიაშვილი თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის მოხელედ დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით მე-6 ხარისხის მოხელე ილია ანანიაშვილი თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის მოხელედ დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ერევნის სემინარიის დირექტორი მუროპულო გორის სემინარიის დირექტორად დანიშნეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს მიწათმოქმედების სამინისტროს სამეცნიერო კომიტეტმა სამინისტროს რწმუნებულ იაკობ მედვედევს კავკასიის ყველა ჯიშის ქერის კოლექციის შედგენა და კომიტეტში გაგზავნა სთხოვა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 11 ნოემბერს სახალხო კითხვებისა და წარმოდგენების გამმართველი კომისიის სხდომის მდივნად აირჩიეს ს. გ. კაპანაკოვი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 11 ნოემბერს ქართულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასმა წარმოადგინა ლენიერის 5-მოქმედებიანი მელოდრამა „ორი ობოლი“ მარია მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძის მონაწილეობით.
1901
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1901 წელს მარგანეცის მრეწველთა საბჭოს კრების თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი საბჭოს საქმეების გამო პეტერბურგში გაემგზავრა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონებათა მმართველი ი. ს. ბეკი დაბრუნდა სიღნაღის მაზრიდან, სადაც რუსეთიდან გადმოსახლებულთა საქმეების გამო იყო ჩასული.

